FM97.5 / LIVE

30.000 ლარი ქართულ–ებრაული ზეიმისთვის – რა იგეგმება სინაგოგის იუბილეზე

მთავარისაზოგადოება 27.04.2016
29 მაისს, საქართველოში ყველაზე ძველი სინაგოგის დაარსების 275 და განახლების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ახალციხეში მასშტაბური ღონისძიებებია დაგეგმილი. ღონისძიების ჩასატარებლად ახალციხის მერიამ ტენდერი 29.995 ლარზე გამოაცხადა.

30.000 ლარი ქართულ–ებრაული ზეიმისთვის – რა იგეგმება სინაგოგის იუბილეზე
ახალციხეში მდებარე უძველესი სინაგოგა

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სინაგოგის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები სინაგოგის მიმდებარე ტერიტორიასა და მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება.

დაგეგმილია ქართულ–ებრაული მეგობრობის ამსახველი ფოტოგამოფენის მოწყობა. რისთვისაც ტენდერში გამარჯვებულმა ახალციხეში მცხოვრები ქართველი ებრაელების შესახებ ძველი ფოტომასალა უნდა შეგროვოს, დაამუშავოს და გამოფენა მოაწყოს. საჭიროა მინიმუმ 30 ფოტო მომზადდეს.

ასევე, იგეგმება გრანდიოზული კონცერტი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მონაწილეობით. აუცილებელი პირობაა, კონცერტში ებრაელი კომპოზიტორისა და მომღერლის, ასევე, ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობა. კონცერტში მონაწილეობა უნდა მიიღოს ადგილობრივმა მესხურმა ფოლკლორულმა ანსამბლმაც.

გარდა ამისა, სატენდერო სოკუმენტაციის მიხედვით, თეატრის მსახიობების მონაწილეობით ებრაულ თემატიკაზე რამდენიმეწუთიანი სპექტაკლი უნდა დაიდგას.
დაიბეჭდება ხუთი, სპეციალური ბანერი, ქალაქის ცენტრალური ქუჩებისა და სცენის გასაფრომებლად, წარწერით: „ქართულ–ებრაული მეგობრობა“.

ტენდერში გამარჯვებულმა უნდა დაამზადოს 60 მაისური, წარწერით „ქართულ–ებრაული მეგობრობა“ და 300 მოსაწვევი, – 50 ბარხატის ფურცელზე, 250 კი ჩასადები კონვერტით ტილოზე.

გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის საჩუქრებისა და სუვენირების შეძენა სტუმრებისთვის. წარწერა „ქართლ–ებრაული მეგობრობა“ ყველა ნივთს უნდა ჰქონდეს.

ღონისძიების დასასრულს მსურველებს შეუძლებლობა ექნებათ თავიანთი ემოცია წერილობიტ დატოვონ. ჩანაწერების წიგნი, ბარხატის ყდით, ასევე აუცილებელი პირობაა ტენდერის.

შეგახსენებთ, ახალციხეში, რაბათში მდებარე სინაგოგა საქართველოში მდებარე ყველაზე ძველი ნაგებობაა. სინაგოგის იუბილეზე ქალაქი ბევრ სტუმარს ელოდება.

იუბილის აღსანიშნავი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სინაგოგის იუბილეს აღნიშვნა კონცერტით დასრულდა
სინაგოგის იუბილეზე დაგეგმილი ღონისძიებების განრიგი
ნოდარ ხადური: ქართველი და ებრაელი ერის მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება
სინაგოგის იუბილის სტუმრები [Photo]
ახალციხეში უძველესი სინაგოგის იუბილის აღნიშვნა დაიწყო [PHOTO]
ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩართვა სინაგოგის იუბილეზე  [VIDEO]
სინაგოგის იუბილეზე სტუმრების გამასპინძლება  15 500 ლარი დაჯდა