FM97.5 / LIVE
მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, სააპალაციო სასამართლომაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.">

მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა

მთავარისამართალი 18.12.2013
ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის მამუკა ხვედელიანის მიმართ, რომელსაც მამაკაცის სკამის ფეხით გაუპატიურებაში სდებდნენ ბრალს, სააპალაციო სასამართლომაც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

მამაკაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
მამუკა ხვედელიანსა და მის ყოფილ თანამშრომლებს, ალექსანდრე ბლიაძეს, სერგო სამსონიძეს, გიორგი ბლიაძესა და გიორგი ლომიძეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურა ბრალს დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში სდებდა.

ყოფილ ბრალდებულების საქმე, რადგან მათ მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. თუმცა, პროცესი აქაც წააგო. სააპელაციო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი 17 დეკემბერს გამოიტანა.

„ჯერ საბოლოო სიტყვები წარმოვთქვით სასამართლო პროცესზე და მოსამართლემ გადაწყვეტილება ამის შემდეგ გამოიტანა. ხვედელიანი აქაც გაამართლეს“, - გვითხრა ხვედელიანის ადვოკატმა ზაზა მირიდაშვილმა.

იმის გასარკვევად, აპირებს თუ არა პროკურატურა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას, „სამხრეთის-კარიბჭე“ სამცხე-ჯავახეთის ოლქის პროკურორს მირიან ჭუმბურიძეს ტელეფონით დაუკავშირდა.

„არაფერი ვიცი, არ ვარ საქმის კურსში“, - გვითხრა მან და ტელეფონი გაგვითიშა.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ადვოკატის დახმარებით, დაკავშირება მამუკა ხვედელიანთანაც სცადა, თუმცა, მან პრესასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

„მოგვიანებით შეიძლება ყველაფრის შესახებ ისაუბროს, მაგრამ ახლა არაფერზე ლაპარაკი არ უნდა“, - გვითხრა მირიდაშვილმა.

მისივე განმარტებით, ის პოლიციელები რომლებიც დაკავებამდე პოლიციაში მუშაობდნენ სასამართლოს გადაწყვეტილებით კვლავ სამსახურში დაბრუნდებიან. რაც შეეხება ხვედელიანს, იგი მას შემდეგ რაც ბორჯომის პოლიციის უფროსი იყო, მუშაობდა ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლად, მოგვიანებით კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ბორჯომის მაჟორიტარ დეპუტატადაც იყრიდა კენჭს.

„აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ხვედელიანი პოლიციაში სასამართლოს გადაწყვეტილებით ვეღარ დაბრუნდება. როგორც ვიცი, ისეც აღარ აქვს მას პოლიციაში მუშაობის სურვილი“, - აცხადებს მირიდაშვილი.

პოლიციაში აპირებს დაბრუნებას ხვედელიანთან ერთად გამართლებული გიორგი ლომიძე. იგი დაპატიმრებამდე უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელის პოზიციაზე მუშაობდა.

„ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ უახლოეს მომავალაში სამსახურში აუცილებლად დავბრუნდები. ჩემთან ერთად დაბრუნდებიან ჩემი სხვა ყოფილი თანამშრომლებიც“, - ამბობს ლომიძე.

კითხვაზე, რამდენად კომფორტული იქნება მომხდარის შემდეგ „ოცნების“ კადრებით დაკომპლექტებულ პოლიციაში მუშაობა, გვაპსუხობს: „ეს პრობლემა არ იქნება“.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი, მამუკა ხვედელიანი უდანაშაულოდ სცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. სასამართლოს განაჩენს ახალციხესა და ბორჯომში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა. აქციის მონაწილეები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ. მათ ახალციხის სასამართლოს შენობას ცოცხები და კვერცხებიც დაუშინეს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

შეეწირა თუ არა ხვედელიანის საქმეს პროკურორი
ხვედელიანის სასამართლო პროცესები სააპელაციო სასამართლოში გრძელდება
გაგრძელდება თუ არა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის  სასამართლო პროცესები
მამუკა ხვედელიანის საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს
ახალციხის სასამართლოში დღეს ბორჯომის პოლიციის ყოფილ უფროსს დაკითხავენ
ბორჯომელები ხვედელიანის გათავისუფლებას აპროტესტებენ
ადიგენის ყოფილი გამგებელი სააპელაციო სასამართლომ გაამართლა