FM97.5 / LIVE

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა

მთავარისაზოგადოება 12.05.2013
ძლიერი წვიმის გამო ასპინძის ქუჩის N28-ში მცხოვრებ მოსახლეობას წვიმის წყალი სახლებში ჩაუვიდა. ადგილობრივები წვიმისგან თავის დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობენ.

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა
რამდენიმე კვირაა ასპინძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი სახურავის გარეშეა დარჩენილი. ძლიერმა ქარმა სახლს სახურავი 23 აპრილს გადახადა. მას შემდეგ კი ადგილობრივები საკუთარი ძალებით ცდილობენ, რომ სახლში წვიმა არ ჩამოვიდეს.

-"თასები დავდგით სახურავზე, ზოგან ბრეზენტები დავაფარეთ, დროებით მაინც რომ დაიცვას წვიმისგან. მაგრამ ასე რამდენ ხანს ვიქნებით. კიდევ ერთი ძლიერი წვიმა და მთელი კორპუსი ჩავირეცხებით“, - ამბობენ ადგილობრივები.

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა

დღეს ძლიერი წვიმის შედეგად წყალი მხოლოდ მეხუთე სართულზე მცხოვრებ მოსახლეობასთან არ ჩასულა. მეოთხე სართულზე მცხოვრებ მელაძეების ოჯახში წვიმის წყალი ახლაც წვეთავს.

- "ჯერ რამდენიმე დღის წინ რომ წვიმა იყო მაშინ ჩამოვიდა, ახლა კიდევ დაემატა. სანამ მთელი კორპუსი არ ჩავირეცხებით ყურადღებას არ მოგვაქცევენ?“, - კითხულობს მეოთხე სართულზე მცხოვრები მარინა მელაძე.

წვიმის წყალი ჩავიდა მეხუთე სართულზე მცხოვრებ ლომიძეებთანაც. ოჯახის უფროსი კახაბერ ლომიძე ამბობს, რომ მას შემდეგ რაც საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადაეხადა ადგილობრივი თვითმმართველობიდან აღარავინ მოსულა და არ დაინტერესებულა რა მდგომარეობაშია მოსახლეობა.

- "რაც მოხდა ეს ამბავი, იმის მერე აქ აღარავინ მოსულა, არც დაინტერესდნენ რა მდგომარეობაში ვართ. პირადად მე მივაკითხე გამგებელს, ბესიკ ბლიაძეს და მითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. სანამ ეგ დასკვნა დაიდოს ყველა ცავირეცხებით“, - ამბობს კახაბერ ლომიძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ კორპუსის სახურავზე აღდგენითი სამუშაოები იქამდე არ დაიწყება, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ გახდება ცნობილი. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ ერთ კვირაში დაიდება. მანამდე კი წვიმისგან დაზღვეულები არ არიან.

- "ახლა მაისის წვიმებია, ეს ხომ ივნისი ან ივლისი არაა, რომ წვიმას არც ელოდე. ახლა ყოველ დღე იქნება წვიმა. პირველ წვიმაზე კიდევ გაუძლო, ახლა კიდევ რომ იწვიმებს ნაპრალები უკვე გაკეთებული აქვს და უარესად ჩამოვა“, - ამბობს მარინა მელაძე.

აღნიშნულ კორპუსში სამოცი ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხვალ მუნიციპალიტეტის გამგეობაში კიდევ მივლენ და ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვენ.

- "მივალთ და აქციას მოვაწყობთ, არავის არ შევუშვებთ სამსახურში ვიდრე ამ პრობლემას არ მოგვიგვარებენ. გამგეობა გუბერნიას აბრალებს, გუბერნია სამშენებლო კომპანიას და ხალხი ვიჭყლიტებით შუაში“.

ასპინძის ქუჩის N28 კორპუსში ძლიერი წვიმის შედეგად გაიჭედა კანალიზაციის სისტემაც. რის გამოც ერთ-ერთი მაცხოვრებლის სარდაფში ფეკალურმა მასამ ამოხეთქა.

- "რომ იწვიმებს, მუხლებამდე წყალი დგება ეზოში. საკანალიზაციო სისტემა მოძველებულია, იბიდნება. გამგეობას რომ მივაკითხეთ გვითხრეს, ჩვენ არ გვეხება წყალკანალს მიაკითხეთი, იქ მივედით და გამგეობას ეხებაო“, - ამბობს კახაბერ ლომიძე.

შეგახსნებთ, რომ ახალციხეში თითქის ყველა საცხოვრებელ კორპუსს გასული წლის აგვისტოში სახურავი შეუცვალეს. სამუშაოები პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილი თანხით ჩატარდა. საცხოვრებელ სახლებში ახლადშეცვლილი სახურავებიდა წვიმის ჩასვლის პირველი შემთხვევა არ არის.

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მტყუან-მართლის ძიებაში...
ძლიერმა წვიმამ უსახურავო კორპუსი ისევ ჩარეცხა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
სახურავგადახდილ კორპუსში მცხოვრების მიმართვა
უსახურავო კორპუსის მცხოვრებლებს წვიმისგან თავდაცვა კიდევ ერთი თვე მოუწევთ
ახალციხეში, სტიქისგან სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩადის
ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]