FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამთავრობო დელეგაციას და ისრაელიდან მოწვეულ სტუმრებს ელოდებიან

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2016
დღეს,29 მაისს საქართველოში ყველაზე ძველი სინაგოგის დაარსების 275 და განახლების 153 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი.

ახალციხეში სამთავრობო დელეგაციას და ისრაელიდან მოწვეულ სტუმრებს ელოდებიან

ახალციხეში მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებსა და ისრაელიდან მოწვეულ სტუმრებს 14:00 საათისთვის ელოდებიან. მათი მიღება ახალციხის სინაგოგაში, გურამიშვილის №90–ში გაიმართება. სინაგოგაში ჩატარდება ლოცვაც.

აქედან სტუმრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად „ახალციხის ციხეზე“ გადაინაცვლებენ. აქ საზეიმო დახვედრა 15:00 საათზე დაიწყება. ღონისძიებაში მონაწილეობას ახალციხის ფოლკლორული ანსამბლი „მესხეთი“ და ასევე ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლი „მესხი ფრთოსანი“ მიიღბენ. სტუმრებს ახალციხის მერი გიორგი კოპაძე მიესალმება. ამის შემდეგ ციხეზე თვითნასწავლი მხატვრის, მიხეილ იაძის ნახატების და ასევე ახალციხის სამხატვრო სკოლის ნიმუშების გამოფენა მოეწყობა.

ფურშეტამდე, რომელიც განრიგით 16:00 საათზეა გაწერილი, სტუმრები „ახალციხის ციხის“ კომპლექსსა და მუზეუმს დაათვალიერებენ.

მოგვიანებით, 18:00 საათზე კი მესხეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართულ–ებრაული, 26 საუკუნოვანი მეგობრობისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას ქართული ესტრადის ცნობილი ვარსკვლავები მიიღებენ. ასევე დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "მესხეთი" და ახალციხის № 5 საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი "ლომსია".

უძველესი სინაგოგის იუბილე ახალციხეში მერიის ინიციატივითა და ორგანიზებით იმართება. ღონისძიებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარი იხარჯება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ერთადერთი უძველესი სინაგოგა 1863 წელსაა აშენებული. მასში, წლების განმავლობაში სალოცავად 400–მდე ებრაელი იკრიბებოდა. ახლა კი მას მხოლოდ ერთი მლოცველი სიმონ ლევიშვილი ჰყავს.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ახალციხის ციხეზე ადგილობრივი ანსამბლები კონცერტს მართავენ
ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა კონცერტით გაგრძელდა
ახალციხეში 26 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
25 დეკემბრიდან ახალციხის პარკში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება