FM97.5 / LIVE

აკაკი მაჭუტაძე: საკადრო ცვლილებები უმტკივნეულო იქნება

მთავარიპოლიტიკა 13.12.2013
სამცხე-ჯავახეთის ახალდანიშნული გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე სამხარეო ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა, აცხადებს, რომ ეს ცვლილებები ძირეული არ იქნება.

აკაკი მაჭუტაძე: საკადრო ცვლილებები უმტკივნეულო იქნება
"უმტკივნეულოდ იქნება ყველაფერი, ნურავინ იღელვებს. ახალი წელი მოდის და ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლის", - განაცხადა აკაკი მაჭუტაძემ "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში.

ახალი გუბერნატორი რეგიონს რამდენიმე დღეში ესტუმრება. იგი ამბობს, რომ სამცხე-ჯავახეთს საკმაოდ კარგად იცნობს. სამომავლო გეგმებზე საუბრისგან ამ ეტაპზე იგი თავს იკავებს. თუმცა ირწმუნება, რომ რეგიონში ჩამოსვლისა და სიტუაციის გაცნობის შემდეგ, სამცხე-ჯავახეთის წინამორბედი გუბერნატორისგან განსხვავებით, მედიასთან აქტიურად ითანამშრობლებს.

შეგახსენებთ, აკაკი მაჭუტაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად, დღეს, 13 დეკემბერს დაინიშნა. 2012 წლის 6 ივლისიდან 2013 წლის 15 ნოემბრამდე ეს პოსტი ივანე წიკლაურს ეკავა, რომელიც მედიასთან არასოდეს გამოჩენილა.

აკაკი მაჭუტაძეს მოადგილეები არ დახვდებიან. ყოფილი რწმუნებულის მოადგილეებმა გელა დემეტრაძემ და ვახტანგ გეწაძემ გადადგომის შესახებ განცხადებები ახალი გუბერნატორის დანიშვნამდე ერთი დღით ადრე, 12 დეკემბერს დაწერეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ყოფილი რწმუნებულის ყოფილმა მოადგილემ გელა დემეტრაძემ "სამხრეთის კარიბჭესთან" საუბარში განაცხადა, რომ ახალ გუბერნატორთან თანამშრომლობას არ აპირებს.

გადადგომის მიზეზების დასადგენად ვახტანგ გეწაძესთან დაკავშირებას "სამხრეთის კარიბჭე" მთელი დღე ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. მის მიერ განცხადების დაწერა "სამხრეთის კარიბჭეს" სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დაუდასტურეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად აკაკი მაჭუტაძე დაინიშნა
ახალი მოადგილე ერთი წლის შემდეგ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილე შეარჩია
გუბერნატორი, რომელიც პრესასთან არასდროს გამოჩენილა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
რა ქონებას ფლობს სამცხე-ჯავახეთის ახალი გუბერნატორი