FM97.5 / LIVE

ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან

მთავარისამართალი » შემთხვევა 13.05.2014
ასპინძაში, სადაც გუშინ ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ, ადგილობრივები დააზარალა, სტიქიის შედეგებს ოთხი სამუშაო ჯგუფი შეისწავლის. სტიქიამ დაბა ასპინძა და სამი სოფელი დააზარალა. დატბორილია ასპინძის სასაფლაო და სახლები, სოფლებში კი განადგურებულია ნათესები და ხეხილი.

ასპინძაში სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობას ითვლიან
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, რომ 12 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ განსაკუთრებით სამი სოფელი დააზარალა: ოთა, ოშორა და დამალა. სტიქია უტევდა დაბასაც, თუმცა, აქ არ ყოფილა ისეთი ძლიერი სეტყვა, როგორც სოფლებში. დაბას პრობლემები სოფლებიდან წამოსულმა ნიაღვარმა შეუქმნა.

„ამ სოფლებში დაგროვილი წყალი წამოვიდა დაბა ასპინძაში. დამალის წყალმა ასპინძის სასაფლაოზე გადმოიარა და ასპინძაში სახლები დატბორა. ოთის წყალი კი ადიდდა და საერთაშორისო მნიშვნელობის გზა ჩაკეტა“, – განუცხადეს „სამხრეთის კარიბჭეს“ ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

ამ ეტაპზე ასპინძაში მოძრაობა აღდგენილია. დაბაში გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, პროცესში ჩართულია სამაშველო სამსახური.

სტიქიის გამო, ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, 13 მაისს, დილიდან, საგანგებო სხდომა მიმდინარეობდა. სხდომაზე ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჯგუფები სტიქიის ზონების მიხედვით გადანაწილდება. როგორც ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, კომისია შეეცდება ზარალის ოდენობის დადგენა მაქსიმუმ ერთ კვირაში დაასრულოს.

„ზარალი ძალიან დიდია“, – აცხადებენ გამგეობაში.

ასპინძაში დილიდან მუშაობს „სამხრეთის კარიბჭეს“ გადამღები ჯგუფი. რა ზარალი მიიღეს ადგილობრივებმა, დეტალურად დღის ბოლოს შემოგთავაზებთ.

იქამდე კი შეგიძლიათ იხილოთ, რა ხდებოდა გუშინ ასპინძაში:

ნიაღვრები დაბა ასპინძის ქუჩებში [Photo]
სტიქია ასპინძაში [Photo/Video]
ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ასპინძის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ნიაღვრები დაბა ასპინძის ქუჩებში [Photo]
ასპინძაში ზარალის ოდენობას ითვლიან
ასპინძაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან და დახმარებას ელიან [Video]
სტიქია ასპინძაში [Photo/Video]
ნათესების, ხეხილისა და შინაური ფრინველების გარეშე დარჩენილი ასპინძელები დახმარებას ითხოვენ
დასეტყვილ ასპინძაში სამაშველო სამსახური მუშაობს