FM97.5 / LIVE

‘ახალციხის ციხეში’ იანვრიდან 16 თანამშრომელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ

მთავარიეკონომიკა 23.12.2015
ტრადიციულად, წლის ბოლოდან „ახალციხის ციხის“ თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდებათ; ვინ ვეღარ დაბრუნდება ტურისტული სეზონის განახლებიდან ციხეზე, ჯერ უცნობია.

‘ახალციხის ციხეში’ იანვრიდან 16 თანამშრომელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ
ახალციხის ციხის გიდები. ფოტო: 'სამხრეთის კარიბჭე'. 2015 წლის ოქტომბერი

მომავალი, 2016 წლის იანვრიდან, „ახალციხის ციხეზე“, 9 გიდს, 3 მეთვალყურესა და 4 მარეგულირებელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მიზეზი ცოტა ტურისტი და არასაკმარისი თანხაა.

„ოქტომბერში დაუმთავრდათ ხელშეკრულებები, მაგრამ გამოინახა თანხა და გავუგრძელეთ. ახლა, ინავრიდან უნდა წავიდნენ და მოვიდნენ მაშინ, როცა ტურისტები გვეყოლება. ექვს გიდს ვტოვებ, მაგრამ ახლა ზამთარში ციხეზე ექვსი ვიზიტორიც არ გვყავს. დანარჩენებიც რომ დავიტოვო, პასუხს ხომ მომთხოვენ, ხელფასს რაში უხდითო“, – ამბობს ახალციხის ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ილია სიდამონიძე.

მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილისთვის ზამთრის სეზონზე ხელშეკრულების შეწყვეტა ისეთ ობიექტზე, როგორიც „ახალციხის ციხეა“, ჩვეულებრივი პროცესია: „ყველ წელს ასე ხდება. ძალიან კარგი გიდები გვყავს და დაბრუნდებიან აპრილიდან. მათ ამის შესახებ იციან“.

გიდებისგან განსხვავებით, გაზაფხულიდან ციხეზე სამუშაოდ მუზეუმის დარბაზის ორი მეთვალყურე, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება.

„ჩვენი გაშვების მიზეზი ის არის, რომ ციხეს ბიუჯეტი აღარ აქვს. არადა გასულ წლებთან შედარებით, წელს მეტი ვიზიტორი იყო. არავის დაცვა არ მჭირდება, მე ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია დამიცავს“, – ამბობს მეთვალყურე ჯუნა ნათენაძე.

შეკითხვაზე სასამართლოში ჩივილს ხომ არ აპირებს, გვპასუხობს: „ჯერ არ ვიცი“.

მუზეუმის სხვა თანამშრომლები, რომლებსაც ხელშეკრულებები უწყდებათ, „სამხრეთის კარიბჭესთან“ არ საუბრობენ.

გიდები ამბობენ, რომ ახალციხის მერთან აპირებენ შეხვედრას, შესაძლოა ამან ვითარება შეცვალოს, ამიტომ წინასწარ ვერაფერს იტყვიან: „დღეს გვინდოდა შევხვედროდით და ვერ მოხერხდა. არ ვიცით შეხვედრა როდის შედგება“.

შეძლებს თუ არა ახალციხის მერია ციხეს სუბსიდია გაუზარდოს იმისთვის, რომ თანამშრომლებს ზამთარში სახლში წასვლა არ მოუხდეთ, უცნობია. სიდამონიძეს პროგნოზირება უჭირს, ახალციხის მერიიდან კი ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

რაც შეეხება იმ ორ მეთვალყურეს, რომლების დაბრუნებაც ციხეზე გაზაფხულიდან საეჭვოა, სიდამონიძე ამბობს: „თუ რაიმე თანხა გამოინახა, დავაბრუნებთ. მათ ხელფასს ჩვენ ვუხდით და არა მუზეუმი. როგორც ვიცი, მუზეუმის ხელმძღვანელს ციური ლაფაჩს გაგზავნილი აქვს მოთხოვნა, რომ შტატები დაუმატონ, მას ციტადელზე გამოკეტილი აქვს ხელნაკეთი ნიმუშების ოთახი იმის გამო, რომ თანამშრომელი არ ჰყავს“.

მუზეუმს რომ კადრები ნამდვილად სჭირდება, ამას სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის დირექტორი ციური ლაფაჩიც ადასტურებს. იგი ამბობს, რომ მეთვალყურეების საქმის შეთავსება სხვა თანამშრომლებისთვის მოუხდება: „მჭირდება ისტორიკოსიც, შტატი რომ მქონდეს, ავიყვანდი მაგისტრანტს ან დოქტორანტს, მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფოს საქმეა, ეს ჩემზე დამოკიდებული არ არის“.

„ახალციხის ციხე“ მომავალი წლისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან სუბსიდიას ისევ 200 000 ლარს მიიღებს. შეიცვლება თუ არა რაიმე გიდებთან მერის შეხვედრის შემდეგ, უცნობია. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს ამ თემაზე მერისა და ციხის თანამშრომლების პირველი შეხვედრა არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც „ახალციხის ციხე“ გაიხსნა, ყველა ზამთრის სეზონზე ციხეზე თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულებებს გაზაფხულამდე უწყვეტენ.

„ასე მხოლოდ პირველ წელს არ მომხდა, რადგან მაშინ ციხეს ბიუეჯტიდან 700 000 ლარზე მეტი დაფინანსება ჰქონდა, ახლა კი ეგრე აღარაა“, – ამბობს სიდამონიძე.

‘ახალციხის ციხეში’ იანვრიდან 16 თანამშრომელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ
2015 წლის 12 ოქტომბერი, ახალციხის მერისა და გიდების შეხვედრა. ფოტო: მერიის ფეისბუქის გვერდი

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხემ’ 16 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა
ვის მოუწევს სახლში წასვლა იანვრიდან –  ფსიქოლოგიური ტერორი ‘ახალციხის ციხეზე’
ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
‘ახალციხის ციხის’ გიდები ივლისში ასაღებ დანამატს ოქტომბერში მიიღებენ
ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს
‘ახალციხის ციხეზე’ დირექტორის მოადგილე დანიშნეს