FM97.5 / LIVE
მუსლიმები სახელმწიფოს პირისპირ

თურქული ფულით გაჩენილი კონფლიქტი მოხეში თუ სახელმწიფოს მავნებლური პოლიტიკა;">

ბრძოლა სალოცავისთვის [ნაწილი I, Photo/Video]

მთავარი 30.10.2014
მუსლიმები სახელმწიფოს პირისპირ

თურქული ფულით გაჩენილი კონფლიქტი მოხეში თუ სახელმწიფოს მავნებლური პოლიტიკა;

რატომ დაპირდნენ მუსლიმებს წინასაარჩევნოდ სადავო შენობის გადაცემას გუბერნატორი და სრულიად საქართველოს მუფთი და რატომ ითხოვს, „ვილაიეთის დიდ დავთარზე“ დაყრდნობით, იგივე შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემას მეუფე, მაშინ როცა ამ დოკუმენტში მსგავსი ჩანაწერი არ არსებობს; ვისია სადავო შენობა, კოლექტიური მეხსიერება და ისტორიული წყაროები;

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video]

მოხე ყურადღების ცენტრშია. სოფელს არ ტოვებენ სამართალდამცავები. აქ ხშირად ჩანან პოლიტიკოსებიც. ჟურნალისტებს, უფლებადამცველებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს არა ერთ ოჯახში შეხვდებით. ღია დაპირისპირების შემდეგ, ერთი შეხედვით აქ სიმშვიდეა. თუმცა, სოფელი ორ ბანაკად რომ გაიყო, მოხის ცენტრში ორ ნაწილად გაყოფილ „ბირჟაზე“ მიხვდებით - გზის ერთ მხარეს ქრისტიანები დგანან, მეორე მხარეს კი მუსლიმები.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] „ვცდილობთ არ ვაგრძნობინოთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენს შორის კედელი თანდათან შენდება“, - ამბობს ადგილობრივი მუსლიმი თემურ მიქელაძე.

მას ეთანხმება ქრისტიანი მეზობელი ლევან რეხვიაშვილი: „ცუდი ურთიერთობა არასდროს გვქონია, მაგრამ ახლა ძველებურად აღარ არის“.

66-კომლიან სოფელში, სადაც ოცამდე ოჯახი ქრისტიანი, დანარჩენი კი მუსლიმია, მეზობლები ერთმანეთს შენობის გამო დაუპირისპირდნენ. მუსლიმები ამბობენ, რომ მოხის ცენტრში მდებარე შენობა მეჩეთია და მათ უნდა გადაეცეთ. აქ რომ მუსლიმებმა მეჩეთი ააგეს, ამას ქრისტიანებიც ადასტურებენ, თუმცა აცხადებენ, რომ მათ სალოცავი მართლმადიდებლური ტაძრის ქვებით ააშენეს, მოქმედი არასდროს ყოფილა და ამიტომ არ შეიძლება შენობა მუსლიმების საკუთრება გახდეს.

შენობა, რომელიც დავის საგანი გახდა, სოფლის ცენტრში, 1927 წელს ადგილობრივმა მუსლიმებმა ააშენეს. 1944 წელს კი ისინი, როგორც მაჰმადიანი მესხები, სოფლიდან გაასახლეს. კომუნისტების დროს აქ ჯერ სოფლის საბჭო, შემდეგ ბიბლიოთეკა და ბოლოს კულტურის სახლი იყო. ამჟამად შენობა ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა.

თვითმმართველობამ მის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოაცხადა და აქ ჯერ კულტურის სახლის, შემდეგ კი ბიბლიოთეკის გაკეთება დააპირა. სოფელში ღია დაპირისპირება სწორედ ტენდერში გამარჯვებული ფირმის წარმომადგენლების გამოჩენას მოჰყვა.

დაპირისპირება მოხეში

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] ვითარება განსაკუთრებით 22 ოქტომბერს დაიძაბა. ამ დღეს სამართალდამცავებმა შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს, რომ მუშებს შენობის დემონტაჟი დაეწყოთ. თუმცა, მუსლიმებმა მათ სამუშაოების ჩატარების საშუალება არ მისცეს, პოლიციელების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა და მშენებლების შეჩერება სცადეს. დაპირისპირებისას მუსლიმებმა სამართალდამცავების მანქანები დააზიანეს. პოლიციის მუშაკებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის 14 მუსლიმი დააკავეს, 11 ადმინისტრაციული და სამი სისხლის სამართლის კოდექსით.

