FM97.5 / LIVE

6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა

მთავარიეკონომიკა 10.07.2014
6 ივლისს, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახალციხის მუნიციპალიტეტს 44.335 ლარის ზარალი მიაყენა. მონაცემებს რეგიონული განვითარების სამინისტროში გასაგზავნად ამზადებენ.

6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა
სტიქიის შედეგების დასათვლელად ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ორ ნაწილად გაიყო და ოთხი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილებზე მუშაობდა.

ერთ ჯგუფს ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის N103–ში, კორპუსის სახურავის გადახდის შედეგად მიყენებული ზარალისა და სოფლებში: მინაძესა და ჭაჭარაქში დაზიანებული გზების ხარჯთაღრიცხვის შესწავლა დაევალა, მეორე ჯგუფი კი ამავე სოფლებში სეტყვის შედეგად, სასოფლო – სამეურნეო სავარგულებისთვის მიყენებულ ზარალს სწავლობდა.

ზარალის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრის ნინო დემეტრაძის თქმით, სოფელ ღრელის სავარაუდო საკომპენსაციო ზარალი 2.392 ლარს შეადგენს, სოფელ ჭაჭარაქის – 7.016 ლარს, ხოლო ჭაჭარაქთან ახლოს არსებულ სასოფლო – სამეურნეო სავარგულებისთვის მიყენებული ზარალი 8.910 ლარია.

ასევე ზარალის შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა დაადგინა, რომ რუსთაველის ქუჩაზე მდებარე N103–ე კორპუსის გადასახურად 17.242 ლარია საჭირო, ხოლო სოფელ მინაძესა და ჭაჭარაქის გზების რეაბილიტაციისთვის 8.775 ლარი.

„მონაცემები მზადდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადასაგზავნად“, – ამბობს ნინო დემეტრაძე.

სამინისტროში მონაცემებს ხვალ გააგზავნიან, რის შემდეგაც ახალციხის მუნიციპალიტეტის სტიქიის შედეგებს უკვე სამინისტრო შეისწავლის.

შეგახსენებთ, რომ 6 ივლისს ახალციხეში ძლიერმა ქარმა და წვიმამ N103 კორპუსს სახურავის ნაწილი გადახადა. ამავე დღეს, ხევიდან ჩამოსულმა ქვა–ღორღმა ახალციხე–ახალქალაქის ცენტრალური მაგისტრალი ჩაკეტა, ძლიერმა სეტყვამ კი სასოფლო – სამეურნეო სავარგულები დააზიანა.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახლადარჩეული გამგებლის ფირმას კორპუსის გადახურვის თანხა შესაძლოა გამგეობამ აუნაზღაუროს
შეაკეთებს თუ არა კორპუსის გადახდილ სახურავს ახლადარჩეული გამგებლის ფირმა
ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან
აწყურში სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ახალციხის სოფლებში სტიქიით დაზიანებულ გზებს აკეთებენ, დაზარალებულების საკითხს კი ჯერ ისევ სწავლობენ
ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში სტიქიით მიყენებული ზარალის აღწერა დასრულდა