FM97.5 / LIVE

გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 26.08.2016
დაირღვა თუ არა საარჩევნო კანონმდებლობა 14 აგვისტოს, ახალციხეში, გიორგი კოპაძის მერიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, – შემთხვევას საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სწავლობს.

გამოიყენა თუ არა ‘ოცნების’ კანდიდატმა ადმინისტრაციული რესურსი – ფაქტს საოლქო კომისია სწავლობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შემთხვევის შესწავლა, უწყებათაშორისი კომისიის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. უწყებათაშორისმა კი ახალციხეში, 14 აგვისტოს, ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტის შესწავლა „სამხრეთის კარიბჭეს“ მიმართვის შემდეგ დაიწყო.

ცესკომ ფაქტის მოკვლევა ახალციხის საოლქო კომისიას დაავალა.

№37–ე ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაწყებულია: „სხვადასხვა უწყებებიდან პასუხს ველოდები“

შეგახსენებთ, რომ 14 აგვისტოს, ახალციხეში, ახალციხის მერიამ აფხაზეთის ომის დაწყების 24 წლისთავთან დაკავშირებით გამართა ღონისძიება, რომელსაც ახალციხის ყოფილი მერი, ამჟამად, ახალციხე–ადიგენის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კოპაძე ესწრებოდა. კოპაძე ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. იურისტები განმარტავენ, რომ კანდიდატის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებაზე დასწრება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს შეიცავდა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კანდიდატი მერიის მიერ გამართულ შეხვედრაზე – საოლქო დარღვევას ვერ ხედავს
ახალციხეში ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენების ფაქტს ცესკო სწავლობს
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
იურისტები ახალციხის საოლქოს საკითხის არასრულყოფილად შესწავლაში ადანაშაულებენ
'სამხრეთის კარიბჭეს' სპეციალური განცხადება [Video]
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
ხორბალი თუ არჩევნები:  უწყებათაშორისი კომისია  ადმინისტრაციული რესურსის შესაძლო გამოყენებაზე