FM97.5 / LIVE
რა დაადგინა ზარალის შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა">

ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს

მთავარიეკონომიკა 10.07.2014
რა წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებულ დასკვნაში, რომელსაც უნდა დაედგინა სტიქიის შედეგად დაზიანდა თუ არა ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე N103 კორპუსის სახურავი და რა დაადგინა ზარალის შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა

ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა იმის შესახებ, რომ 6 ივლისს ახალციხეში ძლიერი ქარი არ დაფიქსირებულა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დღეს, 10 ივლისს მიიღო. აღნიშნულ დასკვნაში წერია, რომ იმ დღეს, როცა რუსთაველის ქუჩაზე N103–ე კორპუსს სახურავი გადაეხადა, ქარის მაქსიმალური სიჩქარე 10 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც ძლერი ქარის კატეგორიას არ განეკუთვნება.

„გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული ცნობა ადგილობრივი მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გადაგზავნილი მონაცემების საფუძველზე გასცა, რომელსაც მეტეოროლოგიური სამსახური ყოველ სამ საათში ერთხელ აგზავნის. ამ შემთხვევაში აღნიშნული მონაცემები 13:00 საათიდან 16: 00 საათამდე შუალედში იყო გადაგზავნილი“, – განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ ჟუჟუნაძე.

ახალციხის მუნიციპალიტეტის ზარალის შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N103–ე კორპუსის გადასახურად 17 242 ლარია საჭირო, ხოლო სოფელ მინაძესა და ჭაჭარაქის გზების რეაბილიტაციისთვის 8 775 ლარი.

რაც შეეხება ამავე სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებულ სასოფლო – სამეურნეო სავარგულებს, აღნიშნული ზარალის ოდენობა დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მალხაზ ჟუჟუნაძის განმარტებით, შპს „მელიზამ“ რუსთაველის ქუჩაზე კორპუსის გადახურვა უკვე დაიწყო. მისივე თქმით, კომპანიის დირექტორი და ახლადარჩეული გამგებელი ზაზა მელიქიძე სახურავის ექსპერტიზის ჩატარებას ხელახლა გეგმავს.

„2012 წელს შპს „მელიზასა“ და სამცხე–ჯავახეთის გუბერნიას შორის დადებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ კომპანია არ იყო ვალდებული გაეკეთებინა გამაგრებითი სამუშაოები, მას კორპუსი მხოლოდ თუნუქით უნდა გადაეხურა. მიუხედავად იმის, რომ ჩვენ უკვე გვაქვს დასკვნა იმის შესახებ, რომ 6 ივლისს ახალციხეში ძლიერი ქარი არ დაფიქსირებულა, ხელშეკრულების თანახმად კომპანიას აქვს უფლება, რომ ექსპერტიზა ხელახლა ჩაატაროს და დაადგინოს სტიქიის შედეგად დაზიანდა თუ არა სახურავი“, – ამბობს მალხაზ ჟუჟუნაძე და ამატებს, რომ ექსპერტიზამ თუ დაადგინა, რომ კორპუსს სახურავი ძლიერმა ქარმა გადახადა, მაშინ შპს „მელიზას“ დახარჯულ თანხას ადგილობრივი თვითმმართველობა აუნაზღაურებს.

თუმცა, აპირებს თუ არა შპს „მელიზას“ დირექტორი ექსპერტიზის ხელახლა ჩატარებას, ამის გადამოწმება თავად ზაზა მელიქიძესთან ვცადეთ. მაგრამ მელიქიძემ მოუცლელობის გამო ჩვენთან საუბარი ვერ მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ახალციხეში ძლიერმა ქარმა და წვიმამ რუსთაველის ქუჩაზე N103 კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა და მოგლეჯილი სახურავი კორპუსის წინ აშენებულ ავტოფარეხებზე დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამავე დღეს, ხევიდან ჩამოსულმა ქვა–ღორღმა ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა და გზები და სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
შეაკეთებს თუ არა კორპუსის გადახდილ სახურავს ახლადარჩეული გამგებლის ფირმა
6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა
ვინ შეაკეთებს ახალციხეში კორპუსის გადახდილ სახურავს
სტიქია ახალციხეში – კორპუსს სახურავი გადაეხადა [Photo]
სტიქიის შედეგად სახურავგადახდილი კორპუსის შეკეთება დაიწყეს
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო