FM97.5 / LIVE

შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 15.09.2016
ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის მიერ გამართულ შეხვედრაზე და მისი სამსახურეობრივი მანქანა იმავე ქუჩაზე – რას პასუხი აქვს ზარდიაშვილს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნის შემცველ ფაქტზე.

შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე
ახალციხის მერიის ავტომანქანა. რუსთაველის ქუჩა. 15 სექტემბერი, დაახლ. 18:30 საათი

დღეს, 15 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 18:30 საათზე, ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ახალციხის მერობის კანდიდატი, პარტია „ქართული ოცნებიდან“, ვლადიმერ ზედგინიძე შეხვდა.

იქამდე, ვიდრე ამომრჩევლებთან ვლადიმერ ზედგინიძე მოვიდოდა, ქუჩაზე, სამსახურეობრივი ავტომანქანით, (TOYOTA Land Cruiser Prado, სახელმწიფო ნომრით: AXL-077) ახალციხის მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი მოვიდა. შეკრებილ ხალხს გასცდა და ქუჩის დასაწყისში გაჩერდა.

ფაქტს „სამხრეთის კარიბჭე“ შეესწრო და ფოტოების გადაღება დაიწყო. როგორც კი ჟურნალისტი შენიშნეს, ილია ზარდიაშვილს „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი გიორგი გვარამაძე მიუახლოვდა, მალევე ზარდიაშვილმა მანქანა დაძრა და ტერიტორია დატოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ, კი ზარდიაშვილი შეხვედრაზე დაბრუნდა, ოღონდ ავტომანქანის გარეშე (ქუჩა, სადაც შეხვედრა იმართებოდა და ადმინისტრაციული შენობა, სადაც მერიაა განათავსებული, ერთმანეთთან ახლოს მდებარეობს, მათ ერთი პარალელური ქუჩა ყოფს. ფეხით დაახლ. 5 წუთის გზა. ს.კ). ამის შემდეგ, ილია ზარდიაშვილი მერობის კანდიდატის მიერ გამართულ შეხვედრას ბოლომდე დაესწრო.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტები განმარტავენ, რომ შეხვედრა არასამუშაო საათებშიც რომ იმართება, საჯარო მოხელეებს მასში მონაწილეობა, სამსახურეობრივი ავტომობილებით, მაინც ეკრძალებათ.

„მერის მოვალეობის შემსრულებელს, ან ნებისმიერ საჯარო მოხელეს, არ აქვს უფლება მივიდეს სამსახურეობრივი ავტომობილით საარჩევნო შეხვედრაზე, თუნდაც არასამუშაო საათებში. ეს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა. 6 საათამდე რომ ყოფილიყო, ეს უკვე აგიტაციაც იქნებოდა“, - ამბობს „საერთშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე და ამატებს, რომ ეს საარჩევნო კოდექსის 48–ე მუხლის დარღვევაა.

48-ე მუხლში კი ვკითხულობთ: „წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე ნებისმიერ პირს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება; მათ შორის სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენება. (48–ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი)

კითხვაზე, რატომ მივიდა შეხვედრაზე სამსახურეობრივი ავტომობილით, ილია ზარდიაშვილი გვპასუხობს, რომ კანდიდატის შეხვედრის მომენტში იქ არ ყოფილა და ტერიტორია კანდიდატის მისვლამდე დატოვა: „შეხვედრა სანამ დაწყებულიყო, მანქანა ადმინისტრაციულ შენობასთან წავიყვანე და გავაჩერე. უბრალოდ, მაგ ქუჩაზე პროექტებს ვათვალიერებდი და მანქანით შემოვიარე“.

ამ ეტაპზე აღნიშნულ ქუჩაზე რაიმე პროექტი არ ხორციელდება. კითხვაზე, რომელ პროქტს გულისხმობს, მაშინ, როცა ქუჩაზე რაიმე სამუშაო არ მიმდინარეობს, ზარდიაშვილმა განაცხადა: „ამ კონკრეტულ მონაკვეთზე არ მიმდინარეობს, მაგრამ, მანდ არის დაგეგმილი პროექტები, სადაც შეიძლება ვიზუალურად დავათვალიერო სად რას ვგეგმავ“.

შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე
ახალციხის მერიის ავტომანქანა. რუსთაველის ქუჩა. 15 სექტემბერი, დაახლ. 18:30 საათი

შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე
მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი შეხვედრაზე

შემოვლა პროექტების დასაგეგმად თუ სამსახურეობრივი მანქანის გამოყენება საარჩევნო შეხვედრაზე
მერის მოვალეობის შემსრულებელი ილია ზარდიაშვილი შეხვედრაზე

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'რაზეც გესაუბრებით, მეზობლებს გადაეცით და არჩევანი ისე გააკეთონ' – მერობის კანდიდატი ამომრჩევლებს
გიორგი კოპაძე: „არ გამოვრიცხავ, რომ მერობის  კანდიდატი  ზარდიაშვილი იყოს“.
ვარხნის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ‘ოცნების’ კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე
ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ‘ქართული ოცნების’ სააგიტაციო შეხვედრებს ესწრება
დეპუტატი საკრებულოს სხდომას 'ოცნების' მაისურით დაესწრო
ახალციხის ვიცე მერი შეიცვალა – პოზიცია ილია ზარდიაშვილმა დაიკავა
ახალციხის მერია ახალ შენობაში გადავიდა