FM97.5 / LIVE

‘როცა ხედავ რომ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა’

მთავარიეკონომიკა 28.06.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას უმოქმედობასა და უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, ყოფილი ხელისუფლება უსახურავო კორპუსში ხალხს სამი თვე არ დატოვებდა.

‘როცა ხედავ რომ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო პასუხისმგებლობა’
მალხაზ გიქოშვილის თქმით, ასპინძის ქუჩაზე სამი თვეა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი აქვს გადახდილი, ხელისუფლებას კი სამშენებლო სამუშაოები ჯერ არც დაუწყია.

ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ და საკრებულოს დეპუტატმა მალხაზ გიქოშვილმა დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა. სხდომაზე გიქოშვილი წინადადებით გამოვიდა, რომ საკრებულომ საკუთარ თავზე აიღოს ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილი კორპუსის გადახურვა.

„მე დღეს საკრებულოს სხდომაზე სწორედ ამისთვის მოვედი. მაგრამ, როგორც ითქვა, ეს ყოფილა ხალხის ბრალი, თურმე ისინი ნაგვის გატანაშიც არ მოხმარებიან, თურმე, საკრებულოს უნდა ეყიდა სამშენებლო მასალა და მერე ხალხს გადაეხურა. ხალხმა არ გააკეთა და შესაბამისად, ესენიც არ აკეთებენ. ამბობენ, რომ კეთდება, მაგრამ, რეალურად, მესამე თვეა კორპუსი გადახდილია და უპატრონოდ არის მიტოვებული. ესენი კი ამტკიცებენ, რომ რაღაცას აკეთებენ“, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა გამოძიების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, არცერთი მხარის ბრალეულობა არ გამოიკვეთა. შესაბამისად, ამ საკითხთან დაკავშირებით, პასუხისმგებლობა არცერთ მხარეს არ დაეკისრა.

„წარმოდგენილია პროექტი, შესაბამისად ტენდერი უნდა გამოცხადდეს და რა თანხაც იქნება საჭირო, ის თანხა წავა. როგორც ვიცი, დაახლოებით 60,000-ია საჭირო, თუმცა, ეს ზუსტი ციფრი არ არის. აუცილებლად ექვემდებარება ჯერ პროექტის შესყიდვას და შემდეგ მშენებლობაზე კონკურსის გამოცხადებას“, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი.

მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით ერთ კვირაში იქნება მზად, ხოლო სახურავის გადახურვა, მშენებლობაზე კონკურსის გამოცხადების შემდეგ, მაქსიმუმ ერთ თვეში დაიწყება. გადახურვის სამუშაოებს დაახლოებით ათი დღე დასჭირდება.

„უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ დამატებით მოვიძიეთ სამშენებლო მასალები. ხის მასალა სამცხე-ჯავახეთის მომსახურების სააგენტომ გადმოგვცა. უნდა გადმოვზიდოთ და დავამუშავოთ იმ ფორმით, რა ფორმითაც სახურავის გადასახურავადაა საჭირო“, - ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

მალხაზ გიქოშვილი გამოძიების დასკვნასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს იყო სტიქიური მოვლენა და გამოძიების ჩატარება არ სჭირდებოდა.

„გასარკვევი აქ არაფერი ყოფილა. სწორედ ამ დღეს რვასართულიან კორპუსთან ქარმა ხე მოგლიჯა და დაეცა მანქანას, გარდა ამისა, მოხდა რამდენიმე მსგავსი ფაქტი, რაც სტიქიამ გამოიწვია. ეს ხეც ხომ ჩემი დარგული არ იყო, ან იმის, ვინც ეს კორპუსი გადახურა?! ამიტომ, ჯერ ხალხისთვის უნდა მოეგვარებინათ პრობლემა და მერე დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა დამნაშავეზე“, - განაცხადა მალხაზ გიქოშვილმა.

მალხაზ გიქოშვილმა საკრებულოს სხდომაზე აღნიშნა, რომ საკრებულოს უფლება აქვს საკუთარ თავზე აიღოს აღნიშნული კორპუსის გადახურვა.

„გადახურონ ახლავე, ტენდერის გამოცხადებაში დრო რომ არ დაიხარჯოს და დროულად მოხდეს ამ კორპუსის გადახურვა. უბრალოდ სირცხვილია, როცა ხედავ, რომ შენი ხალხი უსახურავო კორპუსში წევს და ვარსკვლავებს უყურებს, უნდა აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა ყოფილიყო, სამი თვე ჩვენ კორპუსს გადაუხურავს არ დავტოვებდით“, - ამბობს მალხაზ გიქოშვილი.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის ქუჩაზე, ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსს, ქარმა სახურავი მიმდინარე წლის 23 აპრილს გადახადა. ამ დროის განმავლობაში კი ადგილობრივები წვიმისგან თავის დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობდნენ. ვიდრე ადგილობრივი ხელისუფლება სახურავს გადახურავს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვე ჩაივლის.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უსახურავო კორპუსის მცხოვრებლებს წვიმისგან თავდაცვა კიდევ ერთი თვე მოუწევთ
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს

საკადრო ცვლილება ადგილობრივ თვითმმართველობაში
რვასართულიანი კორპუსის გადახურვა დაიწყეს
საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა