FM97.5 / LIVE
გადახდილი სახურავი ამ დრომდე არ გადაუხურავთ. კორპუსის სახურავზე აღდგენითი სამუშაოები იქამდე არ დაიწყება, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ გახდება ცნობილი">

როდის გადაიხურება ძლიერი ქარის გამო გადახდილი სახურავი

მთავარიეკონომიკა 26.04.2013
ასპინძის ქუჩაზე ძლიერი ქარის დროს გადახდილი სახურავი ამ დრომდე არ გადაუხურავთ. კორპუსის სახურავზე აღდგენითი სამუშაოები იქამდე არ დაიწყება, ვიდრე ექსპერტიზის დასკვნა არ გახდება ცნობილი

როდის გადაიხურება ძლიერი ქარის გამო გადახდილი სახურავი
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ ჯერ უნდა დადგინდეს კონკრეტულად ვისი ბრალეულობა იკვეთება და გადახურვა მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს.

- ”ამ ეტაპზე ჩვენი სამუშაო ჯგუფი ითვლის, თუ რა ზიანი მიადგა მოსახელობას და რა თანხა დასჭირდება სახურავის აღდგენას. ხვალ ველოდებით ექსპერტებს, რომლებიც შესაბამის დასკვნას დადებენ, თუ ვისი ბრალეულობა იკვეთება კონკრეტულად”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ბლიაძე და ამატებს, რომ როგორც კი ექსპერტიზის დასკვნა დაიდება აღდგენითი სამუშაოები მაშინვე დაიწყება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ კომოანიას, რომელმაც აღნიშნული კორპუსის სახურავი გადახურა სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან დადებული ხელშეკრულების თანახმად ერთი წლის განმავლობაში სახურავის დაზიანებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება. შესაბამისად თუ აღნიშნული კომპანიის ბრალეულობა დადგინდა, მაშინ ის ვალდებული იქნება, რომ აღდგენითი სამუშაოები ჩაატაროს.

- ”აღნიშნული კორპუსის გადახურვა თავის დროზე გუბერნიისა და კერძო კომპანიის ერთობლივი ხელშეკრულებით მოხდა. თუმცა, ამ კორპუსს ჩვენი კეთილი ნებით გადავხურავთ, რადგან ვადაში არ გაიწელოს.მოგეხსენებათ გამოძიება შესაძლებელია ორი თვეც გაგრძელდეს და ორი თვე ამ კორპუსს გადაუხურავს არ დავტოვებთ”- განმარტავს ბესიკ ბლიაძე.

ვიდრე ექსპერტიზა ჩატარდება და კონკრეტული ბრალეულობა გამოიკვეთება ასპინძის ქუჩაზე, 28-ე კორპუსს სახურავის ნაცვლად ”ბრეზენტი” ექნება გადახურული.

- ”კომუნისტების დროს შენობები ბრტყელი გადახურვით იხურებოდა. ჩვენ შევამოწმეთ, სადაც საეჭვო იყო იქ პალატკები აქვს დაფარებული. თავსხმა წვიმას შეიძლება ვერ გაუძლოს, მაგრამ ელემენტარულად წვიმის დროს რომ არ დაზიანდეს, ეგ პრობლემა მოგვარებულია”, - ამბობს ბლიაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი ამბობს, რომ სახურავი ნარჩენებისგან ბოლომდე გაწმენდილი არ არის.

- ”ერთადერთი მიზეზი რის გამოც გაწმენდითი სამუშაოები არ მიმდინარეობს ისაა, რომ უნდა ჩატარდეს ექსპერტიზა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. იმ შემთხვევაში თუ ვიღაცის ბრალეულობა გამოიკვეთება სისხლის სამართლის ან სამოქლაქო კოდექსში არსებობს რეგრესის წესით დავა. სისხლის სამართლის ბრალეულობა იმთავითვე ითავლისწიენებს იმას, რომ დაზარალებულმა მოქალაქეებმა უკვე მიმართონ იმას, ვისი ბრალეულობითაც ეს ფაქტი მოხდა. ჩვენ ამ შემთხვევაში აბსოლიტურად არაფერ შუაში არ ვართ. შეიძლება ისიც დადგინდეს, რომ სტიქიის გამო მოხდა”, - ამბობს გოჩა პარუნაშვილი.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
მტყუან-მართლის ძიებაში...
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
‘როცა ხედავ რომ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა’
რვასართულიან კორპუსზე სახურავის გადახურვა სრულდება
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო