FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეზე’ თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს

მთავარისაზოგადოება 16.03.2016
‘ახალციხის ციხის’ ადმინისტრაციამ გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღადგინა, თუმცა მათ კვლავ ვადიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს.

‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს

„ახალციხის ციხიდან“ გათავისუფლებული შვიდი გიდი და ერთი მეთვალყურე სამსახურებში დააბრუნეს. ციხეზე მხოლოდ დარბაზის ყოფილი მეთვალყურე ჯუნა ნათენაძე აღარ აგრძელებს მუშაობას. მან სამსახურიდან გათავისუფლების გამო სასამართლოში იჩივლა და როგორც ციხის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მის სამსახურში დაბრუნების შესახებ განკარგულებას ელოდებიან.

ასევე, ციხემ ერთი ახალი თანამშრომელი, ელექტროტექნიკოსი მიიღო. აპრილიდან ტექნიკურ დარგში კიდევ ორ თანამშრომელს დაიმატებენ, თუმცა, კონკრეტულად რა მიმართულებით ჯერ, არ იციან.

„ახალ თანამშრომლებს სეზონურად, ოქტომბრამდე ვიმატებთ“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ლილი გოზალიშვილი.

რაც შეეხება უკან დაბრუნებულ გიდებს, მათ ხელშეკრულებები პირველი მარტიდან გაუფორმდათ, თუმცა ისევ ვადიანი – 31 დეკემბრამდე.

„მოვაწერეთ ამ ვადიან ხელშეკრულებებს ხელი. ველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები, თუ იგივე განმეორდა და სამსახურიდან ვადის გასვლის გამო გაგვათავისუფლებენ, გავასაჩივრებთ“, – აცხადებენ „ახალციხის ციხის“ გიდები.

მათი თქმით, იმ თანამშრომლებს, რომლებიც ციხიდან 2015 წლის ბოლოს დაითხოვეს, გასაჩივრება სურდათ: „61–ე დღეს მივედით იურისტთან და გვითხრა, რომ ამ ვადაში სასამართლოში გასაჩივრებული საქმეების შესახებ, რა პრაქტიკა არსებობდა ეს უნდა მოეკვლია ჯერ. შესაძლოა სასამართლოში სარჩელი ჩვენც შევიტანოთ“.

მათგან განსხვავებით, მუზეუმის დარბაზის მეთვალყურე ჯუნა ნათენაძემ სასამართლოს ვადაში მიმართა და პროცესი მოიგო.

თუმცა, თუ ამჟამად უკან დაბრუნებულ ციხის თანამშრომლებს, ხელშეკრულების შეწყვეტის გამო სამსახურიდან ისევ გაათავისუფლებენ, მათი უკან დაბრუნების საფუძველი სამართლებრივად უვადო ხელშეკრულებები ვეღარ იქნება, როგორც ეს ჯუნა ნათენაძის შემთხვევაში იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა გათავისუფლებული, გარდა ერთისა, ნათენაძის მსგავსად ციხეზე გახსნის დღიდან მუშაობდა.

„შეცდომა დაუშვეს იმაში, რომ მაშინ არ გაასაჩივრეს, ახლა კი ხელშეკრულებებში წყვეტა დაუფიქსირდათ, ამდენად მათი ხელშეკრულებები უვადოდ ვეღარ ჩაითვლება“, – აცხადებს ჯუნა ნათენაძის ადვოკატი ეკა აბაშიძე და ამატებს, რომ მისი აზრით, ციხეს უკან დაბრუნებულ თანამშრომლებთან უვადო ხელშეკრულებები უნდა გაეფორმებინა.

„არ ვიცი რატომ დაიდო ვადიანი ხელშეკრულებები ისევ, ან მომავალში რა იქნება, ხელმძღვანელმა ასე გადაწყვიტა“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ იურისტი მარინე გოგოლაძე.

შეგახსენებთ, რომ „ახალციხის ციხიდან“ 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 7 გიდი და ორი მეთვალყურე. მიზეზი ფინანსების სიმწირე და ტურისტების ნაკლებობა იყო, თუმცა მათთან ხელშეკრულებების გაწყვეტის შემდეგ ციხემ თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს
თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს
‘ახალციხის ციხემ’ 16 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა
„ახალციხის ციხეს“ ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
'ახალციხის ციხიდან' 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს