FM97.5 / LIVE

'ახალციხის ციხიდან' 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

მთავარისაზოგადოება 06.01.2015
„ახალციხის ციხეში“ დასაქმებული ტექნიკური თანამშრომლების ნაწილს ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ და აღარ გაუგრძელეს.

'ახალციხის ციხიდან' 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს

„ახალციხის ციხიდან“ ის თანამშრომლები გაათავისუფლეს, რომლებიც წყალმომარაგების, ელექტროგაყვანილობისა და გამწვანების მიმართულებით მუშაობდნენ.

მალხაზ გოგოლაძე ახალციხის ციხეში, მისი მშენებლობის დროიდან მუშაობდა: „წყლის მილების დაქსელვაზე ვმუშაობდი, ვიცი სად რა მილი გადის და როგორ. ამიტომ გახსნის შემდეგაც სამუშაოდ ამ მიმართულებით დამტოვეს“.

მისი თქმით, ციხეზე მასთან ერთად ავზებს კიდევ სამი თანამშრომელი აკონტროლებდა: „ოთხივე გაგვათავისუფლეს. მე ექვსთვიანი ხელშეკრულება მქონდა და ვადა 31 დეკემბერს ამომეწურა. გვითხრეს, გაზაფხულიდან ისევ მიგიღებთო და არ ვიცი რამდენად მართალია“.

გოგოლაძე ამბობს, რომ თანამშრომლები ბიუჯეტში თანხის ნაკლებობის გამო გაათავისუფლეს. ამის შესახებ მათ ციხის უფროსის დროებით მოვალეობის შემსრულებელმა ილია სიდამონიძემ განუცხადათ: „ხელფასი 300 ლარი მქონდა და ხელზე 250-ს ვიღებდი. იმას ვინც შტატში იყო, ხელფასი 420 ლარი ჰქონდა“.

ციხიდან ჯამში 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

„13 თანამშრომელს 31 დეკემბერს დაუმთავრდა ხელშეკრულების ვადა და ზამთრის სეზონის გამო აღარ გაუგრძელდათ. ახლა ტურისტული სეზონი არ არის და გაზაფხულიდან ისევ დააბრუნებენ. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, მათი ნაწილი გაზაფხულამდეც დააბრუნონ“, – განმარტავს „ახალციხის ციხის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლილი გოზალიშვილი.

ახალციხის მერი გიორგი კოპაძე „ახალციხის ციხეში“ გაბერილი შტატებისა და მოსალოდნელი შემცირებების შესახებ მერიაში მუშაობის დაწყების პირველივე დღიდან საუბრობდა. თუმცა, როგორც „სამხრეთის კარიბჭეს“ მერიაში განუმარტეს, ტექნიკური პერსონალის გათავისუფლება, ციხეზე გაბერილი შტატების შემცირებას არ უკავშირდება და ამ თანამშრომლებს სამსახურში ეტაპობრივად დააბრუნებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეში’ თანამშრომლებს იმატებენ
ახალციხის ციხიდან ექვსი თანამშრომელი გაათავისუფლეს
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
‘ახალციხის ციხეში’ შტატები და ხელფასები შემცირდა
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ახალციხის ციხიდან თანამშრომლები გაათავისუფლეს
ახალციხის ციხიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს ექვსი თვით დააბრუნებენ