FM97.5 / LIVE

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო

მთავარისამართალი 18.02.2016
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ყოფილი მეთვალყურის ჯუნა ნათენაძის სამოქალაქო სარჩელი, ააიპ „ახალციხის ციხის“ წინააღმდეგ, სრულად დააკმაყოფილა.

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო

შეგახსენებთ, ციხის ყოფილი თანამშრომელი ჯუნა ნათენაძე გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობას, ასევე სამსახურში აღდგენასა და გათავისუფლების დღიდან განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვდა.

გარდა ამისა, მანამდე, ვიდრე სამსახურში აღდგებოდა, ჯუნა ნათენაძე ითხოვდა ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ნათენაძის ინტერესებს დემოკრატ მესხთა კავშირის ადვოკატი სოსო ხითარიშვილი იცავდა.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ამ საქმეზე პროცესი დღეს გაიმართა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ჯუნა ნათენაძე სამსახურიდან 2015 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. მასთან ერთად გაათავისუფლეს კიდევ რვა თანამშრომელი. გათავისუფლების მოტივად არატურისტული სეზონი და ბიუჯეტში თანხების სიმწირე დასახელდა, თუმცა, მათი გათავისუფლების შემდეგ ციხის ადმინისტრაციამ ხუთ თანამშრომელს ხელფასი გაუზარდა.

ნათენაძე აცხადებდა, რომ უკანონოდ გაათავისუფლეს და 18 იანვარს ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს
„ახალციხის ციხეს“ ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
რატომ წააგო ‘ახალციხის ციხემ’ ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა
ახალციხის ციხის დირექტორს სამსახურიდან გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო მოუგო
‘ახალციხის ციხე’ ყოფილ თანამშრომელთან  წაგებულ დავას აღარ ასაჩივრებს
„ჯინო–ველნეს–რაბათის“ ყოფილი თანამშრომელი სააპელაციოში აღარ ჩივის