FM97.5 / LIVE

ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ

მთავარისაზოგადოება 22.09.2014
რაში ადანაშაულებენ მუსლიმები ადიგენის გამგებელსა და რეგიონის გუბერნატორს; წინასაარჩევნო დაპირება მოხეში ყოფილი მეჩეთის გადაცემაზე თუ გამგებლისა და მუფთის სპონტანური შეხვედრა სოფელში;

ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ

ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მუსლიმები აცხადებენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაქარია ენდელაძემ (მაშინ იგი კანდიდატი იყო) და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე ადიგენში ჩაიყვანეს. მათი განცხადებით, გუბერნატორი და გამგებელი მუსლიმებს სოფელ მოხეში მდებარე ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემას დაჰპირდნენ, თუმცა, არჩევნების შემდეგ ხალხთან მიცემული პირობა დაივიწყეს და ახლა შენობის გადაცემაზე უარს აცხადებენ.

ჯემალ პაქსაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხეში მუსლიმებს ნამდვილად შეხვდნენ. 31 მაისს ამ შეხვედრას „სამხრეთის კარიბჭეც“ ესწრებოდა. აქ ჯემალ პაქსაძემ, რომელიც ზაქარია ენდელაძის გვერდთ იდგა განაცხადა: „სახელმწიფო გვპირდება, რომ შენობა ჩვენ მფლობელობაში გადმოვა. გვაქვს ძალიან კარგი შეხვედრები და ძალიან კარგი პასუხიც, გადაწყვეტილია საკითხი და ღმერთით, ეს შენობა ჩვენ მფლობელობაში იქნება“.



მაშინ, შეხვედრის დასრულების შემდეგ, ზაქარია ენდელაძემ „სამხრეთს კარიბჭეს“ კითხვებს არ უპასუხა და შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა.
არჩევნების შემდეგ ადგილობრივმა თვითმმართველობამ მუსლიმებს შენობის გადაცემაზე უარი უთხრა.

„შენობის იურიდიული სტატუსია კლუბი. ასეა ბოლო ათეული წლებია და ამ სტატუსს მე ვერ შევცვლი. ახლა ამ შენობის რეაბილიტაციისთვის ტენდერია გამოცხადებული, რეაბილიტაციის პარალელურად გადავწყვეტთ რა იფუნქციონირებს ამ შენობაში“, - აცხადებს ზაქარია ენდელაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ განაცხადა მოხეში გამართულ შეხვედრაზე მუსლიმ მრევლთან იმის შესახებ, რომ შენობის სტატუსი კლუბი იყო და ამას ვერ შცვლიდნენ, ენდელაძე გვპასუხობს: „ეს კითხვა ჩემთვის არავის დაუსვამს და ბუნებრივია, პასუხიც არ გამიცია. თან მაშინ არ ვიცოდი ამ შენობის სტატუსის შესახებ“.

ადიგენში მოქმედი ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დარბაზის“ ხელმძღვანელი გოდერძი კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ „თუ მუფთმა შენობის გადაცემის პირობა გამგებლის გვერდით დადო და ამ დროს ენდელაძემ კომენტარი არ გააკეთა, ეს გამგებლის მხრიდან არასწორი სვლა იყო“.

ენდელაძე კი ირწმუნება, რომ მოხეში მუფთს სპონტანურად შეხვდა: „ეს იყო სპონტანური მეგობრული და თბილი შეხვედრა. შემიძლია თამამად დავიფიცო კიდეც, რომ დაპირება შენობის გადაცემის შესახებ არც მე და არც ბატონ აკაკის, არ მიგვიცია“.

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარს არ აკეთებს, სამხარეო ადმინისტრაციაში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ია გოგატიშვილი კი აცხადებს, რომ გუბერნატორი ამ შეხვედრას არ დასწრებია და შესაბამისად არც რაიმე დაპირება გაუცია.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე
რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს?
ვინ მოიგო არჩევნები იმ სოფელში, სადაც მუსლიმებს ყოფილი მეჩეთის გადაცემას დაჰპირდნენ
მოხეში მდებარე მეჩეთისთვის ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ
ბრძოლა სალოცავისთვის  [ნაწილი I, Photo/Video]
სრულიად საქართველოს მუფთის გასაიდუმლოებული ვიზიტი სამცხე–ჯავახეთში?