FM97.5 / LIVE
13 მაისის სტიქიის შედეგად ადიგენის მუნიციპალიტეტში 5 ტერიტორიულ ორგანოს 135.701 ოდენობის ლარის ზარალი მიადგა.">

ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა

მთავარიეკონომიკა 26.05.2014
13 მაისის სტიქიის შედეგად ადიგენის მუნიციპალიტეტში 5 ტერიტორიულ ორგანოს 135.701 ოდენობის ლარის ზარალი მიადგა.

ადიგენის მუნიციპალიტეტს სტიქიამ 135.701 ლარის ზარალი მიაყენა
ძლიერმა წვიმამ ჭეჭლის, მოხის, ფხეროს, უდისა და ბოლაჯურის ტერიტორიულ ორგანოებში შემავალი სოფლები დააზარალა.
სტიქიის შემდეგ შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ენდელაძე ხელმძღვანელობს, ზარალი ორი მიმართულებით დაითვალა: ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის კუთხით.

სოფლის მეურნოების მხრივ ზარალის ოდენობა 39.000 ლარს შეადგენს. სტიაქიამ 4 ჰა. მიწის ნაკვეთი სრულიად გაანადგურა. დაიტბორა სამი სახლი, თუმცა მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

„4 ჰექტარზე საერთოდ მოსავალს ვერ მივიღებთ. სტიქიამ ნაკვეთებში ქვა-ღორღი შეიტანა, ინერტული მასალით დაფარა. ზოგ ადგილზე მდინარემ საერთოდ წაიღო ნათესი. ამ ტერიტორიაზე წელს არაფერი დაითესება. ზოგ ნაკვეთს წყალმა გადაუარა, თუმცა ამ შემთხვევაში ნათესი გადარჩა და ფეხზე წამოდგება“, - ამბობს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, მუნიციპალური ქონებისა და მიწის მართვის საკითხებში გურამ ბოჩიკაშვილი.

სტიქიის შედეგად დაზიანდა სოფლებში მისასვლელი გზები, ხიდები,სარწყავი არხები და მილხიდები. საერთო ჯამში ინფრასტრუქტურულმა ზარალმა ადიგენში 96,701 ლარი შედგინა.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა გოდერძი სხირტლაძემ მონაცემები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 23 მაისს წარადგინა: „მინისტრი დაადებს რეზოლუციას და შემდეგ ალბათ განიხილავენ. ეს უკვე სამინისტროს პრეროგატივაა“.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განმარტავენ, რომ მწირი ბიუჯეტის გამო ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხები ვერ გამოიყოფა, გარდა იმის, რომ ახლა საარჩევნო პერიოდია, ბიუჯეტს საკმარისი თანხებიც არ აქვს. შესაბამისად, როგორ დაეხმარებიან დაზარალებულებს, ამ ეტაპზე უცნობია.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიამ ბორჯომი 1 მლნ ლარით აზარალა
ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს
სტიქიამ ადიგენის მუნიციპალიტეტი დააზარალა
სტიქიამ ადიგენი ერთი მილიონი ლარით აზარალა
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
ასპინძასა და ადიგენში სტიქიის შედეგებს თავიდან სწავლობენ
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება