FM97.5 / LIVE

ვინ შეიძლება გახდეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი?

მთავარიპოლიტიკა 04.11.2013
„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი მალხაზ ჟუჟუნაძე, თუ რეგიონის ყოფილი გუბერნატორი გელა კვარაცხელია, ვინ დაიკავებს პრეზიდენტის რწმუნებულის პოსტს სამცხე-ჯავახეთში?

ვინ შეიძლება გახდეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი?
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის გამარჯვების შემდეგ, 2 დღეში, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ივანე წიკლაურმა გადადგომის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიაში განცხადება შეიტანა.

„წიკლაურის განცხადება განსახილველად საკადრო სამსახურს 1 ნოემბერს გადაეცა, სხვა ჯერ არაფერია ცნობილი“, - განუცხადეს სატელეფონო საუბარში „სამხრეთის კარიბჭეს“ პრეზიდენტის კანცელარიიდან.

ვიდრე წიკლაურის განცხადებას დააკმაყოფილებენ, მომავალი გუბერნატორის ვინაობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები ვრცელდება.

არჩევნების ჩატარებამდე კულუარებში სამცხე-ჯავახეთში პრეზიდნეტის ყოფილი რწმუნებულის გელა კავარაცხელიას კანდიდატურას განიხილავდნენ. იგი გუბერნატორი 2003 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე იყო. სწორედ მისი გუბერნატორობის დროს აფეთქდა გუბერნიასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა, რის გამოც სამხარეო ადმინისტრაციის ინკასატორი თემურ ივანიძე დაშავდა. ამჟამად კვარაცხელია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ შტაბში აქტივის წევრია.

არჩევნების შემდეგ კი რეგიონში, და მით უფრო ახალციხეში, გუბერნატორის პოსტზე „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსს მალხაზ ჟუჟუნაძის კანდიდატურას მოიაზრებენ. რისი მიზეზიც გარკვეულწილად ისაა, რომ წინასაარჩევნოდ პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის უიმედო განწყობის ფონზე სამცხე-ჯავახეთში არჩევნების წაგებასთან დაკავშრებით, აქ მარგველაშვილმა ხმების უმრავლესობა მიიღო.

განცხადებას იმის შესახებ, რომ კვარაცხელია და ჟუჟუნაძე გუბერნატორებად მოიაზრებიან, ორივე მათგანი უარყოფს.
„ამის შესახებ სუბარი არ ყოფილა, თან კანონდმდებლობა მთლიანად იცვლება, ჯერ რა როგორ იქნება არავინ იცის. წარმოდგენა არ მაქვს საიდან გაჩნდა ეს მოსაზრება, ახლა ამის შესახებ არაფის თქმა არ შემიძლია, - ამბობს კვარაცხელია და ამატებს, - ისე კი მიხარია, რომ ჩემი სახელი რეგიონში დადებით კონტექსტში მოიაზრება".

მისი კანდიდატურა რომ გუბერნატორის პოსტზე მოიაზრება, დადებითი განწყობით ხვდება მალხაზ ჟუჟუნაძეც.

„ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო“,- ნათვამია. ვერაფერს გეტყვით რა როგორ იქნება, მაგრამ თუ ვინმე გამოხატავს ნდობას ჩემს მიმართ, გამიხარდება. ჩემი მიზანია ქვეყანას ვემსახურო, თანამდებობისთვის არასდროს მიბრძოლია“, - აცხადებს ჟუჟუნაძე.

სანამ შტაბის უფროსად დაინიშნებოდა, იგი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე იყო: „შვებულება აგვისტოში ავიღე, დაახლოებით 12 ნოემბრისთვის ვადა მეწურება, თუ მანამდე რაიმე სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებენ, ისევ ჩემ ძველ სამუშაო ადგილზე დავბრუნდები“.

კითხვაზე, გუბერნატორად მოსვლის შემთხვევაში, გუბერნიაში განხორციელდება თუ არა სკადრო ცვლილებაბი, რადგან აქ კადრების უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია, გვპასუხობს: „თუ გუბერნატორი გავხდები, ვეტყვი ამ ადამიანებს, რომ თავიანთი შეხედულებებიდან გამომდინარე გადაწყვიტონ, ჩემთან ერთად გააგრძელებენ მუშაობას და გამოყვებიან იმ გზას, რომელსაც ჩვენი ხელისულფება ადგას თუ არა“.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, წიკლაურის გათავისუფლების შესახებ განცხადება ჯერ არ დაუკმაყოფილებიათ, ჯერ წინ პრეზიდენტის ინაუგურაცია და ასევე „ქართული ოცნების“ პარტიის ყრილობაც გველოდება. ამდენად, ის თუ ვინ იქნება გუბნერნატორი, მხოლოდ ვარაუდია.

[თამუნა უჩიძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო' - კიდევ ერთი კანდიდატი გუბერნატორის პოსტზე
პრემიერი დღეს რეგიონების გუბერნატორებს წარადგენს
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს
სამცხე-ჯავახეთში საკადრო ცვლილებები არ დაწყებულა
სამცხე-ჯავახეთში გუბერნატორის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს
გუბერნატორი, რომელიც პრესასთან არასდროს გამოჩენილა
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი შეიცვალა