FM97.5 / LIVE

ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება

მთავარიეკონომიკა 23.06.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად სარეზერვო ფონდიდან 30 ათასი ლარი გამოყო.

ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯებაადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობა სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას ასრულებს. უკვე გარკვეულია თუ რა ოდენობის თანხა დასჭირდება ძლიერი წვიმისგან სოფლებში დაზიანებული გზების შეკეთებას.

როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, იმ სოფლებში, სადაც სტიქიამ გზები დააზიანა, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან 30 ათასი ლარი დაიხარჯება.

„დაზიანებული გზების შესაკეთებლად თანხა უკვე გამოვყეთ, აღდგენითი სამუშაოებიც დაწყებულია“, – ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსენ ბალახაშვილი.

თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა ადიგენის მუნიციპალიტეტს სოფლის მეურნეობის კუთხით ამ ეტაპზე უცნობია, როგორც არსენ ბალახაშვილი ამბობს, ამ მიმართულებით ზარალის დათვლა ისევ მიმდინარეობს: „სოფლის – მეურნეობის კუთხით ზარალის დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, სავარაუდოდ კვირის ბოლოს გვეცოდინება თუ რა ოდენობის ზარალი მიადგა ამ კუთხით მუნიციპალიტეტის სოფლებს“.

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტს ოთხჯერ შეუტია. 3 ივნისს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა ადიგენის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი უდე და აბასთუმანი დააზარალა. სტიქიამ სასოფლო–სამეურნეო სავარგულები და სოფლის შიდა გზები დააზიანა.

დაახლოებით ერთ კვირაში, 11 ივნისს, სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტის კიდევ ხუთი სოფელი, დიდი და პატარა სმადა, ენთელი, ლელოვანი და ამხერი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ სასოფლო – სამეურნეო სავარგულები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

18 ივნისს კი უხვმა ნალექმა ადიგენის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის, უდის, იმერთუბანის, დაბა ადიგენის, საღრძეს, იჯარეთის, ჩორჩანის და ზანავის მისასვლელი გზები დააზიანა. მოვარდნილი ღვარცოფი სასოფლო – სამეურნეო სავარგულებში შევარდა და მოსახლეობის დიდი ნაწილის ნათესები გაანადგურა.

მეოთხედ სტიქიამ, 20 ივნისს სოფელი ვარხანი დააზარალა. ძლიერი წვიმის გამო ადიდებულმა ღელემ ადგილობრივების ბაღები და ნათესები დატბორა.

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ჯერ ზარალი არ დაუთვლიათ და სტიქია განმეორდა
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ ადიგენის სოფლები დააზარალა
ახალციხის გამგეობა ღვარცოფებისგან დაზიანებული გზების შეკეთებას იწყებს
ადიგენს სტიქიამ მეორედ შეუტია
ადიგენის სოფლებში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს