FM97.5 / LIVE

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს – რეკომენდაციები

მთავარისიახლე, საზოგადოება 05.03.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს.

რა უნდა გაითვალისწინოთ თვითიზოლაციაში ყოფნის დროს –  რეკომენდაციები

თვითიზოლაციის წესები

• დარჩით თქვენს საცხოვრებელ ბინაში. ნუ წახვალთ სამსახურში, სკოლაში ან სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში
• განცალკევდით სხვებისგან
• არ მიიღოთ სტუმრები საცხოვრებელ სახლში
• არ გამოიყენოთ საზოარო საყიფაცხოვრებო სივრცეები
• საკვები, წამლები და სხვა სახის საშუალებები უნდა მოგეწოდოთ უსაფრთხოდ
• თავი შეიკავეთ შინაურ ცხოველებთან კონტაქტისგან
• მეგობრებთან და ოჯახთან კონტაქტი იქონიეთ ტელეფონის გამოყენებით, ვიდეო ან ონლაინ რეჟიმში
• იყავით ფიზიკურად აქტიური სახლის პირობებში თუ ეს შესაძლებელია

თუ თავს იგრძნობთ შეუძლოდ

• დაისვენეთ იქამდე სანამ თავს არ იგრძნობთ უკეთ
• მიიღეთ იმდენი რაოდენობის სითხე, სანამ რეგულარულად არ მოშარდავთ
• რესპიაციული სიმპტომების (ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება) დაუკავშირდით 112-ს

შეაჩერეთ ინფექცია

• ხველის და დაცემნებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ხელსახოცი
• ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე ჩააგდეთ ნაგვის ურნაში
• დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით
• გამოიყენეთ ცალკე თქვენთვის განკუთვნილი საყოფაცხოვრებო ნივთები, როგორიცაა პირსახოცები, თეთრეული, კბილის ჯაგრისი, ჭიქა და თეფში
• გაიკეთეთ ნიღაბი სხვებთან კონტაქტისას

ხუთი მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ოთხი შემთხვევაა დაფიქსირებული.

პირებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის კარანტინში ან თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ.

კორონავირუსის გავრცელება შეიძლება მოხდეს ინფიცირებული ადამიანისგან, სიმპტომების გამოვლენამდე. თუმცა ძირითადად სიმპტომების მქონე ადამიანებიდან გადადის.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი აარიდონ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. იმის გამო, რომ ამ გზითაც ვრცელდება კორონავირუსი. ასევე რეკომენდირებულია ხელების ხშირად დაბანა. სასურველია მოვერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს და გამოვიყენოთ პირბადე:"მივესალმოთ ადამიანებს ხელის აწევით და ღიმილით".

კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებგვერდიც შექმნა, სადაც დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ. ასევე შეგიძლიათ დარეკოთ დაავადებათა კონტროლის ცხელ ხაზზე: 116, 001

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
რეკომენდაციები მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის - NCDC
7 ნაბიჯი კორონავირუსის პრევენციისთვის  [ვიდეო სომხურ ენაზე]
კორონავირუსის სიმპტომების მქონე აბიტურიენტი გამოცდას იზოლირებულ ოთახში ჩააბარებს
რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?
COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე
ამირან გამყრელიძე: 'შემთხვევების ზრდა გვექნება, უკვე 127 ქვეყანაშია დაფიქსირებული ინფექცია'