FM97.5 / LIVE

ბორჯომში სტიქიის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან

მთავარისიახლე, ეკონომიკა 17.08.2016
ბორჯომში 5 აგვისტოს სტიქიის შედეგად, ადგილობრივ თვითმმართველობაში 250 დაზარალებული მოქალაქის განცხადება შევიდა. დაეხმარებიან თუ არა ადგილობრივებს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

ბორჯომში სტიქიის შედეგებს ჯერ კიდევ ითვლიან

„სტიქიის შემდეგ, მოქალაქეთა მიერ შემოსული განცხადებების ადგილზე გაცნობისა და აღწერისათვის, მუნიციპალიტეტმა მოიწვია კერძო აუდიტი, რომელთანაც ხლშეკრულება გაფორმდა“, – განაცხადეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, მოქალაქეების მხრიდან განცხადებების მიღება გასულ პარასკევს, 12 აგვისტოს დასრულდა: „შემოსულია 250 წერილი, რომელსაც აუდიტი ადგილზე ეტაპობრივად სწავლობს“.

5 აგვისტოს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარეზერვო ფონდიდან 294. 000 ლარი გამოიყო, რომელიც დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.

„მიმდინარეობს 17 მრავალბინიანი შენობის სახურავისა და 2 საყრდენი კედლის რეაბილიტაცია, ასევე ნიკოლაძის ქუჩაზე ღელის გაწმენდა“, – ამბობს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი ლონდა ფილიშვილი.

რა ოდენობის ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტს, ჯერ დადგენილი არ არის.

„აუდიტის დასკვნის საფუძველზე გადხდება ცნობილი მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა. გადაწყდება, ასევე როგორ მოხდება მოქალაქეთა დაკმაყოფილება“, – განმარტავს ლონდა ფილიშვილი.

შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთს სტიქიამ 4 და 5 აგვისტოს შეუტია. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ქალაქი ახალციხე და ბორჯომის მუნიციპალიტეტის დააზარალა.
[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ბორჯომის გამგეობაში სტიქიისგან დაზარალებულების განცხადებები ამ დრომდე შედის
ბორჯომი სტიქიის შემდეგ – საგანგებო შტაბის სხდომა
ახალციხის მერიამ სტიქიის შედეგების დათვლა დაიწყო
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ასპინძისა და ადიგენის სტიქიის შედეგებს რეგიონული განვითარების სამინისტრო სწავლობს
ბორჯომის პარკში გაწმენდითი სამუშაოები არ დასრულებულა
800 თუ 330? – რამდენი ლამპიონი შეიცვალა ბორჯომის პარკში