FM97.5 / LIVE

”ოცნების” აქტივისტი საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ

მთავარიპოლიტიკა 25.12.2012
”ქართული ოცნების” აქტივისტი ლელა ჩიტორელიძე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს ოლეგ სანდროშვილს ეხმიანება და ორმაგ თამაშში სდებს ბრალს

”ოცნების” აქტივისტი საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
”მინდა გაცნობოთ, რომ როცა მე პოლიკიტაში ჩავები, თქვენ ალბათ ოცნებაშიც არ გქონდათ პოლიტიკა. მე პოლიტიკაში 1993 წლიდან ვიყავი და თქვენგან განსხვავებით არასდროს არ ვთამაშობდი მედროვეთათვის ჩვეული თამაშით. ყოველთვის ვიყავი სამართლიანი და პრინციპული და არასდროს ვყოფილვარ მიყიდული ვითომ ოპოზიციაზე”, - პასუხობს ჩიტორელიძე საკრებულოს თავმჯდომარეს.

შეგახსენებთ, რომ 18 დეკემბერს ”ოცნების” აქტივისტებმა ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს ”ოცნების” სახელით ლაპარაკის უფლება. ისინი ოლეგ სანდროშვილს ”ნაციონალებთან” შეკრულობაში სდებდნენ ბრალს.

ჩიტორელიძის განცხადებას საკრებულოს თავმჯდომარე მეორე დღესვე გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ ლელა ჩიტორელიძე, რომელიც ”ოცნების” შტაბის ხელმძღვანელის მეუღლეა, პოლიტიკაში არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მივიდა, ამდენად მას არ ჰქონდა უფლება მისთვის რამე აეკრძალა.

სანდროშვილი აქტივისტების ამ ნაწილს თვითმმართველობის შესახებ კანონის გადაკითხვას ურჩევდა და აცხადებდა, რომ ისინი მაღალ თანამდებობებს ითხოვდნენ და ამიტომ აქვთ მასთან პრეტენზია.

”ჩვენ გვაქვს ღირსება და თქვენთან არაფრის სათხოვნელად არც მოვსულვართ და არც ამის შემდგომ მოვალთ. უბრალოდ, მინდა შეგახსენოთ, რომ 2009 წელს ჩვენი აქტიურობით დაფუძნდა ”ქართული აკადემიის” სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობა, რომელიც მაშინვე იქცა ადგილობრივი პოლიციის და უშიშროების სამსახურების სამიზნედ, - ასე რომ, მაშინაც ვიღებდით ხმას უსამართლობის წინააღმდეგ, როცა ვერავინ ბედავდა და არც ამის შემდეგ ვფიქრობთ დუმილს”, - აცხადებს ჩიტორელიძე.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სანდროშვილის პასუხი ”ოცნების” წევრებს
”ოცნების” აქცია საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ
განხეთქილება ”ოცნებაში”
დაპირისპირება ”ოცნებაში” შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
”ოცნება” ახალქალაქში ბრძოლის მეთოდებს ცვლის

ჯიმშერ გოგოლაური: საკრებულოს თავმჯდომარეს ერთ აქციაში მაინც უნდა მიეღო მონაწილეობა
ბორჯომის საკრებულოს „ოცნების“ წევრმა დეპუტატებმა სასამართლოს არ მიმართეს