FM97.5 / LIVE

ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება

მთავარიეკონომიკა 08.05.2014
მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, თვითმმართველობამ გადაწყვიტა 2012 წელს, საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში გადახურული სახურავები შეამოწმოს.

ახალციხეში საპრეზიდენტო პროგრამით გადახურული სახურავები შემოწმდება
ასპინძის ქუჩის 28–ე კორპუსის გადახდილი სახურავი. 2013 წელი, 23 აპრილი

ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე N184–ე კორპუსს, ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი მიმდინარე წლის 1 მაისს გადახადა.

ხუთსართულიანი კორპუსის სახურავი, შემთხვევიდან რამდენიმე დღეში, ინდ.მეწარმე რუსუდან ბალახაშვილმა გადახურა. იმავე სამშენებლო კომპანიამ, რომელმაც სამუშაოები 2012 წელს შეასრულა.

კოსტავას ქუჩაზე მდებარე N184–ე კორპუსის სახურავის დაზიანება პირველი შემთხვევა არაა. ახალგადახურულ სახურავებზე ხარვეზები მალევე გამოვლინდა.

მაგალითად, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ორ საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებლებს სახლებში წვიმა ჩაუვიდათ. N7 კორპუსის ბოლო სართულზე წვიმის წყალმა ჩასვლა სახურავების შეკეთებიდან 8 თვეში დაიწყო. წყალი ჩასდიოდათ 9 აპრილის ქუჩაზე მცხოვრებლებსაც. დაზიანებები მშენებელმა კომპანიებმა შეაკეთეს.

გაცილებით მასშტაბური იყო დაზიანება ასპინძის ქუჩაზე. 28–ე კორპუსის მცხოვრებლები უსახურავოდ სახურავების შეცვლიდან 9 თვეში დარჩნენ. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში შეცვლილი და მოგვიანებით ქარისგან მოგლეჯილი სახურავი, რამდენიმეთვიანი ლოდინის, არაერთი საჩივრისა და გამგეობისა და გუბერნიის ურთიერთბრალდებების შემდეგ, 4 თვის შემდეგ, გამგეობამ გადახურა.

„საკრებულოს ბოლო სხდომაზე განვიხილეთ ამ საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები. გადავწყვიტეთ, რომ ამოვკრიბოთ ყველა ხელშეკრულება და გავიგოთ ვინ გააკეთა ეს პროექტები, ამ მშენებლებს დავუკავშირდებით და გავაფრთხილებთ, რომ პრევენციის მიზნით მათ მიერ გადახურულ სახურავებზე გამაგრებითი სამუშაოები შეასრულონ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის დროებით შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში სახურავების შეკეტება 2012 წლის ივლისში, ძლიერი სეტყვის შემდეგ დაიგეგმა. სტიქიის შედეგად დაზიანებული სახურავების შესაკეთებლად პრეზიდენტის ფონდიდან 3576546,16 ლარი გამოიყო. ამ თანხით 152 შენობა ნაგებობა (საერთო ფართობით 93105 მ2. მათ შორის ახალციხეში 93 და ქალაქ ვალეში 59 შენობა) წითლად შეღებილი რკინის ფირფიტებით გადაიხურა.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რატომ დაავალეს მშენებელ კომპანიებს 'პრეზიდენტის წითელი სახურავების' გადამოწმება
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
‘წითელი სახურავების’ საქმეს სამუშაო ჯგუფი შეისწავლის
რა დაჯდა პრეზიდენტის წითელი სახურავები
სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი კორპუსის შეკეთება დაიწყეს
ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს