FM97.5 / LIVE

ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს

მთავარიეკონომიკა 09.02.2016
ააიპ ‘ახალციხის ციხე’ ერთი თვის წინ გათავისუფლებული ცხრა თანამშრომლიდან, რვას უკან დააბრუნებს. გარდა ამისა, ციხე 7 ახალ თანამშრომელსაც დაიმატებს.

ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს

„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციამ 2015 წლის 31 დეკემბერს გათავისუფლებული თამშრომლების დაბრუნება გადაწყვიტა. ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, გაშვებული ცხრა თანამშრომლიდან ციხეზე ერთი თანამშრომელი, ჯუნა ნათენაძე ვერ დაბრუნდება.

„ახალციხის ციხის“ დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლის ილია სიდამონიძის განმარტებით, გასულ წელს გათავისუფლებულ თანამშრომლებს ორი კვირის ვადაში აიყვანს. გარდა ამისა ამატებენ კიდევ 7 თანამშრომელს.

„პირველ მარტამდე ავიყვანთ 8 თანამშრომელს, დანარჩენს კი აპრილსა და მაისში. გვჭირდება გამწვანების, დასუფთავებისა და წყლის სპეციალისტებიც“, – ამბობს ილია სიდამონიძე.

რაც შეეხება, ჯუნა ნათენაძეს,რომელიც სამცხე–ჯავახეთის მუზეუმში მეთვალყურედ მუშაობდა, ის ამ ეტაპზე სამსახურში ვერ დაბრუნდება.

„ნათენაძემ სასამართლოს მიმართა და ალბათ მოსამართლე გადაწყვეტს. მის აყვანასაც ვგეგმავდით, მაგრამ ჩივილი დაიწყო“, – ამბობს ილია სიდამონიძე.

მისი თქმით, თანამშრომლებს ისევ ხელშეკრულებით, ტურისტული სეზონის დასრულებამდე აიყვანენ და იგივე ხელფასს გადაუხდიან.

„ყველა თავის მოვალეობას დაუბრუნდება, გარდა ერთისა, რომელიც ჯუნა ნათენაძესთან ერთად მუზეუმში მეთვალყურედ მუშაობდა. მას სხვა ვალდებულებას დავაკისრებთ. რადგან მუზეუმი სახელმწიფო დაწესებულებაა და მან თავის თავს უნდა მიხედოს. კომუნალურიც თავად უნდა გადაიხადოს და თანამშრომლებიც თავად აიყვანოს. მე ამაზე შენიშვნა მივიღე აუდიტისგან“, –ამბობს ილია სოდამონიძე.

შეგახსენებთ, რომ ადმინისტრაციამ „ახალციხის ციხიდან“ ცხრა თანამრომელი 31 დეკემბერს გაათავისუფლა. მათი გათავისუფლების შემდეგ კი ხუთ თანამშრომელს ხელფასი გაუზარდეს.

გათავისუფლების შემდეგ სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ყოფილმა მეთვალყურემ ჯუნა ნათენაძემ, ააიპ „ახალციხის ციხის“ წინააღმდეგ ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.ჯუნა ნათენაძემ სასამართლოს 18 იანვარს მიმართა.

„ახალციხის ციხეზე“ ტურისტული სეზონი ჯერ არ დაწყებულა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ტურისტების ნაკადს აპრილიდან ელოდებიან.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
‘ახალციხის ციხეში’ თანამშრომლებს იმატებენ
თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს
რატომ წააგო ‘ახალციხის ციხემ’ ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა
„ახალციხის ციხეს“ ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის