FM97.5 / LIVE

სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა

მთავარიეკონომიკა 26.05.2014
დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, ხიდები, ჯებირები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სარწყავი არხები – ასპინძის მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა შეაჯამეს;

სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა

ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ 12 მაისს მუნიციპალიტეტში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობა დააჯამა.

დაბა ასპინძაში საცხოვრებელ სახლებს 10,712 ლარის ზიანია მიადგა; დაბაში დაზიანებული სკვერის რეაბილიტაციას 18,500 ლარი დასჭირდება; ასფალტის საფარის აღდგენას - 40,000; 4-5 სარწყავი არხის ქვა -ღორღისგან გაწმენდას - 35,000; ხიდებს - 24,130; წყლის კალაპოტისა და მორღვეული გაბიონების მოწესრიგებას 670,080; სასოფლო-სამურნეო სავარგულების დაზიანებით მიღებული ზარალი კი 90,000 ლარია;

დიდია ზარალი სოფელ დამალაშიც: საცხოვრებელი სახლები - 33,169 ლარი, გზები 24,000, ნაპირსამაგრი სამუშაოები 36,000, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები - 83,673;

შედარებით ნაკლებად დაზარალდა ოშორა: საცხოვრებული სახლები 4,660, ხიდები 10,830, სასოფლო სამეუნრეო სავარგულები - 3,948;

რაც შეეხება იდუმალას, აქ მხოლოდ ერთი სახლი დაზიანდა და მის შეკეთებას 500 ლარი დასჭირდება, ხიდის აღდგენას - 5,000, სასოფლო-სამურნეო სავარგულებს - 2,143;

7,000 ლარია საჭირო აწყვიტაში საცხოვრებელი სახლების შესაკეთებლად, გზისთვის 4,000, სასოფლო-სამურნეო სავარგულებს კი 2,476 ლარი დასჭირდება;

ჩამოთვილილი სოფლებიდან განსაკუთრებით ოთა დაზარალდა, მოვარდნილმა ნიაღვარმა სწორედ ეს სოფელი გამოაიარა. აქ საცხოვრებელ სახლებს 27,460 ლარის ზიანი მიადგა, ასევე წყალმა წაიღო ხიდები და მათ აღდგენას 53,127 ლარი სჭირდება. რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო სავარგულებს, ოთაში ზარალი 96,614 ლარს ითვლის.

ჯამში მუნიციპალიტეტზე მიყენებულმა ზარალმა 1,343,022 ლარი შეადგინა;

ასპინძის მუნიციალიტეტის გამგებლის მოადგილის, ალექსანდრე პაპაშვილის განცხადებით, კომისიას თითოეულ დაზიანებულ ობიექტზე დოკუმენტაციის შესადგენად დრო კიდევ სჭირდება, ყველაფრის დასრულების შემდეგ კი მასალები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადაეცემა.

სტიქიამ ასპინძა 1.343.022 ლარით აზარალა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტიქიით დაზარალებული ასპინძელები დახმარებას ელიან
ადიგენში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ჯერ ისევ ითვლიან
ადიგენში სტიქიით დაზიანებული გზების მოსაწესრიგებლად 30 ათასი ლარი დაიხარჯება
ადიგენში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარებიან
ასპინძის ორი სოფელი ძლიერად დაისეტყვა
ადიგენში სტიქიისგან  მიყენებულმა ინფრასტრუქტურულმა ზარალმა 800 000 ლარი შეადგინა
6 ივლისის სტიქიის შედეგად ახალციხეს 44.335 ლარის ზიანი მიადგა