FM97.5 / LIVE

"ნაციონალებს" საუბნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი კითხვებს უჩენს

მთავარისიახლე, არჩევნები 26.08.2016
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ახალციხე–ადიგენის ოლქში, საუბნო კომისიების წევრების შერჩევის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს და კომისიის სხდომის შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. ცესკომ კი ვადაგადაცილების მოტივით, პარტიის საჩივარი განუხილველი დატოვა.

"ნაციონალებს" საუბნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი კითხვებს უჩენს

N44–ე ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში შემავალ 53 საარჩევნო უბანში კომისიის წევრების შესარჩევად N44 საოლქო კომისიაში სხდომა 23 აგვისტოს გაიმართა. სხდომას ორი დამკვირვებელი და პოლიტიკური პარტიების ორი წარმომადგენელი ესწრებოდა, ამათგან, ერთი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ზვიად მერაბიშვილი.

პარტიაში ამბობენ, რომ საუბნო კომისიების წევრების შერჩევამ მათ კითხვები გაუჩინა.

„წინასწარ ჰქონდათ ინსტრუქციები და „შპარგალკები“ ვინ უნდა შემოეხაზათ. სამუშაო პროცესიც არაორგანიზებული იყო, ეტყობოდათ, რომ ეს ადამიანები დავალებას ასრულებდნენ“, –ამბობს პარტიის რეგიონული კოორდინატორი გელა დემეტრაძე.

პარტიის წევრმა ზვიად მერაბიშვილმა, საჩივარიც შეადგინა. „ნაციონალური მოძრაობა“ სხდომის ოქმის ბათილად ცნობას ითხოვდა.

პროცესს „სამართლიან არჩევნებიც“ აკვირდებოდა. სამცხე–ჯავახეთის კოორდინატორი ნინო ბიბილეიშვილი ამბობს, რომ სიებზე კალმით მონიშნული წერტილები ნამდვილად იყო. იგი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა საოლქო კომისიის წევრებმა განცხადებები წინასწარ განიხილეს, რაც პრობლემას არ წარმოადგენს [ახალციხე–ადიგენის ოლქში წევრობის მსურველთა 618 განაცხადი იყო შესული. ს.კ.]: „შეიძლება ერთ დღეში ვერ მოასწრო და წინასწარ გქონდეს აღნიშნული. თუმცა მეორე მომენტია, ეს თავიანთი დანიშნული იყო, თუ ასე დანიშნული დაურიგეს. ამას ჩვენ ვერ დავამტკიცებთ, უბრალოდ, ეს დავინახეთ“.

„სამართლიან არჩევნებში“ ამბობენ, რომ დამატებითი კითხვები რომ არ გაჩნდეს, სასურველია ცნობილი იყოს, როდის, რა კრიტერიუმებებზე დაყრდნობით შეარჩია კომისიამ ესა თუ ის კანდიდატი: „ეს პროცესი, ჩვენთვის, დამკვირვებელი ორგანიზაციებისთვის, ღია უნდა იყოს, არანაირი ეჭვი არ უნდა გაჩნდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საოლქო საარჩევნო კომისიების საქმიანობასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები შეიძლება იყოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი კომისიის საქმიანობაში ჩარევას, ან ხომ არ იყო საუბნო საარჩევნო კომისიის კანდიდატებზე მესამე პირთა კონსულტაცია“.

საოლქო–საარჩევნო კომისიაში ამბობენ, კონკურსანტების სიებზე მუშაობა განაცხადის შეტანის დღიდან შეუძლიათ. მათ ჩანიშვნის აკრძალვა არ აქვთ.

„კომისიის წევრმა როგორც ჩათვალა, ისე გააკეთა. 210 კონკურსანტს რომ ვერ დაიმახსოვრებდა, ეს ხომ საღი აზრია. გარდა ამისა, ადიგენიც ასარჩევი იყო. ეს თუ ვიღაცის დავალება იყო, ყველას ხომ აქვს საკუთარი აზრი, არც იმ დანიშნულს შემოხაზავდა საკუთარი სურვილის გარეშე“, – ამბობს N44 ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარული საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თეა გავაშელი.

მისივე თქმით, წევრთა შესარჩევი ვადა 19–დან 23 აგვისტომდე იყო და დაინტერესებულ პირს შეეძლო სამუშაო პროცესს დასწრებოდა. სურვილი კი არავის გამოუთქვამს.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საჩივარს, თეა გავაშელის განმარტებით, განმცხადებელი სხდომის ოქმის გაუქმებას ითხოვდა და ვინაიდან არაუფლეობამოსილ ორგანოში ჰქონდა განცხადება– საჩვარი შეტანილი, განხილვაზე ეთქვა უარი.

ცესკოს საჩივარი 25 აგვისტოს უნდა განეხილა, თუმცა, როგორც ვებგვერდზე ვკითხულობთ, პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, №37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში, ზვიად მერაბიშვილის საჩივარი, გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო, განუხილველი დარჩა.

შეგახსენებთ, 44–ე საოლქო კომისიამ კონკურსის შედეგად მიღებული 628 განაცხადიდან, 318 დააკმაყოფილა. საოლქოში განმარტავენ, რომ ახალციხის – 35 და ადიგენის – 18–ვე უბანში, კომისიის წევრები მათი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს. საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, თითო უბანზე ექვსი წევრი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]

"ნაციონალებს" საუბნო კომისიის წევრების შერჩევის პროცესი კითხვებს უჩენს სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამენტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საოლქო კომისიებმა საუბნო კომისიების წევრები შეარჩიეს
მესხეთში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აირჩიეს
1766 განაცხადი სამცხე–ჯავახეთში საუბნო კომისიის წევრობისთვის
სამცხე–ჯავახეთის ოლქებში საუბნო კომისიის წევრობის მსურველთა 999 განაცხადი შევიდა
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
N37-ე ახალციხის საარჩევნო ოლქში, 35 უბნიდან 8 უბანზე კომისია ვერ დაკომპლექტდა
'წინასწარ იცით ვინ უნდა აირჩიოთ' - ახალციხეში საუბნო კომისიების არჩევნები პროტესტით დაიწყო