FM97.5 / LIVE

„სამხრეთის კარიბჭეს“ საახალწლო ნომინაციები

მთავარისაზოგადოება 31.12.2013
წლის მუშტი, წლის სხარტი, წლის იმიჯი, წლის მიჯნური, წლის ლელო, წლის რობიკო - 2013 წლის მთავარ მოვლენებსა და გმირებს, რომლებზეც „სამხრეთის კარიბჭე“ ყველაზე ხშირად წერდა, გაზეთმა საახალწლო ნომინაციები მიანიჭა.

„სამხრეთის კარიბჭეს“ საახალწლო ნომინაციები

წლის მოვლენა - ბორჯომში ახალი წელი ერთი დღით ადრე, 30 დეკემბერს იზეიმეს.

წლის მუშტი - ჟენია მერაბიშვილი, ყოფილი პრემიერ მინისტრის ვანო მერაბიშვილის დედა, სკოლის მოსწავლეებმა და დამლაგებელმა ცემაში დაადანაშაულეს.

წლის მშიშარა - სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი ივანე წიკლაური.

წლის ახდენილი ოცნება - ოლეგ სანდროშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის როლში.

წლის ფრაზა - „ნაგავში ცხოვრობდით“ - ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ახალციხელებს.

წლის იღბლიანი - ორი ინსტანციის სასამართლოში გამართლებული, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული მამუკა ხვედელიანი.

წლის მის უკმაყოფილება - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლელა ჩიტორელიძე.

წლის სხარტი - „ნაციონალებიდან“ „ოცნებაში“ გადასული ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნაირი ირიციანი.

წლის უიღბლო ნათესავი - ადიგენის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი სიმონ პარუნაშვილი, რომლის მიმართაც სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული.

წლის სკამი - სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის პოსტი.

წლის პროექტი - არჩევნების წინა ღამეს „ოცნების“ შტაბის უფროსის ცოლისძმის მიერ „ადინაცატებში“ მოხრეშილი გზა.

წლის იმიჯი - ახალციხის ციხის დირექტორი ელგუჯა ბიჭაშვილი.

წლის სპეცოპერაცია - ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მეჩეთთან მოჭრილი მინარეთი.

წლის შარდენი - ხელოვნური ტბის კომპლექსი ახალციხეში.

წლის ვიზიტი - „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერისა და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის ვიზიტი ახალციხეში.

წლის მოულოდნელობა - სამცხე-ჯავახეთის ახალდანიშნული გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე.

წლის სტუმარ-მასპინძლობა - „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ ცალ-ცალკე გაშლილი სუფრები ასპინძაში „შოთაობის“ სახალხო დღესასწაულზე.

წლის მიჯნური - შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე.

წლის ლელო - რაგბის ეროვნული ნაკრებიდან ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად მოსული ლევან ცაბაძე.

წლის რობიკო - მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლია სულუაშვილი.

წლის სასწრაფო დახმარება - „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელი გია ანდღულაძე.

წლის შემფასებელი - ასოციაცია „ტოლერანტის“ თავმჯდომარე ცირა მესხიშვილი.

წლის კომენტატორი - ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო სამსახურის აგრო-კონსულტანტი ზურა სადათიერაშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ რითი დაამახსოვრა თავი „სამხრეთის კარიბჭეს“ 2013 წელს
ადიგენის ყოფილი გამგებელი: 'დაკავებამდე 10 დღით ადრე მოდულის შენობაში დამიბარეს, ჭელაში მინარეთი მოჭერიო' [Video]
„სამხრეთის კარიბჭეს“ საახალწლო ნომინაციები - 2015
სამცხე–ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გამგებლად
„ყოფილები“ „ოცნების“ შეხვედრაზე [Photo]
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი შს მინისტრის ყოფილი მოადგილე იქნება
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შეიცვალა