თანასოფლელების დაკავებას მუსლიმების პროტესტი მოჰყვა. მათ სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოსთან აქცია გამართეს, მუსლიმი მოსწავლეები კი პროტესტის ნიშნად სკოლებში არ გამოცხადდნენ.

მეორე დღეს, 14 დაკავებულიდან სამი, ბრალის წარდგენის საფუძვლის არარსებობის გამო გამოუშვეს, 11-ს კი ჯარიმა, 250 ლარი დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.



„დღეს ჩვენ ყველას გვეშინია! პოლიციის ცემისთვის, მანქანის მტვრევისთვის, გამგებლის გინებისთვის, გუბერნატორის შეურაცხყოფისთვის პასუხისგებაში არავინ მისცეს და ხვალ რომ რამე მოხდეს, მე და ჩემნაირ ქრისტიანებს როგორ დაგვიცავენ?!“ - კითხულობს მოხეში მცხოვრები ქრისტიანი ნათია რეხვიაშვილი.

ადგილობრივი მუსლიმები კი გულისწყვეტით საუბრობენ იმაზე, რომ მეზობელი ქრისტიანები „რეციდივისტებად“ მიიჩნევენ.

„ანი–ბანი აქ ვისწავლე, მათთან ერთად გავიზარდე, რაჭველებმა მასწავლეს კაცობა, ცხოვრება. ამათი სიყვარულით ბათუმში რაჭველ „პარიკმახერთან“ ვჯდებოდი ხოლმე. დღესაც ისე შევალ მათთან, რომ არც კი დავიძახებ და როგორ, ერთ დღეში, ერთ ღამეში შევიცვალეთ?!“ - კითხულობს კიკიბოში მცხოვრები მუსლიმი დავით გობაძე.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] ინციდენტიდან მეორე დღეს, ექვსმა არასამთავრობო ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა. მათ ხელისუფლების ქმედება დაგმეს და სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტზე გამოძიების დაწყება მოითხოვეს. თუმცა, თავად დაკავებულები, სამართალდამცავებისთვის ჩივილს არ აპირებენ.

„აზრი არ აქვს და იმიტომ“, - ამბობს მოხის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი თეიმურაზ მიქელაძე. მას ნაიარევი სახეზე ჯერ ისევ ეტყობა და ამბობს, რომ ადიგენის რაიონულ სამმართველოში ფიზიკურად გაუსწორდნენ.



მუფთისა და გუბერნატორის წინასაარჩევნო დაპირება მუსლიმებს

მოხეში განვითარებული მოვლენები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში სწორედ იმ დღეს მოექცა, როცა სოფელში 14 მუსლიმი დააკავეს. თუმცა, „სამხრეთის კარიბჭე“ მოხის სადავო შენობით მანამდე დაინტერესდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, 31 მაისს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ და სრულიად საქართველოს მუფთმა ჯემალ პაქსაძემ მუსლიმ მრევლთან წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] „გვაქვს ძალიან კარგი შეხვედრები და ძალიან კარგი პასუხიც, გადაწყვეტილია საკითხი და ღმერთით, ეს შენობა ჩვენ მფლობელობაში იქნება“, - უთხრა პაქსაძემ მრევლს. იმ დროს მას გვერდით ადიგენში გამგებლობის კანდიდატი ზაქარია ენდელაძე ედგა (დღეს უკვე გამგებელი). ეს შეხვედრა ენდელაძემ მაშინ უკომენტაროდ დატოვა.

