FM97.5 / LIVE

რატომ წააგო ‘ახალციხის ციხემ’ ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა

მთავარისამართალი 18.02.2016
„ახალციხის ციხის“ ყოფილი თანამშრომელი სამსახურიდან ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო გაათავისუფლეს, თუმცა კანონით, ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იგი მუშაობდა, უვადო იყო.

რატომ წააგო ‘ახალციხის ციხემ’ ყოფილ თანამშრომელთან სასამართლო დავა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ყოფილი მეთვალყურის ჯუნა ნათენაძის სამოქალაქო საქმის განხილვა დღეს, 18 თებერვალს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჯუნა ნათენაძე „ახალციხის ციხიდან“ 2015 წლის 31 დეკემბერის ბრძანებით გაათავისუფლეს. ბრძანებაში საფუძვლად შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი ნაწილის ბ ქვეპუნქტია მითითებული, რაც ხელშეკრულების ვადის გასვლას გულისხმობს.

როგორც სასამართლო დარბაზში ნათენაძის ინტერესების დამცველებმა იოსებ ხითარიშვილმა და ეკა აბაშიძემ განაცხადეს, ამავე შრომის კოდექსის მიხედვით, თუ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობა გრძელდება 30 თვეს ან მეტ ხანს, იგი უვადოდ მიიჩნევა.

მათივე განცხადებით, 2013 წლის 12 ივნისს კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც თუ 5 წელზე ნაკლები ვადით არის შრომითი ხელშეკრულება რამდენჯერმე დადებული, ის უვადოდ ითვლება. ასევე, თუ ამ კანონის ძალაში შესვლიდან გასულია ორი წელი და შრომითი ხელშეკრულება თანმიმდევრობით ისევ რამდენჯერმე დაიდო, ის უვადოდ მიიჩნევა.

მოპასუხე მხარის ააიპ „ახალციხის ციხის“ იურისტის მარინე გოგოლაძის განცხადებით, 2012 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა ციხემ ფუნქციონირება დაიწყო, ობიექტს ძალიან ბევრი დამთვალიერებელი ჰყავდა, ამიტომ დარბაზებში მეთვალყურეების დანიშვნა გახდა საჭირო. „ახალციხის ციხის“ ხელმძღვანელობასა და მუზეუმის დირექციას შორის სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, მუზეუმში მეთვალყურედ დაასაქმეს ჯუნა ნათენაძე, ხელფასს კი „ახალციხის ციხე“ უხდიდა.

„ახალციხის ციხეს“ დაარსების დღიდან დღემდე სუბსიდიას ადგილობრივი თვიმმართველობა აძლევს.

„ეს იყო ციხის კეთილი ნება, თორემ ფაქტობრივად ჯუნა ნათენაძე მუზეუმის საქმეს აკეთებდა. ეს იყო უკანონო და ამიტომაც შეუწყდა ნათენაძეს შრომითი ხელშეკრულება“, – განაცხადა სასამართლო დარბაზში გოგოლაძემ.

მოსამართლის გია ბერაიას შეკითხვაზე, გარდა სიტყვიერი შეთანხმებისა, არსებობდა თუ არა რაიმე სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ მუზეუმის თანამშრომელს „ახალციხის ციხე“ ბიუჯეტიდან ხელფასს უხდიდა და ასაქმებდა, გოგოლაძემ უპასუხა: „მაშინ ციხე ახალი გახსნილი იყო და გაურკვევლობა იყო“.

ასევე მოსამართლის შეკითხვაზე, მაშინ რის საფუძველზე გაუზარდეს ნათენაძეს სახელფასო ანაზღაურება 2015 წლის სექტემბერში და ესეც მხოლოდ კეთილ ნებას ემყარებოდა თუ არა, ციხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უპასუხა: „მეტი დატვირთვა მოდიოდა და იმიტომ, ამის შესახებ მერიასთან შევთანხმდით“.

„კი მაგრამ, კანონისმიერი საფუძველი ხომ უნდა ჰქონოდა ამას?! საქმე სახელმწიფო ბიუჯეტს ეხება, კეთილი ნება გამიგია, როცა საკუთარი ჯიბიდან იხდი“, – უპასუხა მოსამართლემ სიდამონიძეს.

ციხის იურისტის მტკიცებით, ჯუნა ნათენაძე სამსახურიდან კანონიერად გათავისუფლდა, რადგან მუზეუმი და „ახალციხის ციხე“ სხვადასხვა უწყებებია. მისივე განცხადებით, მიმდინარე წლიდან ციხე და მუზეუმი იმიჯნება. ამიტომ ციხე მუზეუმში თანამშრომელს ვეღარ დანიშნავს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ჯუნა ნათენაძეს ვეღარ დააბრუნებს.

არგუმენტად გოგოლაძემ 2015 წლის 22 ივლისს ციხის ციტადელზე გამართული შეხვედრა მოიყვანა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც კულტურის სამინისტროს, ასევე „ახალციხის ციხისა“ და მერიის თანამშრომლები: „ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მუზეუმი საკუთარ კომუნალურ ხარჯებს თავად დაფარავდა და თანამშრომლების ხელფასებსაც გადაიხდიდა. ეს წერია სხდომის ოქმში“.

სხდომის ოქმში რომ არ არის მითითებული თარიღი თუ როდის შედიოდა აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში, ამაზე უკვე დარბაზში მოსარჩელე მხარის ადვოკატებმა ისაუბრეს: „ამის შემდეგ რაიმე აქტიც არ გამოსულა, რომლის თნახმადაც ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდოდა“.

როგორც სხდომაზე მოპასუხე მხარეებმა განმარტეს, მუზეუმი საკუთარ ხარჯებს სწორედ მიმდინარე წლიდან დაფარვს, თუმცა, პროცესის დასრულების შემდეგ ილია სიდამონიძემ „სამხრეთს კარიბჭესთან“ გნაცხადა, რომ ამ დრომდე ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა: „ისევ ციხე იხდის მუზეუმის კომუნალურებს“.

დავა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ დასრულდა. გია ბერაიამ ჯუნა ნათენაძის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, რადგან ხელშეკრულება დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის 30 თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა, იგი კანონით უვადოდაა მიჩნეული და ამიტომ გათავისუფლების საფუძველი ხელშეკრულების ვადის შეწყვეტა ვერ გახდებოდა: „კეთილი ნების გამოხატვა კი ბიუჯეტის თანხით არ შეიძლება“.

„ახალციხის ციხე“ მიღებულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

ჯუნა ნათენაძეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი ციხეზე სამუშაოდ დაბრუნდება თუ არა: „ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი. მინდოდა ეს ყოფილიყო მაგალითი იმის, რომ შენი უფლებებისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ შეკითხვაზე, ვიდრე სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოდ შევა ძალაში, თუ „ახალციხის ციხესა“ და მუზეუმს შორის ვალდებულებები გაიმიჯნება, მაშინ ციხე დაასაქმებს ნათენაძეს თუ მუზეუმი, ადვოკატი სოსო ხითარიშვილი გპასუხობს: „თუ გამიჯვნა მოხდება, თუ არის იგივე შტატი, იგივეზე აღდგება, თუ არა, ტოლფასი სამუშაოთი ციხეს მოუწევს დაკმაყოფილება“.

შეგახსენებთ, რომ ჯუნა ნათენაძე ახალციხის ციხიდან 2015 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. იგი სარჩელში სამსახურში აღდგენასა და გათავისუფლების დღიდან განაცდური საათების ანაზღაურებას ითხოვდა. გარდა ამისა, სამსახურში აღდგენამდე ჯუნა ნათენაძე ითხოვდა ასანაზღაურებელი თანხის 0.07 პროცენტს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ახალციხის ციხეს სასამართლო დავა მოუგო
‘ახალციხის ციხე’ ყოფილ თანამშრომელთან  წაგებულ დავას აღარ ასაჩივრებს
თანამშრომელი, რომელმაც ‘ახალციხის ციხეს’ სასამართლო მოუგო, სამსახურში დაბრუნებას არ აპირებს
ყველა მინუს ერთი – ‘ახალციხის ციხე’ გათავისუფლებულებს უკან აბრუნებს
გათავისუფლებულმა თანამშრომელმა ‘ახალციხის ციხის’ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა
„ახალციხის ციხეს“ ყოფილი თანამშრომელი სასამართლოში უჩივის
‘ახალციხის ციხეზე’  თანამშრომლები ისევ დროებით დააბრუნეს