FM97.5 / LIVE

როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?

მთავარიეკონომიკა 25.06.2013
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე მდებარე უსახურავო კორპუსის გადასახურად გამგეობა მასალას ელოდება

როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?
ასპინძის ქუჩის #28-ში მდებარე ხუთსართულიანი კორპუსის გადასახურად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დახმარება ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს სთხოვა. გამგეობა სამმართველოს ჩამორთმეული მასალის უსასყიდლოდ გადაცემას სთხოვს.

ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს უფროსის გიორგი კახნიაშვილის თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას ჩამორთმეული მასალა მას შემდეგ გადაეცემა, როცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან ბრძანებას მიიღებენ.

„ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობისგან წერილი გასულ კვირას მივიღეთ და მეორე დღესვე დეპარტამენტში გავაგზავნეთ. დღეს დეპარტამენტიდან ინფორმაციას ველოდებით იმის შესახებ, თუ რამდენი ცალი ფიცარი და კოჭი უნდა გადავცეთ“,-ამბობს კახნიაშვილი.

მისივე თქმით, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას მასალა სავარაუდოდ კვირის ბოლოს გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ კორპუსს ე.წ. პრეზიდენტის წითელი სახურავი ძლიერმა ქარმა 23 აპრილს გადახადა. მას შემდეგ კორპუსის მცხოვრებლები ძლიერმა წვიმამ არაერთხელ ჩარეცხა. კორპუსის გადახურვას სამხარეო-ადმინისტრაცია გამგეობას ავალდებულებდა, გამგეობა კი გუბერნიას. გამგეობაში აცხადებდნენ იმასაც, რომ ვინ გადახურაავდა კორპუსს მას შემდეგ გაირკვეოდა, როცა ექსპერტიზის დასკვნა დაიდებოდა.

მომხდარიდან ორი თვის შემდეგ, გამგეობამ ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილი კორპუსის გადახურვა ისე გადაწყვიტა, რომ ჯერ ექსპერტიზის დასკვნა მიღებული არ ჰქონდა.

28-ე კორპუსის მცხოვრებლებს იმედი აქვთ, რომ მორიგ ძლიერ წვიმამდე გამგეობა მასალას მიიღებს და მომხდარიდან სამი თვის თავზე, კორპუსს სახურავს დაადგამენ.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
უსახურავო კორპუსის მცხოვრებლებს წვიმისგან თავდაცვა კიდევ ერთი თვე მოუწევთ
საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
ძლიერმა წვიმამ უსახურავო კორპუსი ისევ ჩარეცხა