ამ დღეს, მუსლიმ ამომრჩეველთან შეხვედრა ჯერ სოფელ დერცელში გაიმართა, თუმცა მას „სამხრეთის კარიბჭე“ არ დასწრებია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ გამგებელსა და მუფთს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც ახლდა. მათივე თქმით, რეგიონში მუსლიმების სულიერი წინამძღვარი სწორედ გუბერნატორმა ჩამოიყვანა.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] „გუბერნატორმა სიტყვა–სიტყვით გვითხრა, არჩევნების დამთავრების შემდეგ გადმოგეცემათ ეგ შენობა მუსლიმთა სამმართველოსო. კიდევ თქვა, ღავის წყალს გავაკეთებთო. პაქსაძემაც დაგვიდასტურა, ჩვენ შეთნახმებულები ვართ და ეგ ჩვენი იქნება არჩევნების შემდეგო. 50 კაცი მაინც ესწრებოდა ამ შეხვედრას, პარასკევის ლოცვა რომ დამთავრდა, იქ დაგვხვდნენ“, - იხსენებს მუსლიმი ოთარ ბერიძე.

აკაკი მაჭუტაძე ამ საკითხთან დაკავშირებთ კომენტარს არ აკეთებს. სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გუბერნატორი ამ შეხვედრას არ დასწრებია და შესაბამისად, არც რაიმე დაპირება გაუცია. ენდელაძე კი ირწმუნება, რომ მოხეში მუფთს სპონტანურად შეხვდა.

რა კავშირი აქვს რელიგიას პოლიტიკასთან

მოხესა და დერცელში გამართულ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, მუსლიმთა სამმართველომ, შენობის გადაცემის მოთხოვნით, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობას წერილობით მიმართა. თუმცა, არჩევნებამდე გამგეობას მუსლიმთა სამმართველოსთვის პასუხი არ გაუცია, არჩევნების შემდეგ კი მათ უარი უთხრა და სადავო შენობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] „შენობის იურიდიული სტატუსია კლუბი. ასეა ბოლო ათეული წლებია და ამ სტატუსს მე ვერ შევცვლი“, - ასე განმარტა უარის მიზეზი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ენდელაძემ.

კითხვაზე, რატომ არ განაცხადა ამის შესახებ მოხეში გამართულ შეხვედრაზე, გვიპასუხა: „მაშინ ამ შენობის სტატუსის შესახებ არ ვიცოდი“.

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მოხეში „ოცნებამ“ მოიგო.

„იმედი მქონდა, რომ შენობას გადმოგვცემდნენ და 41 იმიტომ შემოვხაზე“, - ამბობს მოხეში მცხოვრები მუსლიმი მალხაზ ირემაძე.

თუმცა, როგორც ადგილობრივები ყვებიან, წინასაარჩევნოდ სადავო შენობის გადაცემას მუსლიმებს ყველა არჩევნების წინ „ნაციონალებიც“ ჰპირდებოდნენ.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] „ოთხი არჩევნები მოიგეს „ნაციონალებმა“ ამ შენობაზე აპელირებით. შენობის გადმოცემას დაგვპირდნენ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. ვერ ვისწავლეთ ჭკუა!“ - ამბობს თემურ მიქელაძე.

2012 წელს, მაშინ, როცა ხელისუფლების სათავეში უმრავლესობით „ქართული ოცნება“ მოვიდა, საპარლამენტო არჩევნები მოხეში მართლაც „ნაციონალებმა“ მოიგეს. თუმცა, იმას რომ მოხეში მათ შენობის გადაცემას დაჰპირდნენ, ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ სიმონ პარუნაშვილიც უარყოფს და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩილინგარაშვილიც.

ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video] „ყველა შეხვედრაზე მთხოვდნენ, რომ ეს შენობა მათთვის გადამეცა, მაგრამ ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ამ თემაზე არ დამლაპარაკებოდნენ. ვიცოდი, ვითარება აირეოდა და ამიტომ ეს თემა ჩემთვის ტაბუდადებული იყო“, - ამბობს პარუნაშვილი.

მუსლიმები აცხადებენ, რომ შენობის სამუფთო სამმართველოსთვის გადაცემას 90-იანი წლების შემდეგ ითხოვენ: „ხელმოწერები ჯერ კიდევ 1994 წელს შევაგროვეთ და მაშინდელ გამგებელთან გოდერძი ინასარიძესთან შევიტანეთ“.

მე–2 ნაწილი

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
სამართალდამცავებმა მოხეს სადავო შენობის კარი აჭედეს
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე
რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს?
მოხის მუსლიმი მრევლი მოხის კომისიის გაუქმებას ითხოვს
მოხეს სადავო შენობის შესახებ კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო