FM97.5 / LIVE

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.07.2014
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ძლიერმა ქარმა კიდევ ერთი ე.წ. პრეზიდენტის წითელი სახურავი გადახადა. N103 კორპუსის მცხოვრებლებს წყალი ჩასდით.

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა და წვიმამ N103 კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა და მოგლეჯილი სახურავის ნაწილი, კორპუსის წინ აშენებულ ავტოფარეხებზე დაეცა.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

წყალი ჩასდით მეხუთე სართულზე მცხოვრებლებს. ამ დროისთვის N103 კორპუსს ელექტროენერია არ მიეწოდება.

ქარი და წვიმა დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.

აღნიშნული სახურავი 2012 წლის ივლისში მთავრობის ფონდიდან გამოყოფილი თანხით გაკეთდა. მაშინ ძლიერი სეტყვის შედეგად დაზიანებული სახურავების გადასახურად მთავრობის ფონდიდან 3576546,16 ლარი გამოიყო. ამ თანხით 152 შენობა-ნაგებობა (საერთო ფართობით 93105 მ2. აქედან ახალციხეში 93 და ქალაქ ვალეში 59 შენობა) გადაიხურა.

N103 კორპუსის სახურავი ახალციხის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული გამგებლის ზაზა მელიქიძის ფირმამ შპს "მელიზამ" გააკეთა.

"ინფორმაცია არ მაქვს რა მოხდა, ჯერ ვერაფერს გეტყვით", - განაცხადა "სამხრეთის კარიბჭესთან" სატელეფონო საუბარში ზაზა მელიქიძემ.

შეგახსენებთ რომ 2012 წელს გაკეთებულ წითელ სახურავებს შორის, ეს მესამე სახურავია, რომელიც ქარმა გადახადა.

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა
ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
ახალციხეში ქარმა საცხოვრებელს სახურავი გადახადა [Video/Photo]
‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის