FM97.5 / LIVE

ასპინძასა და ადიგენში სტიქიის შედეგებს თავიდან სწავლობენ

მთავარიეკონომიკა 01.07.2014
ასპინძისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში, საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს დავალებით, მაისსა და ივნისში მომხდარი სტიქიის შედეგებს თავიდან სწავლობენ. სამინისტრომ ზარალის ოდენობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მოითხოვა.

ასპინძასა და ადიგენში სტიქიის შედეგებს თავიდან სწავლობენ

ასპინძის მუნიციპალიტეტს სტიქიამ მიდინარე წლის 12 მაისს, ადიგენს კი 13 მაისს შეუტია. 8 ივნისს ადიგენში სტიქია განმეორდა. ორივე მუნიციალიტეტში სტიქიის მეორე დღესვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც ზარალის ოდენობა დაითვალეს.

მუნიციპალიტეტებმა მონაცემები საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს გადაუგზავნეს. ადგილზე დათვლილი მონაცემებით, ასპინძამ 1.343.022 ლარი იზარალა; ადიგენმა პირველი სტიქიისას 135.701 ლარის, სტიქიის განმეორებისას კი 164.000 ლარის ზარალი მიიღო.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განმარტავენ, რომ ასპინძიდან მიღებული მასალა არასრულყოფილი იყო და შესასწორებლად უკან გადააგზავნეს. სამინისტრომ ასპინძის ხელმძღვანელობას გამოსასწორებლად 10 დღის ვადა მიეცა.

„არ იყო დამადასტურებელი დაკუმენტაცია იმ მოთხოვნების, რაც მოითხოვეს, უბრალოდ იყო ტექსტური ნაწილი. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს სპეციალური ფორმატი, რომელი ფომატითაც ვითხოვთ ინფრომაციას შუამდგომლობისთვის და ის უკვე დავუბრუნეთ ასპინძის მუნიციპალიტეტს შენიშვნებით. ველოდებით ხელახლა მათგან გამოხმაურებას“, – განმარტავს ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის განვითარების უფროსი ავთანდილ სუდაძე.

მისივე თქმით, ის ნაწილი, რაც ნაპირსამაგრ სამუშაოებს შეეხებოდა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ნაპირდაცვის სამსახურს გადასცეს: „აღნიშნული სამსახურის თანამშრომლები მიმდინარე კვირაში ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და კომპეტენტურ პასუხს მოგვაწვდიან“.

რაც შეეხება ადიგენს, 13 მაისის სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელი სამუშაოები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ შესაძლოა უკვე დაიწყოს. 8 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგები კი, ასპინძის მსგავსად, სრულყოფლი არ აღმოჩნდა და ადიგენსაც უკან დაუბრუნდა.

„პირველ შემთხვევაში უკვე ვუშუამდგომლეთ. მთავრობის განკარგულებაც არის გამოსული და ადიგენის მუნიციპალიტეტს უკვე შეუძლია აღმოფხვრის სამუშაოები დაიწყოს. რაც შეეხება 8 ივნისის სტიქიის შედეგებს, არ იყო კორექტული დოკუმენტაცია, არ დგინდებოდა ზარალი და შედეგები და ამიტომ გამოსასწორებლად გადავაგზავნეთ “, – განმარტავს ავთანდილ სუდაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის დროებით მოვალეობის შემსულებელი ზაქარია ენდელაძე განმარტავს, რომ 13 მაისის სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 96.000 ლარი გამოიყოფა: „პირველი სტიქიის დროს ზარალის ოდენობა ფაქტიურად მთლიანად დაფინანსდა , რაც შეეხება მეორე სტიქიის შედეგებს, დღეს ჩავასწორებთ და სამინისტროში გადავაგზავნით“.

შეგახსენებთ, რომ 12 მაისს წვიმამ, სეტყვამ და ღვარცოფმა დაბა ასპინძა და ხუთი სოფელი: დამალა, ოშორა, იდუმალა, ასწყვიტა და ოთა დააზიანა. 13 მაისს კი ძლიერმა წვიმამ ადიგენის მუნიციპალიტეტში ჭეჭლის, მოხის, ფხეროს, უდისა და ბოლაჯურის ტერიტორიულ ორგანოებში შემავალი სოფლები დააზარალა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს
ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა
ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
ბორჯომში სტიქიის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან
ადიგენში სტიქიის შედეგებს ხვალ დაითვლიან
6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება