FM97.5 / LIVE

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს?

მთავარისაზოგადოება 31.05.2014
რატომ შეხვდა ადიგენში მარხვაზე სასაუბროდ ჩამოსული მუფთი მრევლს გამგებელთან ერთად; რას დაპირდნენ მოხეში მცხოვრებ მუსლიმებს სტუმრები და რატომ აპროტესტებენ მათ გადაწყვეტილებას ამავე სოფელში მცხოვრები მართლმადიდებლები; რა კავშირშია მუფთის ვიზიტთან ჭელის მინარეთი, პოლიტიკა და არჩევნები;

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს?

რას ითხოვენ მოხეში მცხოვრები ქართველი მუსლიმები

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მცხოვრები ქართველი მუსლიმები, თითქმის ორი ათეული წელია, სოფლის ცენტრში მდებარე ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემას ითხოვენ.

„შევარდნაძის დროსაც ვითხოვდით და სააკაშვილის დროსაც. ყოველთვის ამბობდნენ, საკითხი იხილებაო და დღემდე განსახილველია“, - ამბობს მოხეში მცხოვრები მუსლიმი თამაზ გობაძე.

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? აძიძ ბერიძის თქმით, გარდა ხელისუფლებისა, მათ ჯამეს გადაცემაში ხელი ადგილობრივმა მართლმადიდებლებმაც შეუშალეს: „მასალა მოტანილი გვქონდა, უნდა შემოგვეღობა შენობა, მაგრამ სოფლის ხალხმა გაგვიწია წინააღმდეგობა, კონფლიქტი არ გვინდოდა და თავი დავანებეთ“.

ყოფილი მეჩეთი სოფლის ცენტრში, 20-იან წლებში, ადგილობრივმა მუსლიმებმა ააშენეს. კომუნისტების დროს აქ ჯერ სოფლის საბჭო იყო, შემდეგ ბიბლიოთეკა და ბოლოს კულტურის სახლი. ამჟამად შენობა, რომელსაც სახურავი აღარ აქვს, ადიგენის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. მოხეში მცხოვრები მუსლიმები კი სოფელში ერთ-ერთ ბინაში ლოცულობენ. ამ მიზნით მათ სახლი 8 წლის წინ იყიდეს.

„კაცი რომ დათვრება, მივა და ამ შენობას შეურაცხყოფს მიაყენებს, ეს ჩვენი შეურაცხყოფაცაა. გადასცენ სამუფთოს და თავად გადაწყვეტენ აქ რა შეიძლება გაკეთდეს“, - ამბობენ ადგილობრივი მუსლიმები და ამატებენ, რომ ამ მოთხოვნით საქართველოს სამუფთო სამმართველოს და ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე მიმართეს.

კითხვაზე რა შეიძლება გაკეთდეს აქ, მოხეში მცხოვრები ოთარ მიქელაძე გვპასუხობს: „მაგალითად მუზეუმი, ინტერნატი ან სასულიერო სასწავლებელი“.

ადგილობრივი მართლმადიდებლები მუსლიმების მოთხოვნას აპროტესტებენ

მუსლიმებისთვის შენობის გადაცემას აპროტესტებენ მოხეში მცხოვრები მართლმადიდებლები. 8 გამოკითხული ქრისტიანიდან 8-ვე აცხადებს, რომ ამას არ დაუშვებს.

„აქ უმცირესობა მართლმადიდებლები ვართ. კარგი მუსლიმი მეგობრები მყავს, მაგრამ არ მინდა, რომ სოფლის ცენტრში მათი სალოცავი იყოს“, - ამბობს მერაბ ჩაგელიშვილი.

მას ეთანხმებია სოსო რეხვიაშვილი: „წინააღმდეგი ვართ და ვიქნებით!“

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? თანასოფლელების მოსაზრებას იზიარებს თამაზ რეხვიაშვილიც: „სალოცავი აქვთ და იქ ილოცონ, ჩვენ არაფერი გაგვაჩნია“.

თუმცა სოფელში, ყოფილი მეჩეთის მოპირდაპირე მხარეს, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიის ასაშენებლად ადგილი უკვე მოსწორებულია. მშენებლობის ნებართვა ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობაში 22 მაისს გასცეს.

