FM97.5 / LIVE
დასკვნა არ მიუღია">

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს

მთავარისაზოგადოება 11.06.2013
ორი თვის შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილი კორპუსის გადახურვა გადაწყვიტა ისე, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ მიუღია

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა ასპინძის ქუჩის #28-ში მდებარე 5-სართულიანი კორპუსის გადახურვაში დახმარებას ფინანსთან სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სთხოვს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ ბლიაძემ გასულ კვირას ფინანსთან სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსს გიორგი კახნიაშვილს ელექტრონული წერილი გაუგზავნა, სადაც ის სამმართველოს ჩამორთმეული მასალის გამგეობისთვის უსასყიდლოდ გადაცემას სთხოვს.

- ”ის მასალა, რომელიც ჩამორთმეული და აუქციონზე არ არის გატანილი, მათ აქვთ უფლება რომ ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვცენ. სპეციალისტებმა დაიანგარიშეს და სავარაუდოდ 55 კუბური მეტრი მასალა დაგვჭირდება”,-ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მალხაზ ჟუჟუნაძე.

როგროც კახნიაშვილი ამბობს, მას ამ დრომდე წერილი არ მიუღია: ”როგორც კი წერილს მივიღებ მას შესაბამისი რეაგირება მოყვება. ჩვენ მიმართვას გავაკეთებთ ფინანსთა მინისტრის მოადგილის სახელზე და მასალა ამის შემდეგ გამოიყოფა”.

როგორც კი ფინანსთან სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველო გამგეობას საჭირო მასალას გადაცემს, კორპუსის დახურვის სამუშაოები დაიწყება. ჟუჟუნაძის თქმით, გადახურვაში მონაწილეობას მოსახლეობაც მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 23 აპრილს, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს ეგრეთ წოდებული ”პრეზიდენტის წითელი სახურავი” მთლიანად მოგლიჯა. ამ ხნის განმავლობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებოდნენ. სანამ არ გაიგებდნენ ვისი ბრალეულობა იკვეთებოდა კონკრეტულ შემთხვევაში ვერანაირ რეაგრიებას ვერ მოახდენდნ. იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის მიხედვით სამუშაოს უხარისხოდ შესრულებისთვის მშენებელი კომპანია იქნება დამნაშავე, მაშინ გადახურვის ვალდებულება კვლავ მას დაეკისრება.

ექსპერტიზის დასკვნა გამგეობას ამ დრომდე არ მიუღია.

- ”ექსპერტიზის დასკვნის მოსვლის შემდეგ თუ გაირკვა, რომ სახურავი კორპუსს სტიქიამ გადახადა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოიყოფა. მაგრამ თუ მშენებელი ორგანიზაციის შპს ”გონიოს” ბრალეულობა გამოიკვეთა, მაშინ ხარჯის ღირებულების გადახდა მას დაეკისრება”, - ამბობს ჟუჟუნაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?
უსახურავო კორპუსის მცხოვრებლებს წვიმისგან თავდაცვა კიდევ ერთი თვე მოუწევთ
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
როდის გადაიხურება ძლიერი ქარის გამო გადახდილი სახურავი
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა წვიმამ უსახურავო კორპუსი ისევ ჩარეცხა