FM97.5 / LIVE
მუსლიმების პროტესტის გამო მოხეში ნაწილობრივ, სამ სხვა სოფელში კი სწავლა სრულად შეფერხდა

მუსლიმების პროტესტის გამო მოხეში ნაწილობრივ, სამ სხვა სოფელში კი სწავლა სრულად შეფერხდა

მთავარი 23.10.2014
ადიგენის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: ჭეჭლაში, ღორთუბანსა და დერცელში სასწავლო პროცესი სრულად შეფერხდა, მოხეში კი ნაწილობრივ. ამ სოფლებში მცხოვრებმა მუსლიმებმა შვილები სკოლაში არ გაუშვეს.

მუსლიმების პროტესტის გამო მოხეში ნაწილობრივ, სამ სხვა სოფელში კი სწავლა სრულად შეფერხდა

სამივე სოფელში სწავლა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მომხდარის გამო შეფერხდა.

ადიგენის სოფლებში სასწავლო პროცესის შეფერხებაზე საქართველოს განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ისაუბრა. სანიკიძემ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ სწავლა არა მოხეში, არამედ სამ მიმდებარე სოფელში შეფერხდა, "სადაც მცხოვრებთა ინტერესებს წარმოადგენდა სამლოცველოს თემა".

„სამხრეთის კარიბჭემ“ ინფორმაცია განათლების სამინისტროში გადაამოწმა.

"მოხეში სასწავლო პროცესი ნაწილობრივ მიმდინარეობს, რადგან ქრისტიანი ბავშვები ესწრებიან საგაკვეთილო პროცესს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოუწოდებს მშობლებს არ გამოიყენონ პროტესტის იარაღად ბავშვები და ნუ შეუზღუდავენ მათ განათლების მიღების საშუალებას", – გვითხრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნატა ასათიანმა.

მოხეში სასწავლო პროცესი რომ არ შეფერხებულა, ამის შესახებ „სამხრეთის კარიბჭე“ უკვე წერდა. შეგახსნებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის 194 მოსწავლიდან გაკვეთილებს მხოლოდ 20, ქრისტიანი მოსწავლე დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 22 ოქტომბერს, სოფელ მოხეში მუსლიმებმა ძველი მეჩეთის შენობაში ბიბლიოთეკის გახსნის სამუშაოები გააპროტესტეს, რასაც სამართალდამცავებთან დაპირისპირება მოჰყვა. დაკავებულია 14 მუსლიმი. მეორე დღეა მუსლიმები სამხარეო სამმართველოსთან აქციებს მართავენ, დაკავებულების გათავისუფლებას და შენობის გადაცემას ითხოვენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა პროტესტის ნიშნად შვილები სკოლაში არ გაუშვეს
მოხეში მცხოვრები ქრისტიანები სადავო შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებას ითხოვენ
მუსლიმების აქცია სამმართველოსთან მთელი ღამე გაგრძელდა
მოხეში ძველი მეჩეთის შენობის დემონტაჟი გაგრძელდა
მუსლიმები მშვიდობიან მანიფესტაციას მართავენ
მოხეში ძველი მეჩეთის დემონტაჟი პოლიციის დაცვით მიმდინარეობს
შსს: პოლიციამ მოხეში 14 მოქალაქე დააკავა