FM97.5 / LIVE
ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის

ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის

მთავარიეკონომიკა 15.11.2012
გასართობი კომპლექსი ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, გახსნიდან რამდენიმე თვის შემდეგ, უფუნქციოდაა დარჩენილი

ტბა მხოლოდ ერთი სეზონისთვის
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნური ტბა განახლებული სახით მიმდინარე წლის 30 ივნისს, ”ახალციხელობის” დღესასწაულზე, საზეიმოდ გაიხსნა. ხელოვნური ტბის აღდგენა-რეაბილიტაცია და გასართობი კომპლექსის მშენებლობა დაახლოებით 2 მილიონი ლარი დაჯდა. გაკეთდა ამფითეატრი, რომელიც დაახლოებით 400 კაცს იტევს და შადრევანი. ტბის გარშემო დაიგო ქვაფენილი და გაკეთდა ტბამდე მისასვლელი 550-მეტრიანი სამანქანო გზა.

მას შემდეგ, რაც განახლებული ტბა საზეიმოდ გაიხსნა, ამ ტერიტორიაზე სხვადასხვა კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები იმართებოდა. გახსნისთანავე დაიწყო მუშაობა სცენის მოპირდაპირედ განლაგებულმა კაფეებმა ”ასტორიამ” და ”ფონტანამ”.

კაფე ”ასტორია” ახლა დაკეტილია. ”ფონტანა” ჯერ ისევ ფუნქციონირებს, თუმცა აქ ამბობენ, რომ კლიენტი ნაკლებად ჰყავთ.

ადგილობრივები გასართობ კომპლექსთან მდებარე კაფეებში იშვიათ სტუმრობას მაღალი ფასებით ხსნიან. ხოლო, ის ვინც კაფეს ბოლო დღეებში ესტუმრა, ამბობს, რომ კაფეში კერძების არჩევანი აღარ არის - მენიუ მრავალფეროვანია, თუმცა შეკვეთის შემთხვევაში ირკვევა, რომ კერძების უმეტესობა არ აქვთ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივები გასართობ კომპლექსს აღარ სტუმრობენ, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურაა. ტბაში წყალი დაბინძურებულია და ირგვლივ არასასიამოვნო სუნია.

ხელოვნური ტბა მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. ტბის ზედამხედველის ბესიკ ფეიქრიშვილის თქმით, ტერიტორია ყოველდღიურად სუფთავდება. ორი დამლაგებელი ტბის გარშემო არსებულ ქვაფენილს ყოველდღიურად გვის, მათი მოვალეობაა ტბის ნაპირების გაწმენდაც.

”ხალხის ნაკადმა ბოლო პერიოდში ამინდების გამო იკლო. ერთი კაფე მუშაობს, მეორე კლიენტების სიმცირის გამო, დროებით დაიკეტა. ყველაზე მეტი ხალხი აქ სექტემბრამდე იყო. სიცივეები რომ დაიწყო, შესაბამისად, მათმა რაოდენობამ მოიკლო. უცხოელი ტურისტები აქ იშვიათად მოდიან, მაგრამ ექსკურსიები თითქმის ყოველდღეა”, - ამბობს იგი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის იური ზარიძის თქმით, ტბაზე ჩატარებულ ღონისძიებებს ზაფხულში სხვა ეფექტი აქვს, სიცივე არაა და უფრო მეტი ხალხი მიდის.

”ახლაც დამირეკეს ამერიკის საელჩოდან, ჯაზ-კონცერტის ჩატარება უნდათ და მკითხეს სად ჩავატაროთო, მაგრამ ტბაზე ვერ გადავწყვიტეთ. ნოემბრის ბოლოს უკვე სიცივეა და ვერ განსაზღვრავ რა ამინდი იქნება. ამიტომ, ტბაზე მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულში უნდა ჩატარდეს”, - ამბობს იური ზარიძე.

მისივე თქმით, წელს ტბაზე რამდენიმე ფესტივალი ჩატარდა, ასევე გაიმართა ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირება, რისთვისაც სცენაზე სპეციალური ეკრანი იყო დამონტაჟებული.

”ტბის გაკეთება ზოგადად კარგი იდეა იყო, მაგრამ გარკვეული ხარვეზებია. წყალი ძალიან დაბალია, სადაც უკვე ბალახი გაიზარდა, რაც ღრმა წყალში არ გაიზრდებოდა, ეს ბალახი ლპება და სუნს გამოყოფს. კარგი რაღაცაა, მაგრამ ხარვეზები აქვს და მხოლოდ ზაფხულის პერიოდისთვის არის გათვლილი. სცენასთან 400 კაცი ეტევა, სცენა ნორმალურია, საფარი კარგია, გაყვანილობა არსებობს და ყველა ტიპის ღონისძიებისათვის გამოდგება”, - განმარტავს იური ზარიძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ხელოვნურ ტბაზე შადრევნები აღარ მუშაობს

ზაფხულის ბოლოს, ახალციხის დამშრალ ტბაში წყალი შეუშვეს
არაკომერციული, მაგრამ კონტროლირებადი ახალციხის ტბა
ტბაზე სეზონი ისე გაიხსნა, რომ დაზიანებული ინფრასტრუქტურა ვერ მოწესრიგდა
ფეხბურთის მატჩები დიდ ეკრანზე
ქალაქი  ”ახალციხელობის”  აღსანიშნავად ემზადება