FM97.5 / LIVE
ლევან ცაბაძე აირჩიეს.">

ასპინძის გამგებლად ცნობილი მორაგბე ლევან ცაბაძე აირჩიეს

მთავარიპოლიტიკა 16.05.2013
საკრებულოში დღეს გამართულ სხდომაზე, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლად, ცნობილი მორაგბე, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ლევან ცაბაძე აირჩიეს.

გამგებლის თანამდებობისთვის ასპინძაში სამი კანდიდატი: ლევან ცაბაძე, პაატა მაისურაძე და გიორგი ჯვარიძე იბრძოდნენ. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე 22-ვე დეპუტატმა ლევან ცაბაძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ლევან ცაბაძე დაიბადა 1973 წლის 8 იანვარს, დაბა ასპინძაში. დაამთავრა ქ რუსთავის #18 საშუალო სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა თბილისში ფიზკულტურის ინსტიტუტში.

”1994 წელს მომიწია ქვეყნის დატოვება, რადგან სურვილი მქონდა სპორტული კარიერა გამეგრძელებინა რუსეთში და ასე მოვხვდი მოსკოვში. საბუთები გადავიტანე იმ დროისთვის მოსკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში და რადგან სხვადასხვა სასწავლებელი იყო, ერთი კურსით უკან დამსვეს. ინსტიტუტი 1997 წელს დავამთავრე”, - ამბობს ცაბაძე.

1996 წლიდან 2004 წლამდე რაგბისტის კარიერას საფრანგეთში აგრძელებდა. 1992-2004 წლებში იყო ეროვნული ნაკრების წევრი, აქედან, 2000-2002 წლებში ეროვნული ნაკრების კაპიტანი.

დაბრუნების შემდეგ დააფუძნა ფრანგულ-ქართული კომპანია ”ლეონსიო” (დაცვის ელექტრონული სისტემების, კამერების, სიგნალიზაციების დამონტაჟება). 2008-2011 წწ იყო ამ კომპანიის გენერალური დირექტორი.

2011 წელს მუშაობა დაიწყო თავდაცვის სამინისტროში, სპორტის ინსპეტქორის თანამდებობაზე. მიმდინარე წელს თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

”სამსახურიდან წამოვედი იმის გამო, რომ ასპინძაში ვაპირებდი მოღვაწეობას”, - ამბობს იგი.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გამგებელმა, ბესიკ ბექაურმა სამსახურიდან წასვლის შესახებ, განცხადება დაწერა. ბექაურის განცხადება საკრებულოში 18 აპრილს შევიდა. დაკავებული თანამდებობიდან წასვლის მიზეზად ბექაურმა შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია დაასახელა. გამგებლის ვაკანსიაზე საკრებულომ 8 განაცხადი მიიღო. ამათგან, ხუთმა არასრული დოკუმენტაციის წარდგენის გამო კონკურსის პირველი ეტაპი ვერ გადალახა.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ვინ არიან ასპინძის მერობის კანდიდატები
შესაძლოა ასპინძაში გამგებელის პოსტი ვაკანტური გახდეს
ასპინძის გამგებლის მოადგილე აცხადებს, რომ თანამდებობა დატოვა
ასპინძაში სოფლის რწმუნებულებს ათავისუფლებენ
შესაძლოა ასპინძის გამგებელი პროკურატურაში დაიბარონ
ასპინძაში გამგებლის დანიშვნას აპროტესტებენ
რა ნიშნით შეარჩია მოადგილე ასპინძის გამგებელმა?