FM97.5 / LIVE

ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე, უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო

მთავარიეკონომიკა 06.09.2013
საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეცვლილ და მოგვიანებით ქარისგან მოგლეჯილ სახურავს, რამდენიმეთვიანი ლოდინის, არაერთი საჩივრისა და გამგეობისა და გუბერნიის ურთიერთბრალდებების შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე, გამგეობა აკეთებს.

ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
შპს „სამცხე 21“-მ ასპინძის ქუჩის #28-ე ხუთსართულიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახურავის გადასახურად ტენდერი 22 ივლისს, 72 000 ლარზე გამოაცხადა. გამგეობაში განმარტავენ, რომ აღნიშნულმა შპს-მ ტენდერი 54, 800 ლარით მოიგო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებელმა სამუშაოები 8 ოქტომბერს უნდა დაასრულოს.

შპს „სამცხე 21“-ს დირექტორის გურამ ფარცახაშვილის თქმით, სამუშაოებს დათქმულ ვადაში დაასრულებენ.

შეგახსენებთ, აღნიშნულ კორპუსს ეგრეთ წოდებული, პრეზიდენტის წითელი სახურავი ძლიერმა ქარმა მიმდინარე წლის 23 აპრილს გადახადა. მას შემდეგ კორპუსის მცხოვრებლები ძლიერმა წვიმამ არაერთხელ ჩარეცხა. კორპუსის გადახურვას სამხარეო ადმინისტრაცია, გამგეობას ავალდებულებდა გამგეობა კი გუბერნიას.

ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყოაქვე შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კორპუსების სახურავების შეცვლა გასული, 2012 წლის აგვისტოში დაიწყო. სახურავი ახალციხეში 93 შენობას შეეცვალა. სახურავების შეცვლას წინ ივლისში, ძლიერი სეტყვა უსწრებდა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. გადახურვის სამუშაოებზე 3576546,16 ლარი დაიხარჯა. ამიტომ „მონათლეს“ ადგილობრივებმა შეცვლილი სახურავები ”პრეზიდენტის წითელ სახურავებად”. მაშინ თანხა გუბერნიამ განკარგა, ამიტომ ავალდებულებდა გამგეობა უსახურავო კორპუსის შეკეთებას სამხარეო ადმინისტრაციას.

გარდა გამგეობა-გუბერნიის დავისა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გადახურვის გაჭიანურებას ხსნიდნენ, ექსპერტიზის დასკვნა იყო. 28 ივნისს საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სახურავის დაზიანება მშენებელის შეცდომა არ იყო. ამის შემდეგ აიღო თავის თავზე გამგეობამ აღნიშნული კორპუსის გადახურვის ვალდებულება.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა
უსახურავო კორპუსის მცხოვრებლებს წვიმისგან თავდაცვა კიდევ ერთი თვე მოუწევთ
როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს