FM97.5 / LIVE

გათავისუფლებული თანამშრომლები და ადმინისტრაციისთვის გაზრდილი ხელფასი ‘ახალციხის ციხეზე’

მთავარისაზოგადოება 08.01.2016
გაუზარდეს თუ არა „ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ხელფასი გათავისუფლებული გიდებისა და მეთვალყურეების ხარჯზე; ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის „დაგვიანებული აღსარება“ და თანამშრომლების პროტესტი;

გათავისუფლებული თანამშრომლები და ადმინისტრაციისთვის გაზრდილი  ხელფასი ‘ახალციხის ციხეზე’
„ახალციხის ციხეზე“ ადმინისტრაციის განცხადებით, დეკემბრის ბოლოდან 16 თანამშრომელი უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ხელშეკრულება ცხრას აღარ გაუგრძელეს. მათი გათავისუფლების შემდეგ კი ხუთ თანამშრომელს ხელფასი გაუზარდეს.

„ახალციხის ციხის“ იურიდიული სამსახურის წარმომადგენელს, ასევე კადრების განყოფილების ხელმძღვანელს 700-ლარიან ანაზრაურებას 50 ლარი დაემატა. შესყიდვების სამსახურის უფროსი 600 ლარის ნაცვლად, იანვრიდან 690 ლარს აიღებს. ციხის კომენდანტის და მარეგულირებელი სამსახურის ხელმძღვანელის ხელფასები აქამდე 700 ლარს შეადგენდა და იანვრიდან 100 ლარით გაიზარდა.

ციხეზე დარჩენილი გიდები და ასევე სამსახურიდან გათავისუფებული თანამშრომლები ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის მომატებულ ხელფასებს აპროტესტებენ და ამას უსამართლობას უწოდებენ.

„ეჭვის დონეზე ვიცოდი, რომ ჩვენი გათავისუფლების შემდეგ ზოგიერთ თანამშრომელს ხელფასებს გაუზრდიდნენ. თუკი ვიღაცა ოდნავ მაინც საღად აზროვნებს არ შეიძლება ამას გამართლება მოუძებნოს“, – ამბობს „ახალციხის ციხის“ ყოფილი თანამშრომელი ჯუნა ნათენაძე.

„ახალციხის ციხეზე“ დარჩენილი ოთხი გიდი, რომლებიც მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ აცხადებენ, რომ ციხის ადმინსიტრაციაში ხელფასები კიარ უნდა გაზრდოდათ, პირიქით, უნდა დაკლებოდათ.

„მათი ხელფასები ძალიან გაბერელია. თუ გიდები არაფერს აკეთებენ ადმინისტრაცია რას აკეთებს?! ჩვენ, როგორც გიდებს მინიმალური, სასაცილო ხელფასი გვაქვს . ფესიბუქზე თამაში და ყავის სმა უფრო ძვირად ღირებულია, ვიდრე გიდების მუშაობა“– ამბობენ პირად საუბარში „ახალციხის ციხის“ გიდები.

არ იზიარებს ყოფილი თანამშრომლებისა და გიდების მოსაზრებას „ახალციხის ციხის“ დირექტორი ილია სიდამონიძე. მისი თქმით, ხელფასების გაზრდა ციხის და მერიის ერთობლივი შეთანხმებით მოხდა და დანამატები მიზერულია.

„მინდოდა, რომ ყველა თანამშრომელს თანაბარი ხელფასი ჰქონოდა. ეს თანხა ჯამში ერთი გიდის ხელფასს შეადგენს. გათავისუფლებული ცხრა გიდიდან ვერცერთს ვერ გამოვარჩავდი. ერთი გიდი შემენახა?! იმ რვა გიდისთვის რა მომეხერხებინა, როგორ ამერჩია, რა პასუხი გამეცა?! მეორეც, ზამთარში ჩვენ ამდენი გიდი არ გვიჭირდება , როგორც კი დაგვიჭირდება აუცილებლად გამოვიძახებთ“ – ამბობს სიდამონიძე.

თუმცა, თანამშრომლების გათავისუფლებასა და დარჩენილებისთვის ხელფასის მომატებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციაში განსხვავებული მოსაზრებაც აქვთ.

გუშინ, შვიდ იანვარს, ახალციხის ციხის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ლილი გოზალიშვილმა „ახალციხის ციხის“ ფეისბუქის გვერდით გათავისუფლებულ თანამშრომლებს ბოდიში მოუხადა. თუმცა, მოგვიანებით აღნიშნული განცხადება ციხის ოფიციალური ფეისბუქის გვერდიდან წაიშალა. როგორც გოზალიშვილმა განმარტა, ეს მისი პირადი განცხადება იყო და უბრალოდ გამოქვეყნებისას შეეშალა, პირადი გვერდის ნაცვლად, ციხის ფეისბუქის გვერდით გაავრცელა.

გათავისუფლებული თანამშრომლები და ადმინისტრაციისთვის გაზრდილი  ხელფასი ‘ახალციხის ციხეზე’

გოზალიშვილის განცხადებაში ვკითხულობთ: „ახლა მინდა საჯაროდ ვთქვა ის რაც დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ მაწუხებს. ტელევიზიით და გაზეთთანაც განცხადება გავაკეთე ჩემი თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ. იქ შეცდომა დავუშვი როცა გავაცხადე 16 თანამშრომლის გათავისუფლებაზე. მაშინ შვებულებაში ვიყავი და ვიმეორებდი დირექტორის სიტყვებს. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 9 თანამშრომელი გაათავისუფლეს, აქედან 7 გიდი და 3 მეთვალყურე.

პირველ რიგში, ჯუნა შენ გიხდი ბოდიშს. როცა მითხარი ქალბატონო ლილი ხმას რატომ არ იღებო, მოგწონსო ეს სიტუაცია? მე გიპუსუხე ჯუნა რომ მე იმ დღის მერე რაც აღარ ვარ თქვენი და გიდების უფროსი, ამიკრძალეს ვახსენო სიტყვა გიდები, მაგრამ როგორც ერთ მოქალაქეს მქონდა უფლება გამომეხატა ჩემი აზრი, თუმცა ეს გამოვხატე ჯურნალისტებთან პირად საუბარშიდა ამას გამოვხატავდი ყველგან. მინდა აქვე აღვნიშნო რომ შარშან დეკემბერში როდესაც ბიუჯეტის შემცირების გამო მე ხელფასი შემიმცირეს, არაფერი მითქვამს, რადგან ჩემი მიზანი იყო ყველა თანამშრომელი დაეტოვებინათ ზამთარში და გახსნის დღიდან ყველას ყოველთვის კბილებით ვიცავდი, მაგრამ ახლა როდესაც სხვა თანამშრომლებისათვის ხელფასი მოუმატებიათ და 9 ადამიანი გაათავისუფლეს გაჩუმება არ შემიძლია. ჩემებო, როგორც ყოველთვის გეძახდით მე თქვენს გვერდით ვდგევარ ნებისმიერ სიტუაციაში და ბოდიშს გიხდით ასეთი დაგვიანებული სტყვისთვის. ხვალიდან ხმამაღლა ვაპირებ ჩემი აზრის დაფიქსირებას.

უკვე რამდენი დღეა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ. როდესაც ამ დღეებში ჟურნალისტმა დამირეკა და მკითხა სხვა თანამშრომლებისათვის ხელფასი მოუმატებიათო, მას მერე მხოლოდ ამაზე ვფიქრობ მე უსამართლობას ვერასდროს ვეგუებოდი და ახლა სინდისი მქეჯნის ასეთი დაგვიანებული აღსარებისთვის“.

მიუხედავად განცხადებაში დადებული დაპირებისა, რომ გოზალიშვილი დღეს, 8 იანვარს ამის შესახებ ღიად ისაუბრებდა, „სამხრეთის კარიბჭესთან“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა: „ჯერ–ჯერობით ამაზე არ ვისაუბრებ“.

ამავე განცხადებაში ნახსენები ჯუნა ნათენაძე კი გოზალიშვილის „დაგვიანებულ აღსარებას“ ასე აფასებს: „სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, სამი წლის განმავლობაში რომ უყურებდა ამ ყველაფერს სჯობდა მანამდე ეთქვა, მაგრამ ახლა რომ თქვა ესეც კარგია“.

ახალციხის მერს გიორგი კოპაძეს ციხეზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. „სამხრეთის კარიბჭეს“ მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა განუცხადა, რომ ახალციხის მერი, გიორგი კოპაძე სამსახურიდან გასულია შეხვედრაზე.

შეგახსენებთ, 2016 წლის იანვრიდან, „ახალციხის ციხეზე“, ცხრა გიდსთვის , სამი მეთვალყურისა და ოთხი მარეგულირებლისთვის ხელშეკრულების გაგრძელებას აღარ აპირებდნენ. მიზეზად ცოტა ტურისტსა და არასაკმარის თანხას ასახელებდნენ.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს
ახალციხის ციხის გიდი: ‘ყოველი წლის ბოლოს, ფაქტობრივად, ტერორის ქვეშ ვართ’
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს
'ახალციხის ციხიდან' 13 თანამშრომელი გაათავისუფლეს
‘ახალციხის ციხეში’ იანვრიდან 16 თანამშრომელს ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებენ
‘ახალციხის ციხემ’ 16 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა