FM97.5 / LIVE

საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა

მთავარიპოლიტიკა 03.04.2014
რა სამუშაოებზე საუბრობს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი, ვინ და როდის შეაკეთა ახალციხეში, ასპინძის ქუჩა N28-ში სახურავგადახდილი კორპუსი და რა დაპირისპირებები უძღოდა წინ აღნიშნული კორპუსის გადახურვას.

საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოლეგ სანდროშვილმა, დღეს, 3 აპრილს, თვითმმართველობის შენობაში, ცენტრალური და ადგილობრივი მედიისთვის სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ მისი თანამდებობიდან ჩამოცილებისთვის, საკრებულოს რამდენიმე თანამშრომელზე, მიმდინარე წლის 27 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ზეწოლა განხორციელდა.

საქმე ეხება ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, N28 სახურავგადახდილი კორპუსის შეკეთების სამუშაოებს. ოლეგ სანდროშვილის განცხადებით, სამმართველოში „დაიბარეს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხედველობის და გამწვანების სამსახურის სპეციალისტები: რევაზ მერაბიშვილი, გიორგი ქასრაშვილი, ბესარიონ მიქელაძე და ემზარ მღებრიშვილი და მერაბიშვილსა და ქასრაშვილს წერილობითი ჩვენებები ჩამოართვეს.

„საქმეზე სასაურველი ჩვენების მიღების მიზნით, რევაზ მერაბიშვილზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, „თითქოს“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ზეწოლას ახორციელებდა აღნიშნულ თანამშრომლებზე, იმ მიზნით, რათა მომხდარიყო მიღება-ჩაბარებებზე ხელის მოწერა, რის შედეგადაც შპს-ს ჩაერიცხებოდა შესრულებული სამუშაოს თანხა“, - განაცხადა სანდროშვილმა ბრიფინგზე.

ასპინძის ქუჩაზე მდებარე 28-ე კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა 2013 წლის 23 აპრილს გადახადა. კორპუსში 60 ოჯახი ცხოვრობს. ვის უნდა შეეკეთებინა სახურავი, თვეების განმავლობაში გამგეობასა და გუბერნიას შორის დაპირისპირების საგნად იქცა. კორპუსის გადახურვას სამხარეო ადმინისტრაცია გამგეობას ავალდებულებდა, გამგეობა კი გუბერნიას. ორივე მხარეს ჰქონდა შესაბამისი არგუმენტები.

აღნიშნულ კორპუსს ახალშეცვლილი სახურავი ჰქონდა. ასპინძის 28-ე კორპუსი ერთ-ერთი იყო იმ 93 შენობა - ნაგებობიდან, რომელთაც სახურავები 2012 წლის აგვისტოში შეუცვალეს. სახურავების შეცვლას წინ ივლისში მომხდარი ძლიერი სეტყვა უსწრებდა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო, გადახურვის სამუშაოებზე 3576546,16 ლარი დაიხარჯა. ვინაიდან სტიქია მთელს რეგიონს შეეხო, თანხას სამხარეო- ადმინისტრაცია განკარგავდა. ამიტომ ავალდებულებდა გამგეობა სახურავის შეცვლას გუბერნიას.

გუბერნიაში კი აცხადებდნენ, რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის თანხა გუბერნიას ჩაერიცხა, ეს იყო მთავრობის გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ საქმე მთელს რეგიონს ეხებოდა. გუბერნატორის მაშინდელი მოადგილე, გელა დემეტრაძე აცხადებდა, რომ ვინაიდან ასეთ პროექტებში გუბერნიას გამოცდილება არ ჰქონდა, გაფორმებული იყო სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დამკვეთი კი იყო სამხარეო ადმინისტრაცია, მაგრამ, ზედამხედველობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწევდა. ამიტომ, სახურავის შეკეთებაზე პასუხისმგებლობა გამგეობას ეკისრებოდა.

დავა რამდენიმე თვეს გაგრძელდა. ამასობაში, კორპუსში მცხოვრებლები ძლიერმა წვიმამ არაერთხელ ჩარეცხა. გარდა გამგეობა-გუბერნიის დავისა, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გადახურვის გაჭიანურებას ხსნიდნენ, ექსპერტიზის დასკვნა იყო. 2013 წლის 28 ივნისს საკრებულოს სხდომაზე ცნობილი გახდა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სახურავის დაზიანება მშენებელის შეცდომა არ იყო. საბოლოოდ, ოთხთვიანი დავისა და ლოდინის შემდეგ, პასუხისმგებლობა გამგეობამ აიღო.

გამგეობამ სახურავის გადასახურად ტენდერი 2013 წლის 22 ივლისს, 72,000 ლარზე გამოაცხადა. ტენდერი შპს „სამცხემ“, 54,800 ლარით მოიგო და სამუშაოები დაიწყო. ხელშეკრულების თანახმად, მშენებელმა სამუშაოები ოქტომბერში დაასრულა.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
ოლეგ სანდროშვილი: "ჩემს მიმართ იმპიჩმენტი იგეგმება"
საქმე, რომლის გამოც საფინანსო პოლიციამ ახალციხეში სამი პირი დააკავა
როდის გადახურავენ სახურავგადახდილ კორპუსს?
უსახურავო კორპუსის მცხოვრებლებს წვიმისგან თავდაცვა კიდევ ერთი თვე მოუწევთ
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
მტყუან-მართლის ძიებაში...