FM97.5 / LIVE

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

მთავარისიახლე, საზოგადოება 29.05.2016
ახალციხეში, რაბათის უბანში, სადაც საქართველოში უძველესი სინაგოგა მდებარეობს, სალოცავის დაარსების 275 და განახლების 153 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები უკვე დაიწყო.

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

ახალციხეში უკვე იმყოფებიან ებრაეული დელეგაციები, ასევე, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორ ნიკოლოზ ანთიძე. ასევე, ბადრი პატარკაციშვილის დედა ნათელა პატარკაციშვილი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე, ქრისტიანი, მუსლიმი და გრიგორიანული კონფესიის სხვა წარმომადგენლები.

იუბილეს არაერთი ცნობილი სახე ესწრება, მათ შორის, სახალხო არტისტი, ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი.

სინაგოგაში შეკრებილი არიან სამცხე–ჯავახეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

ქალაქ ახალციხის მერის გიორგი კოპაძის განმარტებით, იუბილეზე ჯამში 250 სტუმარს ელიან.

სინაგოგაში უკვე შესრულდა ნაშუადღევის ლოცვა – მინხა.

რამდენიმე წუთის წინ, შეკრებილებს სინაგოგის იუბილე ტელეფონით მიულოცა ბიძინა ივანიშვილმა. მისი სატელოფონო მილოცვა სინაგოგასთან დამონტაჟებული დინამიკებიდან ისმოდა.

სინაგოგიდან სტუმრები ახალციხის ციხეში გადაინაცვლებენ, სადაც გამოფენები და სხვა ღონისძიებებია დაგეგმილი.

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნათელა პატარკაციშვილი: ვულოცავ ყველას და ჩემს თავსაც, რადგან ებრაელი ვარ
სინაგოგის იუბილეს აღნიშვნა კონცერტით დასრულდა
სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
სოზარ სუბარი: ებრაელებისა და ქართველების მეგობრობაში ახალციხის დიდი წვლილია
სინაგოგის იუბილის სტუმრები [Photo]
ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩართვა სინაგოგის იუბილეზე  [VIDEO]
ახალციხეში სინაგოგის იუბილე იზეიმეს [Photo]