FM97.5 / LIVE

თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს

მთავარისამართალი 08.04.2016
სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ყოფილი მეთვალყურე, ჯუნა ნათენაძე, რომელმაც გათავისუფლების გამო „ახალციხის ციხეს“ უჩივლა და პროცესი მოიგო, სამსახურში აღადგინეს, თუმცა, იგი სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს.

თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჯუნა ნათენაძის სამსახურში აღგენისა და განაცდური საათების ანაზღაურების შესახებ, ძალაში შევიდა. სააღსრულებო დოკუმენტი ახალციხის ციხემ 6 აპრილს მიიღო. 7 აპრილს კი დეკემბრის თვეში გათავისუფლებული თანამშრომლის დანიშვნის ბრძანება დაწერა. „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ ჯუნა ნათენაძეს განაცდური საათებიც უნდა აუნაზღაუროს.

„ბუღალტერიას თავისი პროცედურა აქვს, დაანგარიშდება და აუნაზღაურდება თანხა, ვადა განსაზრვრული არ არის“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ იურისტი მარინე გოგოლაძე.

ჯუნა ნათენაძე ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის დარბაზის მეთვალყურედ მუშაობის გაგრძელებას აღარ აპირებს: „დარჩენას ვგეგმავდი, მაგრამ გადავიფიქრე. ვწერ განცხადებას და მოვდივარ. ახალმა სამსახურმა მეტად დააფასა ჩემი შესაძლებლობები“.

„ახალციხის ციხეში“ ამბობენ, რომ ჯუნა ნათენაძეს ეს გადაწყვეტილება მათთვის ცნობილი არ არის.

„წასვლის შესახებ ოფიციალურად არ მოუმართავს“, – გვეუბნება იურისტი.

შეგახსენებთ, რომ ჯუნა ნათენაძე სამსახურიდან 2015 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის რაიონულ სასამრთლოს მიმართა და პროცესი მოიგო.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
‘ახალციხის ციხე’ ყოფილ თანამშრომელთან  წაგებულ დავას აღარ ასაჩივრებს
„ახალციხის ციხეს“ ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს
რატომ წააგო ‘ახალციხის ციხემ’ ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა