FM97.5 / LIVE

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ქვისლი შუაღამეს გზას აგებს [Video]

მთავარიპოლიტიკა 25.10.2013
რატომ აგებს გზას ღამე ახალციხეში, ზარზმელის ქუჩაზე „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსის ქვისლი და რატომ ფიქრობენ დასახლებაში, რომ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე „ოცნება“ მათ მოსყიდვას ცდილობს.

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ქვისლი შუაღამეს გზას აგებს [Video]
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის უფროსის ქვისლმა [მეუღლის დის ქმარი] ახალციხეში, ზარზმელის ქუჩის, ე.წ. ადინაცეტების დასახლების მოხრეშვა დღეს, 25 ოქტომბერს, საღამოს დაიწყო.

ზარზმელის ქუჩაზე 20:00 საათზე მისულ „სამხრეთის კარიბჭეს“დასახლებაში სატვირთო მანქანა დახვდა, რომელიც გზაზე ხრეშს ჰყრიდა. ჟურნალისტების გამოჩენამ სატვირთო მანქანასთან შეკრებილები გააღიზიანა და ჩვენს შეკითხვებზე რომ არ ეპასუხათ, ადგილიდან მიიმალნენ. მათ მხოლოდ ერთი პიროვნება გამოეყო, რომელიც ზეზვა გულიაშვილად გაგვეცნო.

„რაც ამ დასახლებაში 9 წლის განმავლობაში არ გაკეთებულა, იმას ვაკეთებთ ახლა. ჩვენ არანაირი კავშირი არ გვაქვს არავისთან. ჩვენი ფულით ვაგებთ გზას“, - გვითხრა მან.

კითხვაზე: რა დაუჯდა თავად გულიაშვილს გზის მოხრეშვა, გვიპასუხა: „200-300 ლარი გადავიხადე“.

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ქვისლი შუაღამეს გზას აგებს [Video]ზარზმელის ქუჩის მცხოვრები ჟორა ბალახაძე დარწმუნებულია, რომ ღამით გზა საარჩევნოდ, ხალხის გულისმოსაგებად იგება: „კონკრეტულად ვისი აფერისტობით იგება, არ ვიცი, მაგრამ საინტერესოა, თუ დაგება უნდოდათ, აქამდე სად იყვნენ?!“

„ამას აკეთებენ არჩევნებისთვის. წელიწადში 12 თვე დანგრეული გზა გვქონდა, აქამდე არავის გახსენებია და ახლა რატომ გვიგებენ, ამ შუაღამეს?!“ - კითუხლობს ერთ-ერთი ადგილობრივი, რომელიც ვინაობას არ ამჟღავნებს.

მოსახლეობის ნაწილი აცხადებს, რომ არ იციან მათ გზას ვინ უგებს, ნაწილი კი გვიხსნის, რომ მათ გულისმოგებას წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნება“ ცდილობს.



ამავე დასახლებაში მცხოვრები ნოდარ შეშაბერიძე ამბობს, რომ „ადინაცეტებში“ გზის დაგება „ოცნებამ“ ახალციხელ ზაზა მელიქიძეს დაავალა: „ზაზა მათი მხარდამჭერია, მას „დრაბილკა“ აქვს, მისია ახალციხეში „პივნოიც“ და დაავალეს, რომ წინასაარჩევნოდ აქ გზა გაეკეთებინა“.

ადგილობრივების ნაწილი კი გვეუბნება, რომ მათ უბანში გზას ასევე „ოცნების“ წარმომადგენელი კორნელ ლაზარაშვილი აგებს.
ეს უკანასკნელი ერთ-ერთი გახლავთ მათ შორის, რომელიც „სამხრეთის კარიბჭეს“ გამოჩენისას, იმ სატვირთო მანქანას მოსცილდა, რომელსაც მანამდე ხრეშის დასაყრელად ადგილს ურჩევდა.

„ხრეში მოვიტანე და ვაგებ. კუბამეტრში 7 ლარი გადავიხადე. ღამით იმიტომ ვყრით, რომ მანამდე მანქანებს არ ეცალათ. არაფერს არ ვაკეთებ „ქართული ოცნების“ დავალებით და არც მე ვარ ვინმეს მხარდამჭერი“, - გვითხრა ლაზარაშვილმა და თან საკუთარი კორპუსის წინ ნიჩბით ხრეშს ასწორებდა.„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ქვისლი შუაღამეს გზას აგებს [Video]

კორნელ ლაზარაშვილი ახალციხეში „ქართული ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელის მალხაზ ჟუჟუნაძის ქვისლია.

„5-მა ადამიანმა დაგვირეკა ზარზმელის ქუჩიდან და გვითხრა, კორნელი და „ოცნების“ კიდევ სხვა მხარდამჭერები დაგვპირდნენ გზას დაგიგებთ და ხმა მოგვეცითო. იგი ჟუჟუნაძის ქვისლია და თუ არა პარტიული, მაშინ სხვა რა ინტერესი უნდა ჰქონდეს ლაზარაშვილს რომ იქ ხრეში დაყაროს?!“ - კითხულობს ბურჯანაძის შტაბის რეგიონული კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური და ამატებს, რომ ლაზარაშვილს იცნობს და ზუსტად იცის, მას იმხელა ფინანასური საშუალება აქვს, რომ მთელი დასახლებისთვის გზა გააკეთოს.
ამიტომ დარწმუნებულია, რომ არჩევნებამდე 1 დღით ადრე ხრეშის დაყრა სწორედ ამორმჩევლის მოსყიდვას უკავშირდება.
რაც შეეხება ზაზა მეილიქიძეს, გოგოლაურიც დარწმუნებულია, რომ იგი „ოცნებამ“ აიძულა გზა დაეგო ზარზმელის ქუჩის მცხოვრებლებისთვის.

თავად ზაზა მელიქიძე კი „ოცნებასთან“ რაიმე კავშირს უარყოფს: „რა დავალებით?! ვინ რა უნდა დამავალოს?! მსგავსი არაფერი ყოფილა! კორნელმა იყიდა ჩვენგან, სალაროში ფული გადაიხადა და ყველაფერი გატარდა კანონის დაცვით“.
ზარზმელის დასახლებაში გზის მოხრეშვასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს ახალციხის „ოცნების“ შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჟუჟუნაძეც.

„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ქვისლი შუაღამეს გზას აგებს [Video]„საერთოდ არ მაქვს მაგ ხრეშთან რაიმე კავშირი. კორნელი ჩემი ქვისლია, მაგრამ 5 წელია, ანუ მას შემდეგ, რაც დამიჭირეს, ხმას აღარ ვცემ. ან რა ფული მე მაქვს, რომ მანდ გზა მოვხრეშო?! რაც ფული მქონდა, პირადად შენმა მთავრობამ წამართვა“, - განუცხადა მან „სამხრეთის კარიბჭეს“.[ს.კ.2007 წლის 4 ნოემბერს ჟუჟუნაძე ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შენახის ფაქტზე დააკავეს. იგი ამბობს,რომ პოლიტიკური ნიშნით იყო დაკავებული].

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ გზა მართლაც „ოცნებამ“ მოხრეშა, საქმე გვაქვს ამომრჩევლის მოსყიდვასთან: „აქ უნდა იკვეთებოდეს პარტია, თუ გამვლელი ვერ მიხვდება ეს ვინ გააკეთა, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ თუ უკვე ხალხი ხვდება ეს ვინ გააკეთა, მაშინ საქმე მოსყიდვასთან გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ ზარზმელის ქუჩაზე გზის პრობლემა ათეული წლებია აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ ეს დასახლება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა, ადგილობრივი თვითმმართველობა აქ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვერ ახორციელებს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ზარზმელის ქუჩაზე ბორდიურები მოანგრიეს [Video]
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტს აგებენ
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო
ზარზმელის 51–ე კორპუსის 51 მცხოვრები მერიას გზის გაფართოების მოთხოვნით მიმართავს
ახალციხეში ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყება
ზარზმელის ქუჩაზე ასფალტის დაგება დასრულდა
ვინ აკეთებს გზას და სანიაღვრეებს სოფელ კლდეში?