FM97.5 / LIVE

რას გულისხობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – გახარიას განმარტება

მთავარისიახლე, კორონავირუსი 23.03.2020
დღეიდან, 23 მარტიდან მარნეული და ბოლნისი მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადადის, რა იზღუდება და ვინ დაიცავს წესრიგს მუნიციპალიტეტებში.

რას გულისხობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი – გახარიას განმარტება

მარნეულში მცხოვრები პაციენტის COVID-19-ით ინფიცირების წყაროს დადგენა ვერ ხერხდება, ამის გამო ქვეყანა გადავიდა კორონავირუსის შიდა გავრცელების ეტაპზე.

პრემიერ–მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, რადგან შიდა გადაცემა მოხდა სარიტუალო ღონისძიების დროს, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ქვეყნის ორ მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადოს.

რას გულისხმობს მკაცრი საკარანტინო რეჟიმი:

▪იზღუდება მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შესვლა და გამოსვლა;

▪იხურება ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ საკვები პროდუქტების, მედიკამენტების და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები;

▪შეიზღუდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა;

▪მუნიციპალიტეტის შიგნით იზღუდება გადაადილება გარდა, იმ შემთხვევებისა, როცა ადგილობრივები გადაადგილდებიან საკვები პროდუქტების, ან მედიკამენტების შესაძენად, ან სამედიცინო მომსახურების მისაღებად;

▪მუნიციპალტეტების ტერიტორიებზე საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავს და საგანგებო რეჟიმს უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

„ასევე ჩვენ დავუშვით გამონაკლისი, როდესაც გვექნება მედიკოსების მიერ, მკაცრად გაწერილი პროტოკოლი, მარნეულის და ბოლნისის მოქალაქეებს მივცემთ შესაძლებლობას სასოფლო–სამეურნეო სამუშაოების ჩატარების“, – განაცხადა ბრიფინგზე გახარიამ.

მისი თქმით, მარნეულში კარანტინის რეჟიმზეა გადასული კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსი“. ეს ის კლინიკაა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მკურნალობდა.

გახარიას განმატებით, კლინიკის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში განთავსდება საველე ჰოსპიტალი, ხოლო მარნეულში მდებარე მეორე კლინიკა გააგრძელებს მუშაობას, როგორც მულტიფუნქციონალური სამედიცინო დაწესებულება.

მკაცრი კარანტინის პირობებში ადგილობრივ, მარნეულსა და ბოლნისში განთავსებულ მედიას მუშაობა არ ეზღუდება, სხვა მედიასაშუალებები კი მასალებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სპეცჯგუფებისგან მიიღებენ.

მარნეულში 62 წლის ქალს, კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. იგი ორმხრივი პნევმონიით მარნეულის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ოთხი დღის წინ მოათავსეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.ინფიცირებული თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

22 მარტის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 54 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 3, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 254, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 233.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოეწყო
პრემიერი: მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალტეტები გადადიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე
აკაკი ზოიძე – მარნეულში ინფიცირებულ ქალთან 1700-მდე კონტაქტი იკვეთება
ლენტეხის მუნიციპალიტეტში სრული კარანტინი ამოქმედდა
კორონავირუსი მარნეულში ორსულ ქალს დაუდგინდა - ჯანდაცვის მინისტრი
მარნეულში მცხოვრები COVID 19-ით ინფიცირებული 62 წლის ქალი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 75–მდე გაიზარდა