FM97.5 / LIVE

შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა

მთავარი 22.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, მუსლიმი თემის აქცია, რაც მეჩეთის დემონტაჟის გამო დაიწყო, დაპირისპირებაში გადაიზარდა. შსს–ს ინფორმაციით, დაკავებულია 14 მოქალაქე.

შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
დაპირისპირება ადგილობრივებსა და სამართალდამცავებს შორის. ფოტო: "მე–9 არხი"

11 მუსლიმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებითაა დაკავებული, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას. სამი პირი კი სისხლის სამართლის კოდექსის 353–ე მუხლით, რაც პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2–დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

სად გადაიყვანეს დაკავებულები, შინაგან საქმეთა სამინისტროში არ არ საუბრობენ.

შეგახსენებთ, დღეს, 22 ოქტომბერს, დილიდან, მოხეში მშენებლებმა ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი განაახლეს. მუშაობა პოლიციის ცოცხალი ჯაჭვის დახმარებით მიმდინარეობდა. პარალელურად, მეჩეთის შენობასთან ადგილობრივი მუსლიმები და ქრისტიანები შეიკრიბნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

როგორც "სამხრეთის კარიბჭემ" გაარკვია, მუსლიმების გაღიზიანება პოლიციის ალყას მოჰყვა. ერთ–ერთმა მუსლიმმა პოლიიციის მანქანის მინა ჩაამსხვრია, რასაც ადგილობრივებისა და სამართალდამცველების დაპირისპირება მოჰყვა. ამის შემდეგ დააკავეს 14 მოქალაქე.

მოხეში იმყოფება „სამხრეთის კარიბჭე“. თვალი ადევნეთ ვებს, როგორ განვითარდება მოვლენები, "სამხრეთის კარიბჭე" ეტაპობრივად გიამბობთ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში მომხდარი მოვლენები Human Rights Watch–ის ანგარიშში მოხვდა
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მოხეში მიმდინარე მოვლენებს სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს