FM97.5 / LIVE

COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე

მთავარისიახლე, კორონავირუსი 24.03.2020
COVID-19 კორონავირუსების ოჯახს განეკუთვნება და ის ახალი, დღემდე უცნობი ვირუსია, ამიტომაც უწოდებენ ახალ კორონავირუსს. ახალი კორონავირუსი რესპირატორული დაავადებაა და ის ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა.

COVID 19 - სიმპტომები და გავრცელება - რა უნდა ვიცოდეთ ახალ კორონავირუსზე

ახალი კორონავირუსის მსოფლიო სტატისტიკა ყოველდღიურად იცვლება, ბოლო მონაცემებით (2020 წლის 24 მარტი) მსოფლიოში 382 431 ადამიანია ინფიცირებული.

რამდენად საშიშია COVID 19?

როგორც ყველა რესპირატორული დაავადება ან სეზონური გრიპი, ახალი კორონავირუსი მეტად საშიშია რისკ-ჯგუფებისთვის. რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან ადამიანები სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, ასევე 60 წელს გადაცილებულები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მარტის მონაცემებით COVID 19-ის სიკვდილიანობის პროცენტი 3.4-ია. 2020 წლის 24 მარტის მონაცემებით, მსოფლიოში უკვე გამოჯანმრთელებულია 102 513 პაციენტი.

რა სიმპტომები აქვს ახალ კორონავირუსს?

ვირუსის საინკუბაციო პერიოდი ძირითადად 2 დან 14 დღემდეა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როდესაც ადამიანებს სიმპტომები ამ ვადის გასვლის შემდეგ აღმოაჩნდათ. ასევე, უმრავლეს შემთხვევებში ვირუსი ორგანიზმში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს, დაავადებულთა უმეტესობას სამედიცინო ჩარევა არ სჭირდება.

ახალი კორონავირუსის მთავარ სიმპტომებს შორისაა:

• სუნთქვის გაძნელება
• მშრალი ხველა
• სიცხე
• დაღლილობა

ზოგიერთ პაციენტს ასევე აღენიშნება ტკივილები სხეულში, დიარეა, სურდო.

როგორ ვრცელდება ახალი კორონავირუსი?

ვირუსი ძირითადად ადამიანიდან ადამიანზე გადადის:

o იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან (2 მეტრამდე).
o ჰაერწვეთოვანი გზით, როდესაც ინფიცირებული ადამიანი ახველებს ან აცემინებს

რა გართულებებს იწვევს COVID-19?

ვირუსი განსაკუთრებით საშიშია ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის, მათ ვისაც აწუხებთ გულსისხლძარღვთა დაავადებები, მაღალი წნევა, დიაბეტი. რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანდაზმულებიც.

ახალმა კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის გაძნელება.

არსებობს თუ არა ვაქცინა?

ახალი კორონავირუსის ვაქცინა ან პრეპარატი ჯერჯერობით არ არსებობს. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეციალისტები მის შესაქმნელად მუშაობენ. ვირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ექიმები სიმპტომების მიხედვით მკურნალობენ.

რამდენ ხანს რჩება ვირუსი ზედაპირზე?

ახალი კორონავირუსი საკმაოდ გამძლეა, ის სხვადასხვა ზედაპირზე, მასალის მიხედვით, სხვადასხვა დროის განმავლობაში რჩება და რამდენიმე საათს და შეიძლება დღესაც ცოცხლობს. ჯერჯერობით ბოლომდე უცნობია როგორ მოქმედებს ტემპერატურა ახალ კორონავირუსზე.

ამიტომაც სპეციალისტები გვირჩევენ ხშირად გავწმინდოთ და დავამუშაოთ ის ზედაპირები, რომლებსაც ყოველდღიურად ვეხებით.

როგორ დავიცვათ თავი?

მოვერიდოთ ინფიცირებას - ესაა საუკეთესო გზა ვირუსისგან თავის დასაცავად

• მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს
• დაიცავით დისტანცია ადამიანებთან შეხვედრისას
• მოერიდეთ თვალებზე, ცხვირსა და პირზე დაუბანელი ხელით შეხებას
• ხელები დაიბანეთ საპნით სულ მცირე 20 წამის განმავლობაში ან გაიწმინდეთ სპირტის შემცველი გელით
• დაიცავით ხველების ეტიკეტი, აიფარეთ მოხრილი ხელი ან გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი
• გაწმინდეთ და დაამუშავეთ ზედაპირები, რომლებსაც ყოველდღიურად ეხებით
• ატარეთ პირბადე თუ თავს ცუდად გრძნობთ ან თუ ავადმყოფთან ურთიერთობა გიწევთ
• დაიცავით თვითიზოლაციის წესები

უფრო დეტალურად - როდის უნდა ვატაროთ პირბადე? COVID -19 -რჩევები ვირუსისგან თავის დასაცავად

ვის მივმართოთ საჭიროების შემთხვევაში?

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გირჩევთ:

აუცილებლად მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით უცხო ქვეყანაში (არაა აუცილებელი მაინცდამაინც მაღალი რისკის ქვეყნები), ან გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, ვინც იმოგზაურა სხვა ქვეყანაში, ან თუ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება.

ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სატელეფონო კონსულტაციით, ოჯახის ექიმის კონსულტაცია არის უფასო და დარეკვა 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი. სამედიცინო დაწესებულებასთან გადაგამისამართებთ 112.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505



[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს და როგორ დავიცვათ თავი ინფექციისგან?
კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები
როგორია კორონავირუსის სიმპტომები და რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმს?
არიან თუ არა მწეველები COVID 19-ის რისკ-ჯგუფში?
როგორ უნდა დაიცვან ბანკებმა, აფთიაქებმა და სავაჭრო ობიექტებმა უსაფრთხოება - რეკომენდაციები - COVID-19
რეკომენდაციები მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტებისთვის - NCDC
შენობებსა და მღვიმეებში გაიკეთეთ პირბადე – დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის რეკომენდაციები