FM97.5 / LIVE

ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.05.2016
ახალციხეში უძველეს სინაგოგასთან სამთავრობო დელეგაციის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე, საზოგადო მოღვაწეები და ისრაელიდან ჩამოსული სტუმრები შეიკრიბნენ. ქალაქში ისტორიული სინაგოგის იუბილე იზეიმეს.

ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]
ახალციხეში ყველაზე ძველი სინაგოგის დაარსების 275 და განახლების 153 წლის იუბილე აღნიშნეს.

რაბათში, ისტორიულ უბანში, სტუმრებმა შეკრება 14:30 საათზე დაიწყეს. ერთ-ერთ ყველაზე ძველ სინაგოგაში ისრაელიდან და თბილისიდან ჩამოსულმა ქართველმა ებრაელებმა შუადღის ლოცვა აღავლინეს.

ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]

ლოცვის დასრულების შემდეგ სინაგოგის ეზოში მოწვეულმა სტუმრებმა ადგილობრივებს და ქართველ ებრაელებს იუბილე მიულოცეს. ღონისძიებას კულტურის, ასევე, ფინანსთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრები დაესწრნენ. ახალციხეს სტუმრობდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური.

ჩამოსულ სტუმრებს მასპინძლობა ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გაუწიეს. ღონისძიება ახალციხის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.

„ეს არის ძალიან ღირშესანიშნავი თარიღი. რადგან ეს ეხება ორი ქვეყნის განსაკუთრებულ მეგობრობას, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის არის სამაგალითო. აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, რომ ქრთველებს და ებრაელებს ერთმანეთისთვის ეღალატოთ“, – ამბობს ახალციხი მერი გიორგი კოპაძე.

ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]

ახალციხეში გამართულ ღონისძიებას 150–მდე მოწვეული ქართველი ებრაელი დაესწრო, მათი უმეტესობა ისრაელიდან და თბილისიდან ჩამოვიდა.

„ხაიფის რაიონში ვცხოვრობთ. 42 წელია იქ ვარ. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ ღონისძიების ორგანიზება ითავა, რომ გავიგე ახალციხეში რაც ხდებოდა, ჩემს მეგობრებთან ერთად ჩამოვედი. ბოლოს ოთხი წლის წინ ვიყავი და მოვინახულე ჩემი მშობლიური მხარე“, – ამბობს ანზორ თაფლაშვილი და ამატებს, რომ ყველაზე მეტად იმაზე წყდება გული, რომ ახალციხეში ებრაელები ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ ზაზა ვაშაყმაძემ აქცენტი ქვეყანაში არსებულ რესტავრირებულ სინაგოგებზე გააკეთა: „კარგია, რომ საქართველოში ბევრი სინაგოგა აღდგენილია და რესტავრაციას აღარ საჭიროებს“.

ქართველ ებრაელებს სინაგოგის იუბილე მიულოცეს სსხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებმაც.

„გვიხარია ის, რომ საქართველოში ყველა ვართ ტოლერანტები და ვაფასებთ ერთმანეთის აღმსარებლობას.ერთობა და სიყვარული ჩვენს ქვეყანას ააღორძინებს“, – ამბობს საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე.

ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]

მისალმების და მილოცვების შემდეგ საზეიმო ღონისძიება „ახალციხის ციხეზე“ გაგრძელდა, სადაც თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის ნახატების და ასევე ახალციხის სამხატვრო სკოლის ნიმუშების გამოფენა მოეწყო. ასევე, გაიმართა ფურშეტიც.

„ახალციხის ციხეზე“ ქალაქის მერმა ქართულ–ებრაულ ურთიერთობებში შტანილი წვლილისთვის არაერთი სტუმარი დააჯილდოვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]

საიუბილეო ღონისძება დღის ბოლოს კონცერტით დასრულდა, როემლიც მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.

ქართულ–ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობა ქართული ესტრადის ცნობილმა ვარსკვლავებმა მიიღეს. სცენაზე იცეკვეს სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლის"მესხეთის" და ახალციხის № 5 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლის "ლომსიას”მოცეკვავებმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამთავრობო დელეგაციას და ისრაელიდან მოწვეულ სტუმრებს ელოდებიან
სინაგოგის იუბილეს ახალციხეში 150 ქართველი ებრაელი ესწრება
სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
სინაგოგის იუბილეს აღნიშვნა კონცერტით დასრულდა
ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]
30.000 ლარი ქართულ–ებრაული ზეიმისთვის – რა იგეგმება სინაგოგის იუბილეზე
ანსამბლმა „ლომსიამ“ ქორეოგრაფის იუბილე აღნიშნა