FM97.5 / LIVE
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს

მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს

მთავარი 22.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟს სამართალდამცველები ესწრებიან. ადგილობრივი მუსლიმები ამბობენ, რომ პოლიცია აღნიშნულ ტერიტორიაზე არავის უშვებს.

მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
მეჩეთის დემონტაჟი მოხეში. ფოტო: "მე–9 არხი"

მოხეში, ძველი მეჩეთის შენობის ტერიტორიაზე ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლები დღეს დილით გამოჩნდნენ. მათ შენობის დემონტაჟი დაიწყეს. მოხეში დილიდან იმყოფებიან სამართალდამცველებიც, რომლებმაც მეჩეთის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს.

„მეჩეთის გარშემო პოლიცია დგას და ხალხს შენობასთან მიახლოების უფლებას არ აძლევენ. პარალელურად, მიმდინაროებს შენობის დემონტაჟი“, – ამბობს ადგილობრივი მუსლიმი ოთარ მიქელაძე და ამატებს, რომ ხვალ მოხეში მუსლიმი მრევლი აქციას გამართავს, – „ხვალ ვგეგმავთ აქციის გამართვას. ეს აქციაზე მეტი იქნება. სოფელში ყველა შეწყვეტს მუშაობას და დაირაზმება მეჩეთის დასაცავად“.

ადგილზე შეკრებილია მუსლიმი და ქრისტიანი მრევლი, თუმცა, მათ შორის რაიმე დაპირისპირებას ადგილი არ ქონია.

მოხეში იმყოფება რეგიონის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და შსს სამცხე – ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.

შეგახსენებთ, რომ მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი დღეს, 22 ოქტომბერს განახლდა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
შსს მოხეში მოქალაქეების დაკავების მოტივს განმარტავს
მუსლიმი სასულიერო პირები პრემიერ–მინისტრთან შეხვედრას გეგმავენ
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა
მოხეში მუსლიმები და ქრისტიანები დაუპირისპირდნენ
მუსლიმი მრევლი მოხეში: „ძველი მეჩეთის სანაცვლოდ ახალი არ გვინდა“
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა