FM97.5 / LIVE

მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა

მთავარი 23.10.2014
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან, იმ 11–ს, რომელთა მიმართაც საქმე ადმინისტრაციული წესით იყო აღძრული, 250–250 ლარი ჯარიმა დააკისრა.

მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 11–ს სასამართლომ 250 ლარი ჯარიმა დააკისრა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი 19:00 საათზე დაიწყო და 5 საათს გაგრძელდა. 11–ვე დაკავებულს სამართალდამცველები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166–ე და 173–ე მუხლებით ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მუშაკისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

ვიდრე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 მუსლიმის სასამართლო პროცესი გაიმართებოდა, უკვე ცნობილი გახდა, რომ გაათავისუფლეს ის სამი დაკავებული, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით იყო აღძრული. დაკავებულებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი რევაზ რევაზიშვილი იცავდა.

ასევე საიას იურისტები, გორის ოფისის წარმომადგენლები, ნონა ასკილაშვილი და დალი ჯანიაშვილი იცავდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს.

შეგახსენებთ, სამართალდამცველებმა მუსლიმები გუშინ, 22 ოქტომბერს, მოხეში, მეჩეთის შენობის გამო ადგილობრივებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას დააკავეს. მათი დაკავების გამო ადიგენის მუსლიმური თემი ორი დღეა ახალციხეში, შსს სამხარეო სამმართველოს შენობასთან აქციებს მართავს.

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში დაკავებული 14 მუსლიმიდან 3 გაათავისუფლეს
5–საათიანი სასამართლო და ჯარიმა 250 ლარი
მოხეში მომხდარი მოვლენები Human Rights Watch–ის ანგარიშში მოხვდა
მუსლიმები ამბობენ, რომ დაკავებულები რომც გაათავისუფლონ, მაინც არ დაიშლებიან
დაკავებული მუსლიმების უფლებებს საია დაიცავს
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
მუსლიმები აქციას წყვეტენ