7 დღის შემდეგ, 30 მაისს კი თვითმმართველობაში მუსლიმთა სამმართველოს წერილი შევიდა, სადაც მოხის ცენტრში მდებარე ყოფილი მეჩეთის შენობის მუსლიმთა სამმართველოსთვის გადაცემას ითხოვენ. განცხადებას ხელს სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე აწერს.

მიუხედავად იმისა, რომ წერილი ადგილობრივ თვითმმართველობაში გუშინ, 30 მაისს შევიდა, პაქსაძემ ადიგენის გამგებელთან ზაქარია ენდელაძესთან ერთად, გუშინვე მოხეში მცხოვრებლებს უთხრა: „ღმერთით იმ საკითხის მოგვარება, რომელიც სამუფთო სამმართველოს სთხოვეთ, წინ მიდის. სახელმწიფო გვპირდება, რომ შენობა ჩვენ მფლობელობაში გადმოვა“.

მუფთის დაპირება მუსლიმ მრევლს

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? პაქსაძე მრევლს სოფლის ცენტრში შეხვდა. მას თან ახლდა სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაქარია ენდელაძე, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატიცაა. სტუმრებმა საუბარი იმით დაიწყეს, რომ მათი ვიზიტი პოლიტიკასთან არანაირ კავშირში არაა.

„ჩვენი მიზანი ყოველთვის მოქმედი ხელისუფლების პატივისცემაა. გვაქვს ძალიან კარგი შეხვედრები და ძალიან კარგი პასუხიც, გადაწყვეტილია საკითხი და ღმერთით ეს შენობა ჩვენ მფლობელობაში იქნება“, - უთხრა პაქსაძემ მრევლს.

გამგებელმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა: „დღეს ვერაფერზე გიპასუხებთ“.


გუბერნატორი, მრევლი თუ რეგიონის მუფთი - ვინ მოიწვია პაქსაძე ადიგენში?

პაქსაძემ გვითხრა, რომ ადიგენში მისი სტუმრობის მიზანი მრევლთან მოახლოებული მარხვის შესახებ საუბარი იყო. თუმცა, მოხეში შეკრებილებთან მან საუბარი ყოფილი მეჩეთის შენობით დაიწყო და ქართველების ტოლერანტობის მნიშვნელობით დაასრულა.
„მრევლმა მომიწვია და ჩამოვედი“, - გვითხრა მან.

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? მამუკა ვაშაყმაძე კი გვარწმუნებს რომ მუფთი თავად მოიწვია: „მე დავპატიჟე პაქსაძე რაღაც რიტუალზე და გვესტუმრა“.

შეხვედრის დაწყებამდე კი, როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ ადგილობრივებმა პირად საუბარში განაცხადეს, მუფთი რეგიონში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოიწვია: „უნდათ, რომ ჭელაში მინარეთის მოჭრის შემდეგ მუსლიმებსა და მართლმადიდებლებს შორის დაძაბული ურთიერთობა უკეთესობისკენ შეცვალონ“.

ამ დღეს სწორედ გუბერნატორთან ერთად ელოდნენ ისევე როგორც მოხეში, ასევე ჭელის მეჩეთში შეკრებილი მუსლიმებიც მუფთს.

„არ ვიცი რატომ სტუმრობს ჯემალ პაქსაძე რეგიონს, მაგრამ როგორც ვიცი, ის ახლა ადიგენშია გუბერნატორთან ერთად“, - გვითხრა ჭელის მეჩეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ.

„სამხრეთის კარიბჭის“ სატელეფონო ზარებს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ არ უპასუხა. იგი არც მოხეში შეკრებილებთან გამოჩენილა. თუმცა, ვიდრე ჯემალ პაქსაძე გამგებელთან ერთად მრევლს მოხეში შეხვდებოდა, მან ჯერ შეხვედრა მრევლთან სოფელ დერცელში გამართა. ესწრებოდა თუ არა შეხვედრას დერცელში გუბერნატორი უცნობია, რადგან „სამხრეთის კარიბჭე“ იქ გამართულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდა. ვაშაყმაძე კი ირწმუნება, რომ მათ დერცელში გუბერნატორი არ ახლდათ.

ადიგენის გამგებელი შეხვედრაზე „შემთხვევით“ მოხვდა

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, თუ რატომ ესწრებოდა სასულიერო პირების მრევლთან შეხვედრას ადიგენის გამგებელი, სამცხე-ჯავახეთის მუფთმა გვიპასუხა: „გამგებელი ხალხთან იყო შეხვედრაზე, გზაზე შემთხვევით წამოგვეწია და წამოგვყვა. ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდა, მთავრობა არ დაგვიპატიჟია“.

გამგებელი და პოლიტიკა რომ დღევანდელ შეხვედრასთან არაფერ კავშირში იყო, ამას სტუმრების წასვლის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობაც გვიმტკიცებდა.

პაქსაძემ კი კითხვაზე, იყო თუ არა დღევანდელი შეხვედრა მმართველი გუნდის წინა საარჩევნო კამპანიის ნაწილი და ცდილობს თუ არა ხელისუფლება ჭელის მოვლენებით განაწყენებული მუსლიმების გულის მოგებას არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, გვიპასუხა: „ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ის ჩვენ ბალანსზე იქნება და ჩვენ გადავწყვეტთ აქ რა შეიძლება გაკეთდეს“.

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? დღევანდელი შეხვედრა, რომ მოახლოებულ არჩევნებთან არანაირ კავშირში არ იყო, ამაში პასქაძეს სამცხე-ჯავახეთის მუფთი და მრევლიც ეთანხმება.

„არანაირი ქულების დაწერას არავინ ფიქრობს, შენობა გადასახურია და მივხედავთ“, - გვითხრა თეიმურაზ მიქელაძემ.

მუსლიმები მართლმადიდებლებს ტაძრის მშენებლობაში ეხმარებიან

მუსლიმი სასულიერო პირებიც და მრევლიც ირწმუნება, რომ მიუხედავად მართლმადიდებლების განწყობისა, სოფელში კონფლიქტური ვითარება არ შეიქმნება. აცხადებენ, რომ აქ წლების განმავლობაში გვერდი-გვერდ მეზობლურად ცხოვრობენ და ეს საკითხი დავის საგანი არ გახდება.

„ეკლესიას აშენებენ და არავინ უშლით, პირიქით, ჩვენ მორწმუნე ადამიანები გვიყვარს, კაცს ღმერთი უნდა სწამდეს“, - აცხადებენ ისინი და ამატებენ, რომ სოფელში ტაძრის მშენებლობისთვის მუსლიმი ახალგაზრდები მეზობელ მართლმადიდებლებს უსასყიდლოდ ეხმარებიან და ამ განწყობას ვერაფერი შეცვლის.

რას დაჰპირდა ჯემალ პაქსაძე ადიგენის მუსლიმურ სოფლებს? უფრო მეტიც, დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილი მეჩეთის შენობის მუსლიმებისთვის გადაცემის შემდეგ, მათ აღდგენაში მართლმადიდებლები დაეხმარებიან.

მამუკა ვაშყმაძე კი ვარაუდობს, რომ შესაძლოა სამომავლოდ ყოფილი მეჩეთის შენობაში სამუფთო სამმართველოს განთავსდეს და აქ მისი კაბინეტი მოეწყოს: „სოფელში სალოცავი უკვე გვაქვს და ორი მეჩეთის ერთად ყოფნა არ შეიძლება“.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენელი მუსლიმები გუბერნატორსა და გამგებელს ცრუ დაპირებაში ადანაშაულებენ
რა ბედია ეწია მუსლიმების განცხადებას მეჩეთის გადაცემის თაობაზე
მუფთის განცხადებას ყოფილი მეჩეთის შენობის გადაცემაზე ადიგენის ახალი საკრებულო განიხილავს
ჯემალ პაქსაძე ჭელის მუსლიმ მრევლს ხვდება
ადიგენში მცხოვრები მუსლიმები ჯემალ პაქსაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებენ
ადიგენის ადგილობრივი ხელისუფლება მოხეში შეკრებილებთან არ მივიდა
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა